მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 14 15 16  
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
Giena
პოსტი Jun 5 2010, 03:21 PM
პოსტი #301


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Power_VANO
ხო მაგრამ კონსტიტუციაში თვეები და რიცხვები როდის აქეთ იწერებოდა? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თან წინა არჩევნებიც უბრალოდ 1 წლით ადრე ჩატარდა კერძოდ 5 იანვარს...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 5 2010, 03:23 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jun 5 2010, 03:23 PM
პოსტი #302


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Giena
აი არ ვიცი სიმართლე გითხრა, ეს პირველი არჩევნები იყო, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იქამდე თარიღებით არც დავინეტერებულვარ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jun 24 2010, 07:22 PM
პოსტი #303


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ca...06-2010%2021:53


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jun 25 2010, 06:10 AM
პოსტი #304


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



კი ვუყურე მაგას გუშინ.


ამას კი დღეს შემთხვევით წავაწყდი: (IMG:style_emoticons/default/smile.gif)



--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jun 25 2010, 07:54 AM
პოსტი #305


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ჰეჰე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგარი კაცია! მაგის გიფიც რულავს

(IMG:http://b.pix.ge/c/4wqaq.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jun 25 2010, 10:27 AM
პოსტი #306


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ნეტავ რა გაცინებთ?!

http://www.livegeorgia.ge/en/gori-live/central-square.html

რას ფიქრობთ, რა აკლია ამ სცენას?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jun 25 2010, 10:31 AM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jun 25 2010, 12:15 PM
პოსტი #307


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ჰოო, მაგ სცენაზე სააკაშვილის სისხლისმსმელმა ხელისუფლებამ © წარმატებული იერიში განახორციელა რუსეთზე და რუსეთუმეებზე და სტალინის ძეგლი აიღო...

სტალინის ძეგლი აიღეს, გორი თავისუფალია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)






ძეგლების სიარულის ეპოქაში ვცხოვრობთ!



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jun 25 2010, 12:16 PM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jun 25 2010, 12:23 PM
პოსტი #308


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Sh@ko
აუუუ... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კარგი იყო! ვაი... ჩაგეთვალა!!








ეჰ... სიცილ-კისკისსა და "ღადაობაში" სამშობლო შემოგვეცალა!!!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jun 25 2010, 12:32 PM
პოსტი #309


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ვაა სად გადაიტანეს ძეგლი?


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jun 25 2010, 12:40 PM
პოსტი #310


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



სტალინის სახლ-მუზეუმში გადაიტანესო.


სტალინის ძეგლის აღებით არაფერი გვაკლდება, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მაგის მეტ პრობლემას ვერ ხედავს ხელისუფლება.






მ.მ. ფორუმ.გეზე ახალი ხუმრობა გაჩნდა:
-ეკონომიკის მინისტრის სახელს ვერ გათქმევინებ?
- ვერა!




(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ვერა ქობალია დანიშნეს მინისტრად, აი, ის, კანადაში ქართული პურის ბიზნესი რომ აქვს და ყველა ტევეში გამოაჭენეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 25 2010, 02:17 PM
პოსტი #311


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



პირადად სტალინის ძეგლის აღების მომხრე ვიყავი იმ დროიდანბ, როდესაც გავიგე რეალურად ვინ იყო სტალინი, მაგრამ ერთი რაღაც მაშფოთებს და არ შემიძლია არ ვიკითხო: ვინ გადაწყვიტა ამ ძეგლის აღება? რატომ არ გააგებინეს არავის? რატომ დამალეს და ღამე რატომ გადაიტანეს? იქნებ რაც რესპუბლიკის მოედანზე მოხდა იგივე მოყვეს ამ გადატანასაც (ვგულისხმობ რესპუბლიკის მოეწდნის ტერიტორიის გაყიდვას). მოკლედ კითხვები ჩნდება მიშა პასუხობს "ქვეყანაში სადაც არის ოკუპაციის მუზეუმი არ უნდა იდგეს ამ მანქანის შემქმნელის ძეგლი" (ვუტრირებ). ანუ მიშას მოსაზრება გაითვალისწინეს?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 25 2010, 02:17 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jun 29 2010, 07:07 AM
პოსტი #312


