თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ თამაშები _ S.T.A.L.K.E.R. shadow of chernobyl

პოსტის ავტორი: shustrika Apr 20 2007, 10:09 AM

მაინტერესებს S.T.A.L.K.E.R. shadow of chernobyl- ი თუ გაქვთ ვინმეს და თქვენი აზრი მის შესახებ. ვინც არ იცით გეტყვით რომ ეს არის ახალი თამაში რომელიც გამოუშვა კომპანია THQ-მა 20 მარტს, აქვს უძლიერესი გრაფიკა და შესაბამისად ძაან დიდი მოთხოვნები.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 20 2007, 10:46 AM

shustrika
ftp4.avoe.ge აქ დევს wink.gif

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA Apr 21 2007, 08:36 AM

თამაში მაგარია - მომავალ ნომერში იქნება მისი განხილვა (გარანტიას გაძლევ).

პოსტის ავტორი: shustrika Apr 21 2007, 02:02 PM

ჩემი კომპი მაგ თამაშის ღორმუცელურ მოთხოვნებს ვერ გაწვდება, აი ახალ კომპს რო ავაწყობ მერე...smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 21 2007, 02:35 PM

RIPPER_RUNA

ციტატა
თამაში მაგარია - მომავალ ნომერში იქნება მისი განხილვა (გარანტიას გაძლევ).

რატომ, შენ დაწერ და მაგიტომ ხომ? biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA Apr 22 2007, 09:31 AM

Power_VANO
არ არის გამორიცხული wink.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 23 2007, 05:32 PM

RIPPER_RUNA

ციტატა
არ არის გამორიცხული

ოკეი, ველოდებით smile.gif

მე გადმოვწერე და დავიწყე, ჩემმა კომპმა მაქსიმუმზე იასნია ვერ გაქაჩა, მაგრამ რაზეც ქაჩავს მაინც ლამაზია smile.gif ეგრევე მასტერით დავიწყე, თავიდან კი გამიჭირდა, მაგრამ ეხლა დავამუღამე, გუშინ 6 კაცი შევიტყუე ერთ ოთახში და ბომბი მივუგდე biggrin.gif ისე BTW სანამ ვისწავლი, ავტომატის სროლის გადართვა როგორაა? smile.gif მინდა რომ ვთქვათ ერთ ჯერზე მთელი მჭიდი კი არ დააცალოს, არამედ თIთო ტყვია ისროლოს smile.gif

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA Apr 24 2007, 08:30 AM

Power_VANO
მაგაზე ადვილი რა არის - პირველ რიგში უნდა შეიხედო ოპციებში და ნახო რომლე ღილაკზე რა ბრძანება ზის და თუ მაინც ვერ მიაცნებ, გეტყვი, რომ 0 და 9-ით არის შესაძლებელი გადართვა.
----
გაითვალისწინეთ ყველამ - თამაში გააჩნია 7 ფინალი. აქედან 5 ყალბია - ერთი ნახევრად ნაღდი და მხოლოდ ერთია რეალური. მე პირადად მეორეჯე მომიწია გავლა, რომ რეალური ფინალისათვის მიმეგნო, ასე, რომ გაითვალისწინეთ, თუ ჩაიმარხეთ - გაქვავდით - დაბრმავდით და ასე შემდეგ, ან სარკოფაგში გამოგამწყვდიეს, ესეიგი ყალბი ფინალი გინახავთ.

პოსტის ავტორი: Sh@ko Apr 24 2007, 08:46 AM

ფინალების სისტემა მომეწონა (მერე რა რომ თამაშის დაყენება ვერ გავბედე, ინტერნეტში "ლივლივებს" უკვე ფინალის 7 ვარიანტი smile.gif)!!!
მე ყალბ ფინალს კი არა, ადამიანის ხასიათს მორგებულ ფინალებს დავარქმევდი... ვინც ფულების მონაა, ის ჭანჭიკებში ჩაიმარხება, ვინც პესიმისტია - მარტოდ-მარტოდ-მარტო დარჩება უკუნ სიბნელეში, ვინც უკვდავებას მიელტვის კიდეც გადაიქცევა უჟანგავ ფოლადის ქანდაკებად... მხოლოდ ჭეშმარიტი ადამიანი იხილავს სამოთხედ ქცეულ ჩერნობილს! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 24 2007, 10:28 AM

