მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> http://pix.ge, სერვ.ჯის ახალი პროექტი
zghuladze
პოსტი Mar 23 2010, 09:46 AM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

სერვისის დეტალების შესახებ:

1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები);
2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები);
3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება;
4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა);
5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება;
6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს;
7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე;
8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი.

ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება.

გისურვებთ წარმატებებს,
http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია.

http://www.youtube.com/watch?v=jKLfL2Psr9o
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 23 2010, 10:22 AM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ველოდები ინტერესით. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 23 2010, 10:57 AM
პოსტი #3


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



რა პროექტია? (IMG:style_emoticons/default/huh.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Mar 23 2010, 01:48 PM
პოსტი #4


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



ციტატა(davizo70 @ 23rd March 2010 - 10:57 AM) *
რა პროექტია?

+1
Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Mar 24 2010, 04:57 AM
პოსტი #5


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვოთ რა პროექტია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ორიოდე სიტყვით კი - საკმაოდ გამოყენებადი პროდუქტი იქნება, რომლის ანალოგი ასეთი მასშტაბებით ჯერ არ გაკეთებულა საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Mar 24 2010, 09:24 AM
პოსტი #6


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



zghuladze
ციტატა(zghuladze @ 24th March 2010 - 05:57 AM) *
ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვოთ რა პროექტია smile.gif
ორიოდე სიტყვით კი - საკმაოდ გამოყენებადი პროდუქტი იქნება, რომლის ანალოგი ასეთი მასშტაბებით ჯერ არ გაკეთებულა საქართველოში.

ინტირესნო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ველით ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Apr 3 2010, 07:05 AM
პოსტი #7


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



დღეს ჩაირთვება (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Apr 3 2010, 11:23 AM
პოსტი #8


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



zghuladze
ვნახე ვიდეო და.. იმედგაცრუებული დავრჩი. რაღაც მეტს ველოდი ნამდვილად (ფორუმ.ჯიზეც თითქოს არ ადასტურებდით, რომ სურათების ჰოსტინგი იქნებოდა), არც რაიმე განსაკუთრებული და სუპერ-პუპერია, ვიდეოც ცოტა წაუპლაგიატებს ადგილებში და ალაგ-ალაგ საერთოდ "ის სულია" შენარჩუნებული ("გრეით საქსეს!", "Yay (IMG:style_emoticons/default/happy.gif) "), ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ჩვენით არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. და ეს უკუათვლა და აჟიოტაჟი საერთოდ რა საჭირო იყო, ვერ ვხვდები.

თუმცა გავითვალისწინოთ, რომ "ვარამაგარია" საიტებს ჯერ სწორედ ასეთი "საბაზისო" სერვისების არსებობა სჭირდებათ და ძალიან სასიამოვნოა, რომ სწორედ Serv.ge მფარველობს ასეთ პროექტს, მეტი გარანტიებია მომხმარებლისთვის.

წარმატებები და ბოდიში არეული პოსტისთვის.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Apr 3 2010, 01:24 PM
პოსტი #9


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



domen
სალამი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მე ფორუმ.ჯიზე არც დამიდასტურებია და არც მიუარყვია (ჰმ.. ეს სიტყვა სწორად დავწერე ? ) რომ ეს იქნებოდა სურათების ჰოსტინგი.
რაც შეეხება ჩვენით გაკეთებას - დღეს, სულ რაღაც 1-2 საათში ჩაირთვება ეს საიტი და ნახეთ ფუნქციონალი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სკრიპტები არის 0-იდან დაწერილი და საიდანმე გადმოკოპირებული ან ნაყიდი არ არის. ასე რომ, ყველაფერი "ჩვენით" არის გაკეთებული (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
რაც შეეხება საიმედოობას - მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

გმადლობთ წარმატების სურვილისათვის და თქვენც წინსვლას გისურვებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Apr 3 2010, 02:15 PM
პოსტი #10


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

სერვისის დეტალების შესახებ:

1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები);
2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები);
3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება;
4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა);
5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება;
6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს;
7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე;
8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი.

ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება.

გისურვებთ წარმატებებს,
http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია.

http://www.youtube.com/watch?v=jKLfL2Psr9o
Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Apr 3 2010, 05:44 PM
პოსტი #11


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



plastic
გმადლობთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
რაც შეეხება პრელუდიებს, ე.წ. ქაუნთდაუნი შექმნილი იყო თავად ჩვენთვის. ხოლო კითხვა - რა არის პიქს.ჯი - უბრალოდ, მეტი ინტერესისთვის იყო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
სწორედ ამიტომ, დღეს დილით, სანამ საიტი ჩაირთვებოდა, პრომო ვიდეო დაიდო საიტზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
შეიძლება გადავაჭარბეთ და ზედმეტი მოლოდინი გამოიწვია, ვერ შეგეკამათებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

http://www.youtube.com/watch?v=jKLfL2Psr9o
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Apr 4 2010, 09:32 AM
პოსტი #12


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



zghuladze
ისე საქართველოში რეალურად მუშა Image ჰოსტინგი არ გვქონია და იქნებ გამართლდეს ეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნუ, მონაცემები რაც ჩამოთვალე აშკარად გაამართლებს, უბრალოდ ქართველებს გვჩვევია ხოლმე უცბად გადაფიქრება და აღარ მინდა/მეზარება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ისე ერთი კარგი იდეა რაღაც მომივიდა აზრად, იქიდან გამომდინარე, რომ საიტზე არც რეკლამებია და არც მათთვის ადგილი ხომ არ ჯობია რაიმე პატარა პროგრამასავით დაიწეროს, როგორიც მაგალითად Imageshack.us-ს აქვს აფლოადერი, რომ იმის მეშვეობით ხდებოდეს მასიური ატვირთვა + ვათერმარკის დადება? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჩემთვის პირადად ძალიან კომფორტული იქნებოდა და დარწმუნებული ვარ ბერვრი ადამიანისთვისაც ვისაც მასიური ატვირთვა უნდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თან + პროგრამაშივე შეიძლება რეკლამების ჩაკვეხება (ოღონდ პატარა რეკლამების (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) )

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Apr 4 2010, 09:34 AM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Apr 4 2010, 03:24 PM
პოსტი #13


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



რას დაერიეთ ამ კაცს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

zghuladze
ძLიან კარგი იყო უკან ათვლა რომ გააკეთეთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) , რელამის მხრივ კარგია, მომწონს დიზანიც და იმედია ბოლომდე მიყვებით (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

და ჰო რქაც მთავარია დიდიხნიან ცხოვრებას ვუსურვებ ამ პროექტს (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

იმედია საიტერესო სიახლეებსაც შემოგთავაზებთ ხოლმე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Apr 4 2010, 07:12 PM
პოსტი #14


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



otosaxel
გმადლობთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

Giena
ციტატა
ქართველებს გვჩვევია ხოლმე უცბად გადაფიქრება და აღარ მინდა/მეზარება

სერვ.ჯის ეგ არ ახასიათებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
პროგრამას რაც შეეხება, მაგ მხრივ იქნება რაღაც-რაღაც სიურპრიზები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , თუმცა უახლოეს დღეებში ნამდვილად არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Apr 5 2010, 10:52 AM
პოსტი #15


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



zghuladze
ციტატა(zghuladze @ 5th April 2010 - 02:05 PM) *
Giena
გიპასუხე მაგ პოსტზე იქ, თუ ნახე

ვნახე (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ციტატა(zghuladze @ 4th April 2010 - 11:12 PM) *
სერვ.ჯის ეგ არ ახასიათებს

იმედია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა(zghuladze @ 4th April 2010 - 11:12 PM) *
პროგრამას რაც შეეხება, მაგ მხრივ იქნება რაღაც-რაღაც სიურპრიზები , თუმცა უახლოეს დღეებში ნამდვილად არა.