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



გუშინ ველაპარაკე ერთ გორელ მეგობარს, რომელიც იმ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობს სადაც მიდიოდა სტალინის ძეგლის დემონტაჟი (ანუ ცენტრში). დეტალურად გამოვკითხე იმ ღამის ამბები, და მომიყვა ასეთი რამ: დაახლოვებით 10-11 საათზე გორში შემოვიდა 10-11 ჯარისკაცებით და პოლიციელებით დატვირთული მანქანა (ჯარისკაცების გადამყვანი მანქანა სადაც საშუალოდ 10-15 კაცი ეტევა) მობილიზებული იყო მთელი გორის საპატრულო დანაყოფიო, ჩაკეტილი იყო ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა და ხალხს ძეგლთან არ აკარებდნენო, ბევრმა გორელმა (ასე 50-100) რომ გაიგო ძეგლის აღების შესახებ ამბავი წავიდნენ იქითო (დასაცავად) და ამტყდარა ერთი ცემა ტყეპა ამ ადამიანების, რომელსაც თავისმხრივ მოყვა ჟურნალისტების ცემა და მასალის ჩამორთმევა (იმ მასალის სადაც ეს ცემატყეპაც იყო გადაღებული.), ამასთან თურმე კამერაზე სადაც ჩანს ეს მოედანი გადაუფარებიათ ნაჭერი, რომ ლაივში არ ენახა ხალხს ამ მოედანზე მომხდარი ამბავი. მოკლედ შარში ვართ სტალინი ებრძვის სტალინს თუ სტალინმა მოუგო სტალინს ან სტალინს ეშინია სტალინის, მოკლედ რაღაც უბედურებები ხდება.


აქვე შემოგთავაზებთ მორის ფოცხიშვილის ერთ ძალიან კარგ ლექსს "თვითგვემა"


ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,
რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! -
თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,
მკლავი ძირში რომ გახმება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

დავას როგორ დაგიწყებენ,
მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, -
დედაენის დამვიწყებელს,
ხვალ-ზეგ დედა გეტირება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

ვიცი, კვლავაც გააჩუქებ -
სავენახეს,
სამზეოს და
სართველოს...
არის კიდევ სხვა საუნჯე,
ვიდრე შენი საქართველო,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

იქნებ გული აღარ გერჩის,
ნაოხარო,
ნატანჯო და
ნათმენო, -
რატომ გიკვირს, ქართველებში
ქართველი რომ ქართველობდეს,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,
თქვი, უშენოდ
მწუხრი სად გავათენო, -
ერთი დედის შვილები ვართ,
ვაი, ხომ არ გავიწყდება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

არც რა ტყვიით,
არც რა შხამით,
დუმილითაც შეგიძლია გამთელო, -
ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც
არ გაიგოს,
შენ რომ მომკალ,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო!


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jun 29 2010, 06:17 PM
პოსტი #313


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(fashisti @ 31st May 2010 - 09:24 PM) *
რუსეთუმეები - 8%

"ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ნორმალიზაციაზე, რაც გულისხმობს 500 ათასამდე დევნილის - ეთნიკურად ქართველების, ეთნიკურად აფხაზების, ეთნიკურად ებრაელებისა და ბერძნების, უკრაინელების, ესტონელებისა და სხვათა დაბრუნებას მათ მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ უერთიერთობებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"მიუხედავად ამისა, ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკებათა პარტნიორს; მათთან გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იქნება აღიარებული, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს იყოს რუსეთის პარტნიორი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


"რუსეთუმე" ოპოები, ხომ?!... არავითარი მოლაპარაკებები "წინაპირობის გარეშე" - გახსენდებათ ეს სიტყვები (იგივე წყაროდან)?!... "მოღალატეები", "სუსტები", "ჟოპოზიცია", "აგენტები"... არა?! ვაჟკაცებო, საინტერესოა რას გაბედავთ უწოდოთ სააკაშვილს!