RIPPER_RUNA

ციტატა
მაგაზე ადვილი რა არის - პირველ რიგში უნდა შეიხედო ოპციებში და ნახო რომლე ღილაკზე რა ბრძანება ზის და თუ მაინც ვერ მიაცნებ, გეტყვი, რომ 0 და 9-ით არის შესაძლებელი გადართვა.
----
გაითვალისწინეთ ყველამ - თამაში გააჩნია 7 ფინალი. აქედან 5 ყალბია - ერთი ნახევრად ნაღდი და მხოლოდ ერთია რეალური. მე პირადად მეორეჯე მომიწია გავლა, რომ რეალური ფინალისათვის მიმეგნო, ასე, რომ გაითვალისწინეთ, თუ ჩაიმარხეთ - გაქვავდით - დაბრმავდით და ასე შემდეგ, ან სარკოფაგში გამოგამწყვდიეს, ესეიგი ყალბი ფინალი გინახავთ.

tnx smile.gif

რეალური ფინალი ისაა ტელეპორტებით რომ გადადიხარ დოქტორის აჩრდილის შემდეგ?

პოსტის ავტორი: Sh@ko Apr 24 2007, 11:27 AM

ეგ არ მინახია... სულ შვიდი ვარიანტი იყო: "გაზაფხული ჩერნობილში" (ჩემი სათაური smile.gif ), "არაფრის დანახვა არ მინდა", "უკვდავი მინდა ვიყო", "მდიდარი მინდა ვიყო", "კაცობრიობა გამოუსწორებელია, უნდა გადანგურდეს", "მსოფლიოს მმართველობა მინდა", "მომავალი კლონი" (?).

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA Apr 25 2007, 03:59 PM

Power_VANO
ნამდვილად - ტელეპორტირდები - გადახოცავ კიდევ ერტი 80 კაცამდე და მორჩა - Finita la komedia

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 25 2007, 07:34 PM

RIPPER_RUNA

ციტატა
ნამდვილად - ტელეპორტირდები - გადახოცავ კიდევ ერტი 80 კაცამდე და მორჩა - Finita la komedia

აჰაა, გუუუდ smile.gif ჯერ მაქამდე ბევრი მიკლია, მართალია მაგრამ ნელნელა მივიწევ წინ.

დღეს ისეთI მაგარი რაღაც გავაკეთე როოომ... პირისპირ შევეჩეხე ერთ ბანდიტს, ორივეს ვინჩესტერები გვეჭირა, ორივე ამაცდინა იმან, მხოლოდ ცოტა გამკაწრა... მე ერთი გავარტყი მუცელში და გადატენვას ვეღარ მოვუცადე, არ დამასწროს მეთქი, ვიშიშვლე დანა და გამოვჭერი ყელი biggrin.gif მერე კაი ხანი ვუყურებდი გვამს და ვტკბებოდი ჩემი ნამოქმედარით... კარგი თამაშია მოკლედ, ძალიან მომეწონა მე პირადად.

პოსტის ავტორი: domen Apr 26 2007, 09:44 AM

ციტატა
მერე კაი ხანი ვუყურებდი გვამს და ვტკბებოდი ჩემი ნამოქმედარით...

blink.gif

მერე იტყვიან, რა აგრესია წამოვიდა ამ თაობაშიო...

პოსტის ავტორი: Sh@ko Apr 26 2007, 09:55 AM

მე კი პირიქით ვფიქრობ... თუ ამ აგრესიას თამაშში დახარჯავენ, ნაკლები შანსია მკვლელ-მანიაკად გარდაიქმნან! tongue.gif
თან თამაშები რეალისტური ხდება, მკვლელ-ადამიანს აღარ დააინტერესებს რეალური ადამიანის მოკვლა. რაში სჭირდება?! მოკალი რეალისტური ვირტუალური ადამიანი და ამით რესპექტ პლიუსი. smile.gif აბა, რეალური ადამიანის მოკვლა სუფთა შარია... ჯერ შეიძლება თვითონ მსხვრპლმაც: რათა მკლავ, რათა, რათა, რათაა-ა-ო?!და შეიძლება შენს HP-ს დიდი ზიანიც მიაყენოს... მერე პატრული, სასამართლოები... ჩიტ-კოდებიც უმოქმედოა (ან არაა რეალიზებული ბოლომდე) ამ შემთხვევაში! tongue.gif
ასე, რომ ვირტუალურ ბაიტებს დაერხათ! smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 27 2007, 02:30 PM

ციტატა
მერე იტყვიან, რა აგრესია წამოვიდა ამ თაობაშიო...

biggrin.gif

დღეს უარესი ვქენი biggrin.gif კისერში ჩავარჭე დანა ზურგიდან biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Apr 27 2007, 04:21 PM

Power_VANO
ბრრ! ManHunt გამახსენდა..

