თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ _ კომპინფოს ტვიტერი

პოსტის ავტორი: domen Oct 24 2009, 05:46 PM

მოკლედ, ვტესტავთ კომპინფოს ტვიტერს. შეგიძლიათ გვიხილოთ და გვიკითხოთ http://twitter.com/compinfo. smile.gif

ვინც არ იცის, ტვიტერი რაა: ტვიტერი გახლავთ მიკრობლოგინგის სერვისი, რომელშიც გაწევრიანებულია ლამის მთელი მსოფლიო :-) მისი საშუალებით მობილური ტელეფონიდან და კომპიდან შეგიძლიათ სამყაროს უთხრათ 140 სიმბოლომდე ტექსტით, რას აკეთებთ იმ მომენტში. მეტი ინფორმაცია იხილეთ http://en.wikipedia.org/wiki/Twitter.

რაც შეეხება კომპინფოს ტვიტერს, იდეა შემდეგია: რადგანაც ადმინისტრაციას თავისუფალი დრო შეზღუდული გვაქვს, ამიტომ დღეში ერთ სიახლეზე მეტის დაწერას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, არადა სამყაროში დღეში ერთ სიახლეზე მეტი ხდება ნამდვილად :-) ამიტომ ყველაფერ იმას, რაზეც ვერ დავწერეთ, ტვიტერზე გამოვკიდებთ ხოლმე შესაბამისი ბმულებით.

ჯერჯერობით მოსინჯვის ეტაპზე ვართ, შეიძლება სულაც დავანებოთ თავი ამ ამბავს.

ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები :-)

პოსტის ავტორი: gearge Oct 25 2009, 08:55 AM

მშვენიერი!

ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი ჩიტუნიას იკონა (ბანერი) დააგდეთ მთავარ გვერდზე, სასურველია ჰედერის რეგიონში! არც არის აუცილებელი გააქართულოთ.

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 25 2009, 09:43 AM

domen
დომენ, ჩვენი ტვიტერის იუზერი და პაროლი გამახსენე რა PM-ში biggrin.gif ვეღარ ვპოულობ სკაიპის ჩეთ ლოგში biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bekward Oct 25 2009, 06:10 PM

ეგ კი არადა მობილურზეც თუა გათვლილი ქართულ ტექსტებს ერიდეთ მგონი აჯობებს, ყველა მობილი ვერ კითხულობს ქართულს (ერთ დროს ვერც მე ვკითხულობდი biggrin.gif )

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Oct 30 2009, 01:23 PM

შემოგიერთდით მეც wink.gif

პოსტის ავტორი: სოსო Dec 14 2009, 08:25 PM

გილოცავთ დაბრუნებას smile.gif