სამწუხაროდ, #297 პოსტს თქვენგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია!
---
სიახლე/გაგრძელება! მაგისტრალურ გაზსადენს გასაყიდად ამზადებენ - კანონპროექტში იმ ობიექტების ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, გაზის მაგისტრალური მილსადენი ამოღებულია!

"პარლამენტი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვისთვის ემზადება - ასე ხსნიან ექსპერტები პარლამენტის იმ ინიციატივას, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის იმ ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს, რომელთა პრივატიზებაც არ შეიძლება. მთავრობამ კი ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის. საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტი ამას "ტექნიკურ პრობლემად აფასებს". ცოტა ძნელი გასარკვევია, პარლამენტს "ტექნიკურ პრობლემად" თავად კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები მიაჩნია თუ ამ ცვლილებების შინაარსი, მაგრამ ფაქტია, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ამ ნუსხიდან მაგისტრალური გაზსადენის ამოღებაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მაგისტრალური გაზსადენის გასაყიდად კანონს ცვლიან".

"ამ ინიციატივის თანახმად, მიღებული უნდა იქნას სრულიად ახალი კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ", რომელიც ერთად მოუყრის თავს ყველა იმ ნორმას, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვას შეეხება. მართალია, კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ფაქტობრივად არსებული ნორმების ერთად თავმოყრა ხდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არსებულ ნორმებში რამდენიმე ისეთი ცვლილებაც არის შესული თუ შეპარული, რომელიც დღეს არსებულ რეალობას საკმაოდ რადიკალურად ცვლის. ერთ-ერთი მთავარი თემა კი ის არის, რომ ამ კანონპროექტში იმ ობიექტების ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, გაზის მაგისტრალური მილსადენი ამოღებულია. თუკი პრივატიზების შესაძლებლობის აკრძალვა ამ მაგისტრალს არ შეეხება, ის ნიშნავს, რომ პრივატიზება კანონით იქნება დაშვებული და მისი გასხვისება ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ პირსა თუ კომპანიაზე იქნება შესაძლებელი", - აღნიშნავს გამოცემა.

"რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიზანდასახულად კეთდება. მას შემდეგ. რაც ქვეყანაში გვყოლია მდგრადი განვითარების სამინისტრო და ამ სამინისტრომ რაღაც უნდა გაყიდოს, მე ეს აღარ მიკვირს. ეკონომიკის სამინისტრო სააკაშვილის ხელში ხომ გაყიდვის კანტორად გადაიქცა და პრობლემა ის არის, რომ გასაყიდი აღარც არაფერია და როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტრო ახლა სწორედ გაზსადენების გაყიდვას დაიწყებს. გამოაცხადებენ ე.წ. გამჭვირვალე ტენდერს ფასთან დაკავშირებით, ყველამ იცის, ამ მიმართულებით რა მანკიერი პრაქტიკაც არის დანერგილი და ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ამის გაყიდვაზე არიან ორიენტირებულნი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გასაყიდი აღარაფერი აღარ დარჩა, რაც კი რამ ფასეული იყო, ფაქტობრივად ყველაფერი კაპიკებში ფარულად და მალულად არის გაყიდული და როგორც ჩანს, ახლა ჯერი სწორედ გაზსადენზე მიდგა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

