თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ SE ანუ SonyEricsson _ კომპი ტელეფონს ვერ აღიქვამს

პოსტის ავტორი: domen Jul 20 2007, 03:15 PM

მე მაქვს W810i, რომელიც გუშინამდე კომპთან უპრობლემოდ მუშაობდა. გუშინ შევაერთე ჩემი ნათესავის K800, დავაწყებინე დრაივერის ინტერნეტით ძებნა და მალევე გამოვრთე. ანუ, K800-ის დრაივერი არ დაყენებულა(შესაბამისად, კომპმა ის ვერ აღიქვა), თუმცა ჩემი ტელეფონიც აღარ აღიქმება sad.gif შეერთებისას წერს "Unknouw Device"-ს და მეუბნება, ერთხელ კიდევ გამოაერთე-შეაერთე და თუ ისევ არ იმუშავა, შეღებე და გადააგდეო biggrin.gif

PC Suite სულ თავიდან დავაყენე უმცირეს დეტალებამდე, მაგრამ არ შველის sad.gif არც იმას ამბობს, ეს და ეს ვიპოვე და დრაივერს დავაყენებო..

რა ვუშველო?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 20 2007, 03:36 PM

domen
შემო სკაიპში, ჯერ არ წავსულვარ და აგიხსნი იქაც კარგად smile.gif

წაშალე PC Suite, შეაერთე შენი ტელეფონი, რომ დაგიწერს Unknown Device-ს, შენი დივაის მენეჯერში და მიეცი Update Driver, ნუ მიუთითე მაგისი დისკი დრაივერი საპოვნელად, თუ ვერ იპოვნა, ცადე Roll Back Driver. თუ მაგანაც არ უშველა, დრაივერი წაშალე საერთოდ, გამოაერთე მობილი და თავიდან შეაერთე და ცადე თავიდან ჩაწერა დრაივერისა.
თუ კიდევ არ ეშველა, მაშინ ეგ ანნოუნ დივაისი საერთოდ წაშალე Device Manager-იდან, გამოაერთე მობილი და შეაერთე თავიდან. თუ არ იცნო კომპმა საერთოდ, Device Manager-ი დაარიფრეშე, მერე თავიდან ჩაწერე დრაივერი, როცა იპოვნის.

ცადე აბა ესენი 5 თუ 6 ინსტრუქცია გამოვიდა სულ biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Jul 20 2007, 11:39 PM

Power_VANO
დიდი მადლობა, ვცდი მაგათ ყველას ხვალ-ზეგ, ახლა სახლში არ ვარ smile.gif თუმცა, აქაც(სადაც ახლა ვარ) იგივე პრობლემა აქვს K750-ს, ასე რომ, "პირველადი შედეგები" ხვალვე იქნება smile.gif იქამდე თუ იქნები აქ, დაგიკავშირდები.

პოსტის ავტორი: domen Jul 23 2007, 08:59 PM

მოკლედ, გადაწყვეტა იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა smile.gif

დღეს მოვედი სახლში. მეჩქარებოდა და აღარ დავიწყე ექსპერიმენტობანა, პირდაპირ შევაერთე USB ინფრაწითელი ადაპტერი(თუ როგორც ჰქვია), დავაკავშირე ტელეფონი და დავიწყე ფაილის ამორჩევა გადასაწერად. უცებ გამოჩნდა შეტყობინება ახალი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ და კომპმა გააკეთა ზუსტად იგივე, რაც პირველ დღეს - მიმდევრობით იპოვა და დააყენა w810-ის სხვადასხვა დრაივერი. მე ვიჯექი blink.gif სახით და ვუყურებდი biggrin.gif მერე შევაერთე ჩვეულებრივად და წაიღო!ასე რომ, მე და ჩემი ტელეფონი კმაყოფილები ვართ smile.gif

P.S. პირდაპირ ინფრაწითელით იმიტომ არ ვაკავშირებდი, რომ სიჩქარე კატასტროფულად დაბალია - სადღაც 20-30 კბ/წმ.