იდეაში უახლოეს დღეებში არც ველოდი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უბრალოდ ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა ერთი პატარა პროგრამჩიკი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) აი ახლა ამ წამს მჭირდება 20-25 ფაილის ატვირთვა და მომიწევს Imageshack.us-ზე ატვირთვა თავისი აფლოადერით (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


მ.მ
დღეს დავრეგისტრირდი, შევედი სისტემაში და 2 უსიამოვნო ფაქტორი დამხვდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
1. ფაილის ატვირთვის შემდეგ მაგდებს სისტემიდან (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
2. თვითონ სამართავ პანელში არ არის სხვა/ახალი სურათების დამატება, მაინცდამაინც მთავარ გვერდზე უნდა გადახვიდე, თუმცა ერთხელ მაგანაც არ გაამართლა, სანამ არ გამოვედი და ახლიდან არ შევედი სისტემაში არ მომცა სურათების ატვირთვა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

რა თქმა უნდა მთლად მხოლოდ ცუდით არ შემოვიფარგლები, ძალიან სასიამოვნოა საიტის სწრაფი მუშაობა ფაქტიურად 2-3 წამში აიტვირთა 8 სურათი. ასევე ძალიან გამახარა ალბომების არსებობამ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ძალიან სასიამოვნოა როდესაც შეგიძლია დაახარისხო ატვირთული სურათები.

და ერთი-ორი რჩევაც (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
სურათის ატვირთვის დროს არის საშუალება დაედოს ტექსტი, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა მანდ გრაფიკული ვოთერმარკის დადებაც რომ იყოს შესსაძლებელი. და კიდევ:
ციტატა
ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ამ შესანიშნავი სერვისით სარგებლობის წესებს.

კი ნამდვილად შესანიშნავი სერვისია, მაგრამ როდესაც რაღაცას უნდა დავეთანხმო და მიწერს დაეთანხმეთ ამ შესანიშნავ სერვისსო, პროტესტის გრძნობა მიჩნდება, მითუმეტეს, შენიშვნები როცა მაქვს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რაიმე უფრო ოფიციალური ან უბრალოდ სტანდარტული, რომ იყოს უფრო სასიამოვნო იქნებოდა ჩემი აზრით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) აგრეთვე სადაც ეგ წინადადება წერია, ჯობია იყოს თავად ამ წესების ბმულიც, კი ვნახე ქვემოთ, მაგრამ იქვე, რომ იყოს ჯობია მე მგონი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Apr 6 2010, 05:43 AM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Br@1NLeSs
პოსტი Apr 6 2010, 07:45 AM
პოსტი #16


წევრი
**

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 10
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: batumi
წევრი №: 9.018



zghuladze
ძალიან კარგი პროექტია, წარმატებები (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Apr 6 2010, 09:58 AM
პოსტი #17


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



Giena
ციტატა
1. ფაილის ატვირთვის შემდეგ მაგდებს სისტემიდან

4 ადამიანმა დავტესტეთ ამწუთას, 4 სხვადასხვა კომპიუტერიდან და 2 სხვადასხვა პროვაიდერიდან.
არსად მასეთი შეცდომა არ ფიქსირდება და თქვენს გარდა არავის უთქვია. იქნებ სხვა კომპიუტერიდან სინჯოთ, ვეჭვობ რომ პრობლემა თქვენს ბრაუზერშია.
ციტატა
თვითონ სამართავ პანელში არ არის სხვა/ახალი სურათების დამატება, მაინცდამაინც მთავარ გვერდზე უნდა გადახვიდე, თუმცა ერთხელ მაგანაც არ გაამართლა, სანამ არ გამოვედი და ახლიდან არ შევედი სისტემაში არ მომცა სურათების ატვირთვა

სად სამართავ პანელში ? ფოტოების ატვირთვა შეიძლება მხოლოდ საიტის მთავარი გვერდიდან.
კითხვის მეორე ნაწილი ისევ იმ ეჭვს ამყარებს, რომ თქვენი ბრაუზერის პრობლემაა.
ციტატა
სურათის ატვირთვის დროს არის საშუალება დაედოს ტექსტი, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა მანდ გრაფიკული ვოთერმარკის დადებაც რომ იყოს შესსაძლებელი.