"თქვენ იცით, რომ ეს საკითხი რამდენჯერმე იყო გააქტიურებული, მათ შორის ჟვანიას მმართველობის პერიოდში, როდესაც ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი იყო და მაშინ ამას ძალიან ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა, სწორედ ოპოზიციისა და საზოგადოების წინააღმდეგობის გამო მაშინ ხელისუფღლებამ ამ მაგისტრალის გაყიდვა ვერ გაბედა და როგორც ჩანს, ახლა ამ თემას ისევ უბრუნდებიან. მე სხვა არგუმენტს ვერ ვხედავ ამ ცვლილებისთვის და სავარაუდოდ, ეს შეეხება სხვა სტრატეგიულ ობიექტებსაც და ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენი რკინიგზის გაყიდვაზე დავიწყებთ საუბარს. პორტები უკვე ამოღებულია ამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან და უკვე გაყიდულიც არის ფარულად საეჭვო წარმომავლობის კომპანიებზე. ასევე გაიყიდება აეროდრომები და ა.შ. ხელისუფლება, ალბათ, დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა. ინვესტიციები არ შემოდის და გინდა პურის მცხობელი იყავი, გინდა კანადიდან იყავი და გინდა გვატემალიდან, ამას არაფერი არ უშველის, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, არ შეიცვლება მიდგომები ბიზნესისადმი", - დასძენს გია ცაგარეიშვილი.

"კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია კანოპროექტიდან ამ მუხლის ამოღებას საერთოდ უარყოფს. არადა, ფაქტია, რომ კანონპროექტში ეს მუხლი აღარ არის. შესაძლოა, სადმე სხვაგან იყოს გადატანილი და ამ მუხლში ამიტომაც ვერ ვნახეთ. თუმცა ეს არგუმენტი საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან კანონპროექტში "მუხლი. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება" მხოლოდ ერთ ადგილას არის და აქ არის თავმოყრილი ყველა ის ობიექტი, რომელიც პრივატიზაციას არ შეიძლება დაექვემდებაროს. თუკი იმ ვარიანტს დავუშვებთ, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა, მაშინ ნუმერაციას ერთი ნომერი უნდა აკლდეს. ეს კი ამ მუხლში არ არსებობს და "ძ"-მდე ქართული ანბანის ყველა ასოა გამოყენებული", - მიგვანიშნებს სტატიის ავტორი.

რომელი ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია იყიდის ამ სტრატეგიულ ობიექტს?! დაუფიქრებლად შეგიძლიათ გასცეთ პასუხი... დიახ!

ეს შენი დაკვეთით სრულდება, პოხუისტო მანქურთო!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jun 30 2010, 10:13 AM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 3 2010, 06:11 AM
პოსტი #314


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



რამდენიმე ხანია ჭორად დადის ინფორმაცია, რომ თეა თუთბერიძე არის სკოლის დირექტორების დირექტორი, ზოგისგან ამას თავდაცვითი რეაქცია მოჰყვა, ზოგისგან აღშფოთება, ზოგისგან აგრესია, რომ ნუ ვაბრალებდით თურმე, გამოვიდა განათლების მინისტრი და თქვა რომ "თეა თუთბერიძე არ მუშაობს განათლების სამინისტროს არცერთ სტრუქტურაში" და აი დღეს აღმოვაჩინე სკოლის დირექტორთა ასოციაციის საიტი რომელზეც თუ შეხვალთ და გადახვალთ კონტაქტებში ნახავთ აი ასეთ რამეს:

(IMG:http://img576.imageshack.us/img576/7227/2010070310h1127.png)

ვაი ჩვენს პატრონს!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jul 3 2010, 06:14 AM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 3 2010, 02:36 PM
პოსტი #315


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



მადლობა Giena!

თეა თუთბერიძე – "თავისუფლების ინსტიტუტის" რეგიონალური კოორდინატორი და სკოლის დირექტორთა ასოციიაციის აღმასრულებელი დირექტორი.

რა გვაძლევს ამის თქმის უფლებას?!

