თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Windows 7/Vista/2003/XP/NT + Win 9x _ რომელი ჯობია????? windows xp თუ windows vista????

პოსტის ავტორი: AGAPO Apr 15 2010, 07:17 PM

რომელი ჯობია????? windows xp თუ windows vista????

პოსტის ავტორი: Giena Apr 15 2010, 07:54 PM

AGAPO
Windows 7

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 16 2010, 05:52 AM

ეს თემა 22 ოქტომბრამდე უნდა გაგეხსნა....

და საერთოდაც, არასწორია ფორმულირება,
უნდა დააკონკრეტო რისთვის
ძალიან სუსტი კონფიგისთვის XP ჯობია, მეტნაკლებად თანამედროვე კონფიგისთვის(1გბ RAM-დან) SEVEN-ის სხვადასხვა ვერსიები Vista მოაშორე

პოსტის ავტორი: davizo70 Apr 16 2010, 06:59 AM

მე ხმა მივეცი XP-ს, თუმცა ვერც მე ვხვდები რატომ ვისტა და არა რომელიმე სხვა ოპერაციული სისტემა. ვისტა თავისი გამოყენების მასშტაბით ამ დროისთვის ალბათ ისევე ჩაბარდა ისტორიას, როგორც windows 2000.

პოსტის ავტორი: AGAPO Apr 16 2010, 08:20 AM

compinfos ადრინდელ სტატიებში ნახსენები იყო რომ ვისტა windowsის სირცხვილია
Giena
windows 7 kargi

compinfos ადრინდელ სტატიებში ნახსენები იყო რომ ვისტა windowsის სირცხვილია
Giena
windows 7 კარგი პაკეტი სამწუხაროდ ჩვენთან არ არსებობს და ამიტომ xp მირჩვენია

პოსტის ავტორი: Giena Apr 16 2010, 10:10 AM

AGAPO

ციტატა(AGAPO @ 16th April 2010 - 12:20 PM) *
windows 7 კარგი პაკეტი სამწუხაროდ ჩვენთან არ არსებობს და ამიტომ xp მირჩვენია

რას ქვია კარგი პაკეტი ჩვენთან არ არსებობს?

პოსტის ავტორი: maugli Apr 16 2010, 10:31 AM

ხმა XP ს მივეცი მარა რო ვაჭერდი ხელი ამიკანკალდა biggrin.gif 7 ჯობია ორივეს მარა ჩემი მიმდინარე სისტემა XP ია მარა გადავბარგდები ისევ 7ზე

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 16 2010, 11:50 AM

AGAPO
ჩვენთან "არსებობს", (უფრო ზუსტად ტორენტ ქსელებში და შესაბამისად ყველგან, ხოლო თუ მოინდომე პირდაპირ Microsoft-დანაც გადმოიწერ wink.gif ) ორიგინალი Windows 7-ის იმიჯები როგორც 32 ისე 64 ბიტიანები, როგორც Windows Vista-სი და XP-სი.
პაკეტში თუ Edition-ს გულისხმობ, საკმარისია ორიგინალ ISO იმიჯში ერთი პატარა ფაილის ei.cfg-ს წაშლა (sources ფოლდერშია) და უკვე ინსტალაციის დროს ირჩევ რომელი დააყენო: Starter-დან Ultimate-მდე

ხოლო პაკეტში "ნავაროჩენ" არაორიგინალ ვერსიას თუ გულისხმობ, მარტივად რომ ვთქვათ ყველა ნაგავია XP-დან Seven-ამდე Vista-ს ჩათვლით smile.gif

ჰოდა, Vista-ს ყველანაირ ვარიანტში Seven-ი რომ სჯობს იმედია ეგ არაა არანაირი დისკუსიის საკითხი wink.gif

პოსტის ავტორი: maugli Apr 16 2010, 04:05 PM

ციტატა
Vista-ს ყველანაირ ვარიანტში Seven-ი რომ სჯობს იმედია ეგ არაა არანაირი დისკუსიის საკითხი

თავისთავად, თვითონ მაიკროსოფტმა გამოაცხადა ვისტამ ვერ გაამართალო და...

