მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> spotify, გაგიგიათ რამე?
domen
პოსტი Jul 28 2009, 09:47 AM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მოკლედ, Spotify ვებ-სერვისია თავისი დესკტოპ კლიენტით, იძლევა საშუალებას, ნებისმიერ დროს მოუსმინო ნებისმიერი მომღერალის ნებისმიერ ალბომს ან სიმღერას ძალიან კარგი ხარისხით, თითქმის დაყოვნების გარეშე! ჩემი ინტერნეტის პირობებშიც თითქმის არ შეიმჩნევა ხარვეზები, როცა Last.FM იგივე პირობებში 3-4-ჯერ მაინც წყვეტს დაკვრას საშუალოდ 3-5 წამიანი შუალედებით.

მოკლედ სერვისის შესახებ: დაარსდა შვედეთში 2006 წელს, ჰყავს მილიონზე მეტი მომხმარებელი, თავს ირჩენს ფასიანი გამოწერებით (9.99€ თვეში) და ხმოვანი რეკლამებით (უფასო ვარიანტისთვის). უფასოდ ვრცელდება მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და მისაწვდომია მთელ მსოფლიოში, როგორც ფასიანი სერვისი.

თუ Last.FM-ს შევადარებთ, Spotify ჩამორჩება ყველანაირად - სადღაც 25-ჯერ ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, მუსიკის რეკომენდაციის ბევრად ნაკლები შესაძლებლობა აქვს, არანაირი სოციალური ფუნქციები არ გააჩნია და ალბათ (ეს ვერ დავაზუსტე, ინფორმაცია არაა) ნაკლები კონტენტიც აქვს (თუმცა მე ჯერ არაფერი მომისაკლისებია). ერთადერთი პლიუსი, რაც ჩემთვის პირადად გადამწყვეტია, ისაა, რომ Spotify შეიძლება მოიხმაროთ აბსოლუტურად უფასოდ, ოღონდ "რამდენიმე" სიმღერის მოსმენის შემდეგ ხმოვანი რეკლამის მოსმენა მოგიწევთ (ეს რამდენიმე სიმღერა რამდენია, ვერ დავადგინე, აგერ მე-7 სიმღერას ვუსმენ გადაბმულად და ჯერ არაფერია).

ერთ თავსატეხი ისაა, რომ საქართველოდან უფასო რეგისტრაციას არ მიიღებს, მაგრამ აქვს ძალიან სასიამოვნო "უყურადღებობა": მთავარია, რეგისტრაცია განხორციელდეს ბრიტანული IP-თი, ამ ანგარიშს შემდეგ უპრობლემოდ გამოიყენებთ ნებისმიერი ადგილიდან. ასე რომ, უნდა დარეგისტრირდეთ ბრიტანული პროქსით (გაითვალისწინეთ, პაროლი და სხვა ინფორმაციაც პროქსის გავლით გადის, ამიტომ ნუ დაადებთ პაროლს, რომელიც სხვაგანაც გაქვთ და სასურველია, არ ჩაწეროთ ნამდვილი მონაცემები). მოკლედ, ვრეგისტრირდებით შემდეგნაირად:

1. შევდივართ ამ პროქსიზე, ჩამოვდივართ გვერდის ბოლოში, ტექსტურ ველში ვწერთ "www.spotify.com" და ვაჭერთ ღილაკს Go.
2. გამოსულ გვერდზე ვაჭერთ Free-ს, ვეთანხმებით პროქსის შეტყობინებას (თუ გამოვიდა) და ვავსებთ რეგისტრაციას. ერთი საყურადღებო მომენტი: Postal Code-ში ვწერთ "EC4A1AA" (ლონდონის ერთ-ერთი უბნის საფოსტო კოდია). ბოლოს ჩამოწერილი ჩეკბოქსებიდან მხოლოდ პირველზე დათანხმებაა აუცილებელი.
3. როცა რეგისტრაცია დამთავრდება, პროქსის გარეშე შედით ამ მისამართზე და დაქაჩეთ დესკტოპ კლიენტი, ჩაწერეთ თქვენი მონაცემები და მზად ხართ დასაწყებად. ინტერფეისი ძალიან მარტივია, მგონი დამატებითი ახსნა-განმარტება საჭირო არ უნდა იყოს.