"[სკოლის დირექტორთა] ასოციაციის დამფუძნებელმა საინიციატივო ჯგუფმა ჩამოაყალიბა ორგანიზაციის მიზნები და წესდების მონახაზი, რომლის საბოლოო სახის მიცემა ქალბატონ თეა თუთბერიძეს მიენდო. რატომ თეა თუთბერიძეს? 2005 წლიდან მოყოლებული თეა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა პროექტს, რომლის ფარგლებშიდაც 800-ზე მეტი სკოლის დირექტორის და ამავე რაოდენობის სამეურვეო საბჭოს ორ-ორი წარმომადგენლის ტრენინგები ჩატარდა ”თვითმმართველობის მექანიზმების დამკვიდრება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში”. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სკოლის მართვის სახელმძღვანელო, რომლის ერთ-ერთი ავტორიც თეა თუთბერიძე გახლავთ (http://principals.ge/11.htm)".




არ გჯერათ რომ "იმ" თეაზეა საუბარი? დასამტკიცებლად Google-ს მივმართე, შევეცადე რა აქ ნახსენები "ვინმე" თეა თუთბერიძის პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი (teatutberidze@gmail.com) მის შესაძლო სამუშაო ელ. ფოსტის მისამართთან დამეკავშირებინა. მოსალოდნელ მტკიცებულებას მოულოდნელ ადგილას წავაწყდი - ვარეზ საიტზე, რომელზე გამოქვეყნებულმა ნააზრევებმა ინტერესი "თვით" თუთბერიძეშიც კი გამოიწვია.



თავისუფლების ინსტიტუტი - თანამშრომლები:

ლევან რამიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე
levanrami@liberty.ge

აკაკი მინაშვილი - აღმასრულებელი დირექტორი
ako@liberty.ge

გიორგი მელაძე - კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი
giomeladze@liberty.ge

ქეთი ჩაჩხიანი - განათლების პროგრამის დირექტორი
keti@liberty.ge

ქეთო კობიაშვილი - განათლების პროგრამის კოორდინატორი
keto@liberty.ge

თეა თუთბერიძე - რეგიონალური კოორდინატორი
tea@liberty.ge


(IMG:http://principals.ge/chxorocyu%20didi.jpg)
თეას (კამერასთან ზურგით) შეხვედრა რეგიონების სკოლის დირექტორებთან -
რადგან რუსთაველისა და სულხან-საბას სამშობლოში ყვავის დასამოძღვრი გავიხადეთ თავები


მკითხველო, რატომ განწირე ამათ ხელებში ჩვენი... "liberty"?

P.S. "თავისუფლების ინსტიტუტის" საიტის (liberty.ge) დასაწყისშივე "პროგრამების" განყოფილება ნათელი მაგალითია იმის, თუ რამდენად არ აინტერესებს ამ ორგანიზაციას ყველა იქ მოყვანილი თემა/საკითხი - "მოქალაქეობა და მრავალფეროვნება"; "მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება"; "კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" - დიახ, ჩემთანაც ცარიელი გვერდები იხსნება!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jul 3 2010, 03:51 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Nov 20 2010, 02:44 PM
პოსტი #316


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Chacha @ Jan 13 2010, 09:39 PM) *
პ.ს. მიშისტად ნუ მღებულობ, უბრალოდ ამ ოპოზიციას ისევ მიშა მირჩევნია და ახლიდან ნუ დავიწყებთ ლაპარაკს


(IMG:http://img44.imageshack.us/img44/8875/signupj.jpg)

თუ ამ გამორჩეული პატრიოტების ბრწყინვალე გონებებს და მათ ღირებულებებს "მიშა" გირჩევნიათ

(IMG:http://img522.imageshack.us/img522/2209/saakashvili.jpg)

დაე გყავდეთ, უკუნითი უკუნისამდე... რასაც 25 ნოემბრის ღონისძიებაზე თქვენი არდასწრებით განამტკიცებთ!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Nov 20 2010, 05:39 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V  « < 14 15 16
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2019 - 10:53 AM