პოსტის ავტორი: AGAPO Apr 17 2010, 06:18 AM

შემჭამა ერთმა ვისტა ძლიერიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 17 2010, 06:38 AM

ციტატა(AGAPO @ Apr 17 2010, 09:18 AM) *
შემჭამა ერთმა ვისტა ძლიერიაო biggrin.gif

Seven-ზეო?
რატომო ერთი ჩვენც გაგვანდე
XP-ზე თუ თქვა, მართალია, მითუმეტეს თანამედროვე კომპზე, მაგრამ რაც Seven გამოვიდა, Vista არარავის გახსენებია

პოსტის ავტორი: AGAPO Apr 17 2010, 06:46 AM

xp
vistaს ბევრად სჯობია ვისტა ჩემთვის ცარიელი თემაა მარტო
windows 7 ლიცენზირებული ვერსია საქართველოში რო მარტო რამოდენიმე ადამიანს ააქვს ეგ ნაღდია

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 17 2010, 07:16 AM

AGAPO
რას უზახი ლიცენზირებულს? ანუ ოფიციალურად ნაყიდს?
ერთ ჩემს მეგობარს 2 აქვს მასეთი მაგალითად, და ყველას თითქმის ვინც ახალ ლეპტოპს ყიდულობს ლიცენზირებული აქვს, ისე, UGT-ში იყიდება ორიგინალი დისკები და იქაც ყიდულობს ხალხი და საკმაოდ ბევრიც რომ იცოდე, ძირითადად ორგანიზაციები, თუმცა მათ შორის Home იუზერებიც, საიდან მოიტანე რომ რამდენიმეს აქვს?
ხოლო ორიგინალი იმიჯები კიდევ უფრო ბევრს აქვს "მოტეხილი" რომლებსაც ან "მოტეხილივე" სერიული ნომრებით ან კრეკებითაა გააქტიურებული (თუმცა არის ხერხი, რომლითაც ორიგინალი Seven-ის გამოყენება ყოველგვარი მოპარული სერიალისა და კრეკის გარეშე შეიძლება გამოიყენო 180 დღის ვადით ოფიციალურად ყველა უპირატესობით რაც Genuine ვერსიას აქვს)

დავუბრუნდეთ XP/Vista-ს

ციტატა
xp
vistaს ბევრად სჯობია ვისტა ჩემთვის ცარიელი თემაა მარტო

ბოდიში მაგრამ შენთვის თუა ცარიელი თემა ე არ ნიშნავს, რომ რეალურადაც მასეა
თუკი დეტალური და კომპეტენტური ტესტები გაინტერესებს რეალურ სისტემაზე ნახე http://compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=82 (კომენტებიც გადაათვალიერე)

პოსტის ავტორი: AGAPO Apr 17 2010, 08:24 AM

ბევრ ტესტში xp გაიმარჯვა
ვინდოწს 7 ვისტას ჯობია
მაგრამ ჩემი xp მირჩევნია სანამ 7-ის ორიგინალ დისკს არ მომიტანენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: maugli Apr 17 2010, 09:32 AM

ციტატა
windows 7 ლიცენზირებული ვერსია საქართველოში რო მარტო რამოდენიმე ადამიანს ააქვს ეგ ნაღდია

რაც ეს დიდებული სისტემა არსებობს ბევრჯერ დავაყენე სხვადასხვა კომპებზე და აბსულიტურად ყველაზე გავააქტიურე ოფიციალურათ და მშვენივრათ მუშაობს, ვინ გითხრა რო რამდენიმეს აქვს, ჩამოტვირთე ტორნტი და გააქტიურე არაა პრობლემა wink.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 17 2010, 11:03 AM

AGAPO
დაელოდე შენ აბა დისკს smile.gif ჩვენ კი მანამდე ჩვენი იმიჯებით ვისარგებლებთ

XP/Vista-ს რაც შეხება, როგორც ჩანს მხოლოდ ციფრებისთვის შეგიხედავს, რომლებიც კაცმა რომ თქვას ბევრს არ ნიშნავს მცირე სხვაობის გამო, წაგეკითხა დასკვნა