ინსტრუქციები ამოვიწერე იუტუბის ამ ვიდეოდან, უბრალოდ აქ გაწელილად და ძალიან არასასიამოვნო ხმითაა ჩაწერილი:



დაწვრილებით და გადაღეჭილად პლეერის მოხმარების ინსტრუქციები შეგიძლიათ ნახოთ აქ:



P.S. როგორც იქნა, "შინი" ვიპოვე, სრულად.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jul 28 2009, 10:11 AM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



domen
მშვენიერია
დარვერგისტრირდი უკვე..
სამსახურში არ ჭედავს, აი სახლში ვნახოთ რა იქნება....
ბაზაზე რა გითხრა: Sopor Aeternus-იც მონახა ლამის მთელი დისკოგრაფია.. Pandora-ზეც არ იყო
თან ამას წინა ტრეკის დაკვრის უფლებაც აქვს და დაპაუზების...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 28 2009, 10:58 AM
პოსტი #3


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



ვაა, იმენნა ეგრევე უშვებს ტო, ძაან მაგარი რაღაცაა, მადლობა domen (IMG:style_emoticons/default/blink.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 28 2009, 01:21 PM
პოსტი #4


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



მართლაც საოცარი რამეა (IMG:style_emoticons/default/blink.gif)
ციტატა(domen @ 28th July 2009 - 01:47 PM) *
ერთადერთი პლიუსი, რაც ჩემთვის პირადად გადამწყვეტია, ისაა, რომ Spotify შეიძლება მოიხმაროთ აბსოლუტურად უფასოდ, ოღონდ "რამდენიმე" სიმღერის მოსმენის შემდეგ ხმოვანი რეკლამის მოსმენა მოგიწევთ (ეს რამდენიმე სიმღერა რამდენია, ვერ დავადგინე, აგერ მე-7 სიმღერას ვუსმენ გადაბმულად და ჯერ არაფერია).

ორი საათია ვუკრავ და ჯერ რეკლამა არ ყოფილა და რავი (IMG:style_emoticons/default/huh.gif)
თუ ჯერ ახალი ვარ და მაგულავებს (IMG:style_emoticons/default/laugh.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
aaa
პოსტი Jul 28 2009, 03:45 PM
პოსტი #5


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 57
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.804



მარტო უცხოურებს პოულობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 28 2009, 03:49 PM
პოსტი #6


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



aaa
არა, ქართულებიც იპოვა, მერაბ სეფაშვილი და თამუნა ამონავილი გამახსენდა უცებ და ორივეს საკმაოდ ბლომად სიმღერები იპოვა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 28 2009, 04:24 PM
პოსტი #7


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მეც სამი საათი მაინც იქნება, რაც არ გამიჩერებია და ჯერ არ ყოფილა რეკლამა. კარგია, კარგი, მოვასწროთ გამოყენება, სანამ უფასოა და კომფორტული (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

Scrobbling კი დამავიწყდა, არ ვიყენებ და არ მიმიქცევია ყურადღება მაინცდამაინც.

ციტატა(beka_sh @ 28th July 2009 - 08:49 PM) *
მერაბ სეფაშვილი და თამუნა ამონავილი გამახსენდა უცებ და ორივეს საკმაოდ ბლომად სიმღერები იპოვა

უხ, მე ხო ბედი არ მაქვს რა, ყველაფერია და 33ა არაა მაინცდამაინც (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

ციტატა(plastic @ 28th July 2009 - 05:05 PM) *
მთავარზეც გაუშვი.