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 27 2007, 07:35 PM

domen

ციტატა
ბრრ! ManHunt გამახსენდა..

აი ეგ თამაში არ მითამაშია, მაგრამ მგონი სადისტობები ჩითავს ხომ? smile.gif

S.T.A.L.K.E.R. Shader Mod

It's a 75KB download yet the Float32 modification for S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernoby has been released this morning, which beefs up the already impressive graphics in GSC Game World's first-person shooter.

This small mod adds full reflection vector calculations, better bump mapping, real specular effects! All this detail improvement costs nothing in framerate and you will get 20% better framerate than before if not more! Shadows are soft and no longer jagged and the overall graphical quality has been vastly improved.

Download - http://downloads.guru3d.com/download.php?det=1627

To get started!

1. If you have the gamedata files unpacked into the stalker directory, then you need to back them up in the case you need to remove these shaders.

2. Unpack the contents of this zip archive to the root directory for stalker! For example...

C:\program files\THQ\STALKER\....

The file structure within this zip file MUST be kept intact or it will not work, period.

3. You may need to change your FSGAME.LTX file. the second line that says something about gamedata location, change the false there to true if they aren't both true. You'll understand once you see it.

პოსტის ავტორი: domen Apr 28 2007, 08:53 AM

ციტატა
აი ეგ თამაში არ მითამაშია, მაგრამ მგონი სადისტობები ჩითავს ხომ?

არც მე მითამაშია, ერთხელ მაქვს ნანახი smile.gif მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ იმ დროისთვის არსებული ყველა სადისტური "სიამოვნება" იყო თავმოყრილი. დაწყებული ხერხემლის ჩამსხვრევიდან დამთავრებული უზარმაზარი მაგნიტის გამოყენებით კაცისთვის თავში მაცივრის ჩარტყმით(!) + ამ ყველაფერს არც ისე ცუდი გრაფიკაც მეტ "მომხიბვლელობას" სძენდა..

ციტატა
მერე იტყვიან, რა აგრესია წამოვიდა ამ თაობაშიო...


იმ მშობლებს რა ვუთხრა, ბავშვს კომპს რომ უყიდიან, ინტერნეტს ჩაურთავენ და დამშვიდებული სინდისით ფიქრობენ, "მალე ახალი ბილ გეიტსი მოევლინება სამყაროსო" ..

პოსტის ავტორი: რჩეულა Oct 25 2007, 08:48 PM

მე მაქვს და წაშლას ვუპირებ...

არც დამაინტერესა. მუღამშიც ვერ შევედი. რაღაცნაირი სტოპ-კადრ თამაშია...

მგრუზავს...

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 26 2007, 06:40 AM

მულტიპლეირი უფრო მევასა მე smile.gif

პოსტის ავტორი: რჩეულა Nov 10 2007, 07:19 PM

Power_VANO
რაფერ მულტიპლეერი?

პოსტის ავტორი: Kakha55555 Jan 4 2011, 04:43 PM

S.T.A.L.K.E.R. - Shadow Of Chernobyl -ის ( მოდიფიკაცია) მოდი, S.T.A.L.K.E.R. - Zone Of Auto 2007

ამ მოდ-ში შეგიძლია, ნივის, ვილისის და ძველებური წითელი ზაპაროჟეცი-ს ტარება.
შინაარსი ისეთივე აქვს, როგორც ჩერნობილის აჩრდილს, თუმცა ბევრი რამ შეცვლილია:
1. გაუმჯობესებულია იარაღის ვიზუალური სტილი. (ხედები)

2. გაუმჯობესებულია ხმოვანი ფაილები.

3. შეცვლილია ყველაფრის ფასები.

4. ცოტათი შეცვლილია ძალის მაჩვენებლის ინდიკატორი, გაზრდილია სტალკერის ამტანობა და შემცირებულია ძალის აღდგენის დრო.

5. ყველანაირ ანომალიაში მოხვედრა, იწვევს სიკვდილს.

6. შეცვლილია ვაჭრებთან, ინვერტარის ასორტიმენტი.

7. AK 74 У და MP 5 შეგიძლია დააყენო, პირველ ,,სლოტში" ( პისტოლეტი მაგივრად ).

8. შეცვლილია დავალების შესრულებისას, საზღაური.