ციტატა
რაც შეეხება ტესტირებას, ალბათ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მითები Windows XP-ს ან Windows 7-ის ზესისწრაფის და Vista-ს მაჩანჩალობის შესახებ, მხოლოდ სისულელე და „ყურით მოთრეული“ ფრაზებია და მეტი არაფერი. ცხადია, ოპერაციული სისტემების წარმადობაში სხვაობა არის, მაგრამ არა რადიკალური. უბრალოდ, ერთი რამ ცხადი გახდა - გჭირდებათ ახალი ტექნოლოგიები და ახალი ტექნოლოგიების მხარდამჭერი და მათზე ოპტიმიზირებული პროგრამები (Adobe Photoshop, DirectX 10…)? ასეთ დროს თქვენი არჩევანი სჯობს ახალ სისტემებზე შეაჩეროთ.

სუსტია თქვენი კომპიუტერი, მაგრამ მაინც ახალი ტექნოლოგიები გწყურიათ? ნუ დააყენებთ მაინცდამაინც Windows Vista-სა და Windows 7-ის Ultimate ვერსიებს. ამ ოპ. სისტემების კიდევ რამდენიმე არსებობს, სპეციალურად სხვადასხვა სეგმენტისთვის. ჯამში, Windows Vista-ს 6 ვერსია არსებობს: Starter, Home Basic, Home Premium, Business, Enterprise და Ultimate. ბევრი მომხმარებლისთვის Home Basic და Home Premium ვერსიები სრულიად საკმარისია და შედარებით უკეთ მუშაობს სუსტ კომპიუტერებზე.


ახალ ტექნოლოგიებთან ერთად იღებ უფრო დაცულ და სტაბილურ სისტემას (ოვერკლოკერები დამეთანხმებიან, რომ Extreme ოვერქლოქინგის პირობებში მუშაობისას იგივე Vista-ს ბირთვი ბევრად უფრო "გამძლეა" ვიდრე XP-სი, ჰოდა "ჩვეულებრივ" პირობებში რა იქნება?

გაზრდილია HAL და სისტემა ბევრ მოწყობილობას ცნობს და აინსტალებს თავისით, ასე, რომ დრაივერების ძებნა არ გჭირდება ისე ხშირად
DX10-ის და სხვა პროგრამულ-აპარატურული სიახლეებით, რომლებიც Vista-შია რეალიზებული (თამაშებში უფრო რეალისტურ გრაფიკას რომ შევეშვათ) საშუალება გეძლევა გამოიყენო ვიდეოადაპტერის სიმძლავრეები სხვადასხვა მიზნებისთვის, და ხშირად GPU გამოთვლები ათჯერ და მეტად სწრაფია CPU-საზე.
უფრო კომფორტული სამუშაო გარემო Aero გარსის საშუალებით ამას დამატებული უამრავი წვრილმანი რამ, რაც XP-ს Windows Explorer-ში არაა
RAM-ის გაუმჯობესებული მოხმარება და page File-ს გათიშვისას უპრობლემობა
მოკლედ კიდევ რაღა გინდა...
პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება რესურების მეტი მოხმარება იყო (დრაივერები და პროგრამული თავსებადობა რამდენიმე თვეში მოგვარდა), თუმცა მალევე კომპიუტერული ტექნიკაც გაიაფდა და Dual core-ზე ნაკლბ პროცესორს, 2GB-ზე ნაკლებ რამს და Nvidia-ს მე-8/ATI-ს HD სერიაზე ნაკლებ ვიდეოს აღარავინ ყიდულობდა ფაქტიურად, ხოდა რატომ უნდა გამოგვეყენებინათ XP?
მე ახლაც ვიყენე XP SP3-ს (არ ვარგათქო არ ვიძახი XP-ზე...) მაგრამ ძველი თამაშების ასამუშავებლად biggrin.gif (Fallout 1/2, Scarface, DX10-is mxardaWera romelsac ar aqvs, SEVEN ratom davgruzo tyuilad?)

