ერთერთი ლეპტოპის წიგნში რეკომენდაციას იძლეოდნენ,რომ XP-ის შემთხვევაში აგვერჩია Compatibility.
რომელი რას ნიშნავს და რომელზე ჯობია,რომ დავტოვოთ კონტროლერი?
zaza.r
AHCI რეჟიმში SATA ინტერფეისზე შესაძლებელია ისეთი ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა Hot Swap, NCQ და ა.შ.
ანუ SATA ამ შემთხვევაში სრული დატვირთვით მუშაობს.
Compatibility რეჯიმში ხდება Parallel ATA სტანდარტის სიმულაცია (გემახსოვრება ძველი, დიდი ფართო შლეიფები, ეგ სტანდარტია).
XP-ს სტანდარტულად AHCI დრაივერები არ მოყვება, ხელით უნდა მიაწოდო ინსტალაციისას ან საინსტალაციოში ჩააინტეგრირო. ამიტომაა რომ XP-ზე რეკომენდაციას იძლევიან გამოვიყენოთ Compatibility რეჟიმი. თუ დრაივერებს მიაწვდი, შეგიძლია AHCI რეჟიმიც გამოიყენო.
Power_VANO
კეთილი იყოს ჩემი ფეხი და პოსტი ამ ფორუმზე ვანო პმ ნახე რა კაცურად, სასწრაფო საქმე მაქვს, ან facebook-ზე შემოდი