ვიზამ ხვალისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S. წეღან, წვიმა რომ იყო, საიტები ძლივს იხსნებოდა და ამან სულ ორჯერ წაიბორძიკა.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jul 28 2009, 06:32 PM
პოსტი #8


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



domen
საღოლ მაგარია, ჩემს 15 ლარიან ნეტზეც უპრობლემოდ მუშაობს

ისე, თუ დააკვირდით, საკმაოდ მოზრდილი ქეში აქვს დარეზერვებული სისტემურ პარტიშენზე... რამე გზა ხომ არ შეიძლება მოინახოს იქედან მუსიკის "ამოსაკრებად"


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
სოსო
პოსტი Jul 29 2009, 04:10 PM
პოსტი #9


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 181
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 8.503



ვა საინტერესოა
ლასტ ეფემზე აქტიურად შევდივარ ხოლმე
მარა იქ მუსიკების მოსმენა ნაკელბად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Nothing lasts...
...but nothing is lost!

Go to the top of the page
 
+Quote Post
bently
პოსტი Jul 31 2009, 06:16 PM
პოსტი #10


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 21
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.832



ვა გაიხარე მაგარი რაღაცაა და აქედან სიმღერის გადმოწერაც შეიძლება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Classical
პოსტი Jul 31 2009, 06:41 PM
პოსტი #11


Computer Addict
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 771
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 5.653



აუ რა მაგარი რაღაცაა ტო დაჯე ისეთი მუსიკებიც ამომიყარა რაც ძაან იშვიათად ჩითავს ყველგან და ფასიანია მალადეც დომენ ძაან მაგარი ნიუსია. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

აქიდან ვერ გადმოვწერთ ნეტა მოსმენა თუ შეილება ესეიგი გადმოწერაც შეილება პრემიუმს აქ გადმოწერა ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 31 2009, 06:41 PM
პოსტი #12


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



bently
Classical
არა, გადმოწერა არცერთ ვარიანტში არ შეიძლება. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 31 2009, 07:21 PM
პოსტი #13


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



domen
სტატია უნდა მაგ ტემას მთავარზე!

შინი გინდა? ყველა ალბომი მაქვს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
soad
პოსტი Jul 31 2009, 07:31 PM
პოსტი #14


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 14
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2.432



მე მაგრად მომეწონა.
საინტერესოა ფასიან ვერსიაში რა იქნება შეცვლილი და როცა full გამოვა იქნება თუ არა უფასოც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gio.
პოსტი Jul 31 2009, 09:35 PM
პოსტი #15


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 830
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.656



ამ პროგრამას გადმოწერა შეუძლია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
bently
პოსტი Aug 1 2009, 06:29 AM
პოსტი #16


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 21
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.832



ციტატა(Chacha @ Jul 31 2009, 10:35 PM) *
ამ პროგრამას გადმოწერა შეუძლია?


არ შეუძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Aug 1 2009, 07:12 AM
პოსტი #17


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Windows-ის სტანდარტული Stereo Mix და რამე ჩამწერი პროგრამა, მაგალითად Sound Forge ან რამე ესეთი (ეს იმ იშვიათ შემთხვევაში როცა კონკრეტული მუსიკა სხვაგან არაა და გადმოწერა ძალიან გინდათ).


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Aug 1 2009, 07:36 AM
პოსტი #18


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Giena
დავწერე უკვე სიახლე. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

შინზე მადლობა, ნუ შეწუხდები, აწი მეც მაქვს :-)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
J u S T
პოსტი Aug 1 2009, 09:24 AM
პოსტი #19


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 111
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.564



ვაა დომენ დიდი მადლობა ეს პროგრამა ჩემი განუყრელი მეგობარია დღე არ არის რომ არ გამოვიყენო თან კომპი ბევრი მუსიკებისგან არ დამეტვირთება მარტო ცოტა მუსიკები დავტოვე რომ ინტი რო არ იყოს მაგ შემთხვევაში ....

დანარჩენი როცა ინტია მაშინ ვგულაობ .... რაც მინდოდა ყველა ვიპოვე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Remage
პოსტი Aug 1 2009, 11:26 AM
პოსტი #20


წევრი
**

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 51
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.466



ძააან მაგარი რამეა კარგი ნიუსია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯერ-ჯერობით ყველაფერზე სასურველი შედეგი მომცა
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 06:29 AM