ხოლო Seven-ში ყველაფერი ბევრად უკეთაა და უფრო კომფორტულად ვიდრე Vista-ში
წავიდა XP-ს დრო, 2001 წელს გამოსული OS-ია ბოლო-ბოლო, 10 წელი გავიდა თითქმის და ფაქტიურად რელიქვიაა რა, თუმცა ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის უნარის მქონე.. 10 წელი კომპ სამყაროში საუკუნეს უდრის "ჩვეულებრივ" ცხოვრებაში smile.gif



პოსტის ავტორი: George Gzirishvili Jul 15 2010, 02:19 AM

ხმა ვისტას მივეცი, რადგან 7 მასზეა დაფუძნებული, მაგრამ ვაღიარებ, რომ მაიკროდოფტს ერჩივნა არ ეჩქარა და ვისტა ერ გამოეშვა, პირდაპირ 7 გამოეშვა მოგვიანებით და ის სისუსტეებიც ბოლომდე აღმოეფხვრა, რავი თუ გუნდა ვისტა დაერქვათ დღევანდელი 7-ისთვის, მთავარი შედეგია. მაგრამ ვიმეორებ ვისტამ გარდატეხა მოახდინა Win-ების ისტორიაში!

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 15 2010, 01:23 PM

George Gzirishvili
7 რომ ასეთი კარგი გამოვიდა არის მეტწილად ვისტას დამსახურება smile.gif

დრაივერების ახალი პლატფორმა პრაქტიკულად ვისტაზე მომზადდა მთლიანად, ახალი, ძალიან სტაბილური ბირთვიც ვისტას ბაზაზეა დამზადებული.

პოსტის ავტორი: George Gzirishvili Jul 23 2010, 04:01 AM

ციტატა(Power_VANO @ Jul 15 2010, 01:23 PM) *
George Gzirishvili
7 რომ ასეთი კარგი გამოვიდა არის მეტწილად ვისტას დამსახურება smile.gif

დრაივერების ახალი პლატფორმა პრაქტიკულად ვისტაზე მომზადდა მთლიანად, ახალი, ძალიან სტაბილური ბირთვიც ვისტას ბაზაზეა დამზადებული.

მეც ეგ არ დავწერე? ვისტა და 7 ძმაკაცები არიან, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ვისტას ვერსიაა: NT 6.0, შვიდისა კი - NT 6.1, ექსფისა საერთოდ NT 5-ია. ასე რომ ვისტა და 7 WinNT-ს თითქმის ერთი და იგივე ვერსიებია, უბრალოდ 7-ში პროდუქტის ვერსიის ე. წ. მინორი (მეორე თანრიგი: 6.1.7600) ერთით მეტია ვიდრე ვისტაში, ეს ნიშნავს, რომ დიდი ცვლილებები არ გახორციელებულა და მასზეა დაფუძნებული. რაც შეეხება პლატფორმის ცვლილებას ეს მაიქროსოფთის სარისკო წინ გადადგმული ნაბჯია (სარისკო იმიტომ რომ თავსებადობის პრობლემა გაუჩნდა ზოგიერთ პროგრამას). დღესდღეობით კი ვისტას პლატფორმამ ვინ7-ის საშუალებით შესძლო და აიძულა სოფტი რომ მისთვის შეექმნა პროდუქცია. ასე რომ გეთანხმები, რომ მეტწილად ვისტაა მონაწილე 7-ის სიკარგეში, მაგრამ ხალხმა ვისტას ზურგი იმიტომ შეაქცია, რომ დიდ მონაცემებს ითხოვდა და დიდი ვერაფერი იყო გაუმჯობესება მოხერხებულობის მხრივ, თანაც ეს თავსებადობა... ამიტომ დაიწყო ფიქრი MS-მა Seven-ზე, თორემ ბილ გეიტსი თავისი ვისტათი ძალიან კმაყოფილი იყო, კმყოფილი ხალხი არ იყო. ამიტომ მივეცი ხმა ვისტას, მხოლოდ და მხოლოდ მისი იდეის გამო (ვგულისხმობ ზემოთ აღმიშნულ წინ გადადგმულ ნაბიჯს). ჩემი აზრით ვისტა მხოლოდ იდეა უნდა ყოფილიყო და როდესაც 7 გამოვიდოდა ხალხი არ იფიქრებდა: "ესეც ვისტასავით ბანძი იქნებაო" (ზოგი დღემდე ასე ფიქრობს).