გრაფიკულში რას გულისხმობთ ? ჩვენ შეგვიძლია თითქმის მთლიანი ფოტოშოპი გადმოვიტანოთ მანდ და გაცილებით ბევრი ფუნქცია დავამატოთ, მაგრამ მაგ დროს სხვა საკითხი იჩენს თავს: რამდენად საჭიროა მაგის გაკეთება ?
ციტატა
კი ნამდვილად შესანიშნავი სერვისია, მაგრამ როდესაც რაღაცას უნდა დავეთანხმო და მიწერს დაეთანხმეთ ამ შესანიშნავ სერვისსო, პროტესტის გრძნობა მიჩნდება, მითუმეტეს, შენიშვნები როცა მაქვს

მაგას სამწუხაროდ, ვერ გავექცევით. ვისაც უნდა ამ სერვისით სარგებლობა, აუცილებლად უნდა დაეთანხმოს ჩვენს წესებს. სხვანაირად, არ უნდა ისარგებლოს ამ სერვისით.
ციტატა
სადაც ეგ წინადადება წერია, ჯობია იყოს თავად ამ წესების ბმულიც, კი ვნახე ქვემოთ, მაგრამ იქვე, რომ იყოს ჯობია მე მგონი

გეთანხმები და აუცილებლად გამოვასწორებთ, მადლობა შენიშვნისათვის.

Br@1NLeSs
გმადლობთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Apr 6 2010, 10:15 AM
პოსტი #18


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



zghuladze
ციტატა(zghuladze @ 6th April 2010 - 01:58 PM) *
4 ადამიანმა დავტესტეთ ამწუთას, 4 სხვადასხვა კომპიუტერიდან და 2 სხვადასხვა პროვაიდერიდან.
არსად მასეთი შეცდომა არ ფიქსირდება და თქვენს გარდა არავის უთქვია. იქნებ სხვა კომპიუტერიდან სინჯოთ, ვეჭვობ რომ პრობლემა თქვენს ბრაუზერშია.

ციტატა
თვითონ სამართავ პანელში არ არის სხვა/ახალი სურათების დამატება, მაინცდამაინც მთავარ გვერდზე უნდა გადახვიდე, თუმცა ერთხელ მაგანაც არ გაამართლა, სანამ არ გამოვედი და ახლიდან არ შევედი სისტემაში არ მომცა სურათების ატვირთვა

სად სამართავ პანელში ? ფოტოების ატვირთვა შეიძლება მხოლოდ საიტის მთავარი გვერდიდან.
კითხვის მეორე ნაწილი ისევ იმ ეჭვს ამყარებს, რომ თქვენი ბრაუზერის პრობლემაა.

ნუ, მთლად ეგეთი "პატარაც" არ ვარ ეგ შემეშალოს, აგერ ბმული (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მეც ვცადე 3 სხვადასხვა კომპიდან და იმიტომ, მოგწერე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რაც შეეხება სამართავ პანელს ვგულისხმობ, როდესაც ჩემი უზერით შევდივარ, ხომ მაქვს იქ "სურათები, ალბომები, პროფილი და გასვლა"? მანდ რომ იყოს ახალი სურათის დამატებაც, რადგან ორჯერ მოხდა უკვე, რომ გადავედი მთავარ გვერდზე და ან გამაგდო სისტემიდან ან საერთოდ არ იყო ატვირთვის სკრიპტი (ესეც 3 კომპიდან ვცადე სხვადასხვა ბროუზერით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

ციტატა(zghuladze @ 6th April 2010 - 01:58 PM) *
გრაფიკულში რას გულისხმობთ ? ჩვენ შეგვიძლია თითქმის მთლიანი ფოტოშოპი გადმოვიტანოთ მანდ და გაცილებით ბევრი ფუნქცია დავამატოთ, მაგრამ მაგ დროს სხვა საკითხი იჩენს თავს: რამდენად საჭიროა მაგის გაკეთება ?