9. იარაღებს მომატებული აქვთ დაზიანების ეფქტი.

10. დამატებული არტეფაქტები, რომლებიც არ ანათებს.

11. გაუმჯობესებული და შეცვლილია ინვერტარის ვიზუალური სტილი.

12. დამატებული სკაფანდრი ,,ეგზოსკილეტი'' 2 -ჯერ ( 100 % -ით) დამცავი თვისებებით და შეგიძლია 120 კგ -ს წაღება.

13.დამატებული სკაფანდრი ,,ტრაქტორი'' შეგიძლია 250 კგ -ს წაღება, მაგრამ შემცირებული აქვს დამცავი თვისებები.

14.შემცირებულია იარაღებზე სამიზნის ზომა.

15.მოწინააღმდეგეზე ტყვიის მორტყმისას ჩანს მეტი სისხლი.

16.თუ არჩეული გაქვს, სატარებლად ნაკლებად მოსახერხებელი იარაღი, სამიზნე უფრო მეტად ქანაობს და უფრო ძნელია დამიზნება.

17.შეგიძლია ყველა მონსტრის, მოაჭრა სხეულის ნაწილები და მიყიდო ვაჭრებს.

18. შემცირებული დანით დაზიანების ეფექტი, მაგრამ გაზრდილია დანის მოქნევის სიშორე.

19.გაზრდილია მონსტრების აგრესიულობა და ძალა.

20.გაზრდილია ალკოჰოლის მოქმედების დრო.

21.შეცვლილია ტყვიის ყუთების, ვიზუალური სტილი.

22.შეგიძლია მანქანების დაქოქვა და ტარება. ( მხოლოდ Кордон, Агропром და Свалка -ში.)

23.გაუმჯობესებულია მთლიანად გრაფიკა და ტექსტურები ( ზოგიერთი რამ საერთოდ შეცვლილია).

24.შეცვლილია არტეფაქტების წონა.

25.შეცვლილია ასევე ინვერტარის წონაც.

26.შემცირებულია იარაღის უკუცემა.

27.მთლიანად გასწორებულია ბაგები ( შეცდომები ) იარაღის დასახელებებში.

28.შეცვლილია შიფტები იარაღის, ინვერტარის დასახელების.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: smart22 Jan 7 2011, 06:53 PM

ეგ როგორ დავაყენო? საიდან გადმოვწერო? თუ შეგიძლია ლინკები დადე რა, ჯერ თამაში უნდა ჩავწერო და მერე მოდი ჰო? და რომელი ვერსია უნდა ჩავწერო თამაშის?

პოსტის ავტორი: Kakha55555 Jan 9 2011, 05:17 PM

ციტატა(smart22 @ Jan 7 2011, 10:53 PM) *
ეგ როგორ დავაყენო? საიდან გადმოვწერო? თუ შეგიძლია ლინკები დადე რა, ჯერ თამაში უნდა ჩავწერო და მერე მოდი ჰო? და რომელი ვერსია უნდა ჩავწერო თამაშის?




ეს არის მოდი და არა პატჩი, ზომით დიდია ( საინსტალაციო დაახლოებით 2,6 GB ), სამაგიეროდ თვითონ S.T.A.L.K.E.R. shadow of chernobyl -ს დაყენება არ გჭირდება.
( მე თვითონ NewFiles.ge დან გადმოვწერე და ახლა ის ლინკი მკვდარია) ამიტომ S.T.A.L.K.E.R. - Zone Of Auto 2007 ასე ნახე გუგლში.


ციტატა(smart22 @ Jan 7 2011, 10:53 PM) *
ეგ როგორ დავაყენო? საიდან გადმოვწერო? თუ შეგიძლია ლინკები დადე რა, ჯერ თამაში უნდა ჩავწერო და მერე მოდი ჰო? და რომელი ვერსია უნდა ჩავწერო თამაშის?




ეს არის მოდი და არა პატჩი, ამიტომ ზომით დიდია ( საინსტალაციო დაახლოებით 2,6 GB ), სამაგიეროდ თვითონ S.T.A.L.K.E.R. shadow of chernobyl -ს დაყენება არ გჭირდება.
( მე თვითონ NewFiles.ge დან გადმოვწერე და ახლა ის ლინკი მკვდარია) ამიტომ S.T.A.L.K.E.R. - Zone Of Auto 2007 ასე ნახე გუგლში.