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 30 2011, 08:59 PM

თვითონვე მსჯელობ სწორად და მაინც იძახი პირადპირ Seven გამოეშვათო (ნუ ისეთი OS როგორც Win7-ია)
ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, წარმოიდგინე, სევენი 2006-ში რომ გამოეშვათ: მიუხედევად სისტემის უამრავი პლიუსისა, იქნებოდა ყველა ის პრობლემა რაც Vista-ს ჰქონდა: დიდი რესურსები (იმ დროისთვის) პროგამების და დრაივერების შეუთავსებლობა და ა.შ
Vista-ზე დაკვირვებით MS-მა გააკეთა ოპტიმიზაცია რისიც სჭირდებოდა ბირთვში, ასევე გრაფიკულ გარსში, ამასობაში დრაივერების პრობლემა აღმოიფხვრა და ბევრად კომფორტული გახდა ახალი სისტემის ინსტალაცია, პროგრამების შეუთავსებლობისმოსაგვარებლად XP Mode და შემოიღეს და დახვეწეს Compatibility Mode, ამასობაში 2გბ RAM ფაქტიურად მინიმალური სტანდარტი გახდა (ისე, როგორც 10 წლის წინ იყო 128მბ smile.gif )
თუმცა ასეთი ოპტიმიზირებული სისტემაც რომ გმოეშვათ, მაინც იქნებოდა გარკვეული პრობლემები, საჭირო იყო ხალხის მიჩვევა smile.gif

ბევრი ახლაც ვერ გადაჩვეულა და საკმაოდ ძლიერ კომპებზე XP-ს აყენებს მაინც - არა იმიტომ რომ სჭირდება ზუსტად XP, არამედ მიუჩვევლობის გამო
არადა Seven ბევრა უფრო მოხერხებულია, კომფორტული, ლამაზი, სტაბილური და ვირუსებისგანაც დაცული

პოსტის ავტორი: George Gzirishvili Aug 4 2011, 12:14 AM

ციტატა(gi0_kiborg @ Mar 30 2011, 08:59 PM) *
თვითონვე მსჯელობ სწორად და მაინც იძახი პირადპირ Seven გამოეშვათო (ნუ ისეთი OS როგორც Win7-ია)
ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, წარმოიდგინე, სევენი 2006-ში რომ გამოეშვათ: მიუხედევად სისტემის უამრავი პლიუსისა, იქნებოდა ყველა ის პრობლემა რაც Vista-ს ჰქონდა: დიდი რესურსები (იმ დროისთვის) პროგამების და დრაივერების შეუთავსებლობა და ა.შ