გრაფიკულში ანუ რაიმე PNG ფაილი რომ მივუთითო და დაადოს მითითებით, ანუ მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ, ქვემოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა(zghuladze @ 6th April 2010 - 01:58 PM) *
მაგას სამწუხაროდ, ვერ გავექცევით. ვისაც უნდა ამ სერვისით სარგებლობა, აუცილებლად უნდა დაეთანხმოს ჩვენს წესებს. სხვანაირად, არ უნდა ისარგებლოს ამ სერვისით.

სად მიწერია, რომ წესებს არ მინდა დავეთანხმოო? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უბრალოდ შესანიშნავ სერვისზე გავამახვილე ყურადღება, შესანიშნავი მეხამუშა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა(zghuladze @ 6th April 2010 - 01:58 PM) *
გეთანხმები და აუცილებლად გამოვასწორებთ, მადლობა შენიშვნისათვის

(IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ხო, კიდევ, პარამეტრებში არის დაპატარავება და მითითებული აქვს კონკრეტული მნიშვნელობები: 75, 100, 250, 500, 800, 1024, 1280 იქნებ სურათის დაპატარავება მინდა 600 პიქსელამდე? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ანუ ვგულისხმობ ჩემი აზრით საჭიროა Custom მნიშვნელობის არსებობაც რათა შევძლოთ ჩვენთვის საჭირო ზომის მითითებაც...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Apr 6 2010, 04:58 PM
პოსტი #19


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



Giena
ციტატა
ნუ, მთლად ეგეთი "პატარაც" არ ვარ ეგ შემეშალოს, აგერ ბმული smile.gif მეც ვცადე 3 სხვადასხვა კომპიდან და იმიტომ, მოგწერე smile.gif რაც შეეხება სამართავ პანელს ვგულისხმობ, როდესაც ჩემი უზერით შევდივარ, ხომ მაქვს იქ "სურათები, ალბომები, პროფილი და გასვლა"? მანდ რომ იყოს ახალი სურათის დამატებაც, რადგან ორჯერ მოხდა უკვე, რომ გადავედი მთავარ გვერდზე და ან გამაგდო სისტემიდან ან საერთოდ არ იყო ატვირთვის სკრიპტი (ესეც 3 კომპიდან ვცადე სხვადასხვა ბროუზერით

კარგი, კიდევ ერთხელ შევამოწმებთ ამას.
ციტატა
გრაფიკულში ანუ რაიმე PNG ფაილი რომ მივუთითო და დაადოს მითითებით, ანუ მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ, ქვემოთ


ციტატა
ხო, კიდევ, პარამეტრებში არის დაპატარავება და მითითებული აქვს კონკრეტული მნიშვნელობები: 75, 100, 250, 500, 800, 1024, 1280 იქნებ სურათის დაპატარავება მინდა 600 პიქსელამდე? smile.gif ანუ ვგულისხმობ ჩემი აზრით საჭიროა Custom მნიშვნელობის არსებობაც რათა შევძლოთ ჩვენთვის საჭირო ზომის მითითებაც...


ასეთი რაღაცეებისთვის არსებობს ფოტოშოპი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) იმიჯ ჰოსტინგის საიტი ფოტოშოპის ყველა ფუქნციას ვერ შეითავსებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს და კიდევ დაემატება კარგი ფუნქციები. სამწუხაროდ, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფუნქციების დამატება არ იგეგმება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 6 2010, 05:45 PM
პოსტი #20


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



zghuladze
ეგრეც ვიფიქრე, რომ სურატების ასატვირთი ჰოსტი იქნებოდა pix.ge, იგრძნობოდა სახელიდან (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ყველაზე კარგია რომ სერვ.ჯი-მ როგორც ჰოსტინგ კომპანიამ აიღო ამ პროექტის განხორციელება საკუთარ თავზე, ავტომატურად პროექტის ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს ეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მოკლედ, წარმატებები ახალ პროექტს!


-----------
თემის პირველი პოსტიც ჩავასწორე.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:47 PM