2006-ში რატომ? რაც 5 წელი ახალი არაფერი გამოუშვიათ (XP-ის Service Pack-ების გარდა), ცოტა ხანიც მოეცადათ, ვისტამ ვერც მომხმარებელი შეუნარჩუნა ვინდოზას და ვერც ბევრი ფული ამოიღო, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ PC-ის ჰარდი წაწია წინ. მაგრამ იმ 5 წელში M$-ს შეეძლო უფრო უკეთესი სისტემა შეექმნა, უფრო ოპტიმიზებული და სწრაფი (256მბ-ც კი ქაჩავს ვინ7-ს), ჰარდიც ნელ-ნელა დაეწეოდა და მომხმარებელი უფრო მეტი გადავიდოდა.
ჰო არ ვიცი M$-ის გათვლები იქ როგორი იყო, მაგ დროს ეფლი ლეოპარდ-ს უშვებდა და ვისტას გამოშვებაც ამიტომ გახდა აუცილებელი Mშ-სთვის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ვისტამ მაინც ვერ შეუნარჩუნა მომხმარებელი, საბაზრო წილი ნელ-ნელა მცირდებოდა, სწორედ ამიტომ გახდა იძულებული M$, სისტემა დაეხვეწა.
ჩვენ ყველამ ვიცით რომ M$ კორპორაციაა და მათი ერთადერთი მიზანი არა ტექნოლოგიური წინსვლა, არამედ რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებაა. მაგრამ 2011 წელს ყველაფერი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, მომხმარებელი ნელ-ნელა ხვდება, რომ ნაგავში ფული არ უნდა იხადოს, ვინდის საბაზრო წილი მცირდება, შედარებით უკეთესი სისტემის ხარჯზე, რომელსაც ვაშლუკა სთავაზობს მომხმარებელს. ბილიც ხვდება, რომ ასე მომხმარებელს დაკარგავს და იძულებულია მომხმარებლის ინტერესებზეც იზრუნოს, თორემ როცა ფაქრიურად მონოპოლია ჰქონდა ბაზარზე სულ ფეხებზე არ ეკიდა. ეფლმა მაგიტომ შექმნა ახალი სისტამა, რომლის კერნელი ბსდ-ზე დაფუძნდა, ახალი სისტემით კი კონკურენცია გაუწია ვინდს. ახლა M$ ხვდება იგივეს, ამიტომაც ხურავენ ვინდს და აპირებენ იგი singularity-ს მიკროკერნელის ბაზაზე შექმნილი სისტემა "Midori"-ით ჩაანაცვლონ (სისტემაზე მუშაობას ალბათ სადღაც 2015-16 წლისთვის მორჩებიან). მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს კომერციალიზებული კომპანიები ვერასდროს შექმნიან ისეთ ძლიერ სისტემას როგორიც Linux-ია, დრო მოვა და Open Source & Freedom ბოლოს მოუღებს ეპლის და M$-ის პირმშოებს, ეს გარდაუვალია! სადაც ჩნდება სულ მცირე კორპორატიული საიდუმლოებაც კი იქ ტექნოლოგია კუს ნაბიჯებით იწყებს წინსვლას.

ციტატა(gi0_kiborg @ Mar 30 2011, 08:59 PM) *
Vista-ზე დაკვირვებით MS-მა გააკეთა ოპტიმიზაცია რისიც სჭირდებოდა ბირთვში, ასევე გრაფიკულ გარსში, ამასობაში დრაივერების პრობლემა აღმოიფხვრა და ბევრად კომფორტული გახდა ახალი სისტემის ინსტალაცია, პროგრამების შეუთავსებლობისმოსაგვარებლად XP Mode და შემოიღეს და დახვეწეს Compatibility Mode, ამასობაში 2გბ RAM ფაქტიურად მინიმალური სტანდარტი გახდა

დაკვირვება ყოველთვის შეეძლოთ smile.gif და დრაივერების, სოფტის თავსებადობის პრობლემა გაცილებით მალე აღმოიფხვრებოდა 7-ზე, იმიტომ რომ მეტი მომხმარებელი გადავიდოდა, შესაბამისად მხარსაც მეტი კომპანია დაუჭერდა (რამდენიმე ცნობილი პროგი ვიცი სანამ 7 არ გამოვიდა მანამდე არ გამოუშვიათ ვისტას/7-თან თავსებადი ვერსია). სტატისტიკა: 4 წელიწადში ვისტა ვერ ასცილდა 17%-ს; 7-ს ახლა (მესამე წელში) 31% აქვს.
ასე რომ, ვისტამ ჰარდი რომ წინ წაწია კარგია მაგაში გეთანხმები. მაგრამ, მისტერ მაჩანჩალამ ცუდი ის ქნა რომ მს-ს დიდი დაღი დაასვა მს-ს (იუთუბზე უამრავი ვიდეოა ვისტაზე სახელად "Vista sucks" biggrin.gif ). ჩემი აზრით Mშ-ს საბაზრო წილზე ვისტა უფრო ცუდად აისახა ვიდრე კარგად, რადგან ვისტას სახელი რომ არ გაეტეხა მს-სთვის, 7-ს დღეს უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებოდა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად მინახავს ხალხი უცხოურ ფორუმებზე წერს, ბლოგებზე აკომენტარებს, იუტუბზეც: XP ყველას მირჩევნია (ანუ ძველი ჭირი ახალს მირჩევნიაო რა biggrin.gif ), არ ღირს 7-ზე გადასვლა და ა.შ..ასე რომ ვისტამ და 7-მა ვერ მოახერხეს ჩაენაცვლებინთ XP, ისე როგორც XP-მ ჩაანაცვლა 2000 და ME და ჩემი აზრით (რომლის საფუძველი უამრავი ფორუმელის და ბლოგერის პოსტია) ეს დიდწილად ვისტას ბრალია.

ციტატა(gi0_kiborg @ Mar 30 2011, 08:59 PM) *
ისე, როგორც 10 წლის წინ იყო 128მბ smile.gif

ისე, რომ იცოდე, გპი-ის რამოდენიმე ლაბორატორიაში დღესაც დგას კომპიუტერები 32 KB ოპერატიულით laugh.gif
გარეთ კი დაცვა აყენია რამე რომ არ მოიპარონph34r.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Bekward Aug 8 2011, 06:50 PM

George Gzirishvili

ციტატა
ისე, რომ იცოდე, გპი-ის რამოდენიმე ლაბორატორიაში დღესაც დგას კომპიუტერები 32 KB ოპერატიულით
გარეთ კი დაცვა აყენია რამე რომ არ მოიპარონ

მაგას რა ფასში გაყიდი იცი biggrin.gif 10 i7-იან კომპს იყიდი მაგ ფასში biggrin.gif

ეხლა პატარა თემიდან გადავუხვევ და მაპატიეთ (ან არ მაპატიოთ, თქვენ გადაწყვიტეთ) smile.gif

ციტატა
მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს კომერციალიზებული კომპანიები ვერასდროს შექმნიან ისეთ ძლიერ სისტემას როგორიც Linux-ია, დრო მოვა და Open Source & Freedom ბოლოს მოუღებს ეპლის და M$-ის პირმშოებს, ეს გარდაუვალია! სადაც ჩნდება სულ მცირე კორპორატიული საიდუმლოებაც კი იქ ტექნოლოგია კუს ნაბიჯებით იწყებს წინსვლას.

ამაში ვერ დაგეთანხმები, რატომ თვლით ლინუქსს ასეთ ძლიერ სისტემად? იმიტომ ყველაფრის საკუთარი ხელით ჩიჩქნა შეუძლია მომხმარებელს, სულაც არ მიზიდავს მომავალში სულ ლინუქსისნაირ სისტემაზე გადასვლა, რატომ უნდა იწვალოს მომხმარებელმა რაღაც ბრძანებების წერაზე როცა რამდენიმე ასეული მწვანე გადაიხადა რომ კომფორტი მიეღო, ანუ სულაც არ ვთვლი რომ ოპერაციული სისტემები უნდა იყოს უფასო(და ყველას საჩიჩქნი) რათქმაუნდა ვგულისხმობ ისეთ ოპერაციულ სისტემას, რომელსაც პლანეტის უმრავლესობა მოიხმარს, მსოფლიო სიმარტივისკენ მიიწევს და ლინუქსოიდები რატომ ართულებენ ყველაფერს არ მესმის, თუ უნდათ არსებობდეს კი ბატონო, მაგრამ არასწორად მიმაჩნია იგივე სკოლებში ლინუქსის მოხმარებას რომ ასწავლიან, ანუ ასწავლიან მუქთად ცხოვრებას და არა სოფტში ფულის გადახდას, მთავრობა ფულს ზოგავს იგივე ვინდოუსის ყიდვაზე თუ რა არის? მაიკროსოფტი უეჭველი დაგვიკლებს ბევრ ლიცენზიას თუ ვიყიდით tongue.gif ასე შორს ვერ გავფრინდებით, შეიძლება ვინმემ შექმნას ოპერაციული სისტემა, რომელსაც გამოიყენებს ყველა, მაგრამ სხვა სოფტის მწარმოებლები არ გადავლენ ენთუზიაზმზე მუშაობაზე.
მოკლედ მსოფლიო არასწორი გზით მიდის ჩემი აზრით, საქართველო უეჭველი, სხვა ქვეყნებზე თავს ვერ დავდებ.