მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> ულიმიტო და უფასო ჰოსტინგი, ქართული ინტერნეტის განსავითარებლად?!
domen
პოსტი Apr 5 2008, 10:44 AM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ორი დღის წინ ვდგავართ რესურს-ცენტრთან მაღლივში, ველოდებით ლექციის დამთავრებას, რომ შევიდეთ. ამოვწურეთ ყველანაირი სასაუბრო რესურსი და უბრალოდ წინ და უკან დავდივარ ცენტრის კართან და ვათვალიერებ კედლებს...

და უცებ მომხვდა თვალში:

(IMG:http://img171.imageshack.us/img171/4826/dsc00615vs8.th.jpg)

ვეცი იმწუთში და ერთი სამჯერ მაინც წავიკითხე, მეთქი თვალები მატყუებს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ქვემოთ მოსახევი მისამართი აქვს, შეამჩნევდით, მოვხიე ერთ-ერთი და სახლში მოსვლისთანავე გავხსენი.

იმდენად საზიზღარი დიზაინი დამხვდა, იმწუთში ვიფიქრე, რამე ბლეფია-მეთქი და ახალი მეილი დავარეგისტრირე, იქიდან დავრეგისტრირდი და დაველოდე პასუხს. პასუხი, როგორც მითითებული იყო, რამდენიმე საათში მოვიდა და ჩემი ანგარიშის მონაცემები, ანუ ფორუმული სახელი, FTP-ს მისამართი, სახელი და პაროლი მაცნობა:

ციტატა
გამარჯობა !

ეს არის
თქვენი
ინფორმაცია:
Forum username:
< -- >

Domain/Subdomain:
< -- >.unlimitedandfree.com

Host:
web233.opentransfer.com

FTP/FrontPage Login:
< -- >

FTP/FrontPage Password:
< -- >

Port: none (default)

გმადლობთ.

UnlimitedAndFree.Com
ადმინისტრაცია


პირადი მოსაზრებით, წერილი მშვენივრად ჩამოყალიბებულად მეჩვენა (რატომ, არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ).

როგორც ხედავთ, ბაზებთან წვდომის პარამეტრები არსადაა, ამიტომ გავაგზავნე კიდევ ერთი წერილი შესაბამისი კითხვით და პასუხად მომივიდა:

ციტატა
monacemta baza tu gsurT, unda mogvwerot Semdegi informacia:

*forumis saxeli (forum username): tester
*Name of database:
Database description:
*Username:
*Password:

*varskvlaviT aRniSnuli aucilebelia.

amis Semdeg Tqven miiRebt dawvrilebiT informacias, Tu rogor unda
SexvideT monacemTa bazis control panelSi


UnlimitedAndFree.Com
Administration


ალბათ გასაგებია, რომ მეილის და დამატებითი FTP მომხმარებლების პარამეტრებზეც ადმინისტრაციის "შეწუხება" :-)

მოკლედ, შევაჯამოთ:

პლიუსები:

გადასარევი იდეა - ქართული ინტერნეტის განვითარებაში ფულის ჩადება ცოტას არ ნიშნავს!
მშვენიერი მონაცემები - 1 GB სივრცე, შეუზღუდავი ტრაფიკი, ელ-ფოსტები, ვებ-საიტები, მონაცემთა ბაზები ..
კარგი სიჩქარე - დავტესტე და სერვერს მისაღები (ცოტა უკეთესიც კი) სიჩქარე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ჰოსტზეა.
სწრაფი საპორტი - ჯერჯერობით მეილებს ნახევარი დღის ვადაში პასუხობენ. ვნახოთ, რა მოხდება სრული დატვირთვის შემდეგ.

მინუსები:

საშინელი დიზაინი -ყველაფერ სხვას თავი დავანებოთ, 2008 წელია და საიტი Acadnusx-ში მხვდება! პირველი არხის ძველი საიტი გამახსენდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
არაავტომატიზირებული პროცესი - ყველაფერი ადმინისტრაციის გავლით ხდება. ერთი მხრივ, ეს ანელებს პროცესს, მეორე მხრივ კი საერთოდ შლის დაცვას. მაგალითად, მე სატესტოდ localhost-საც მშვენივრად ვიყენებ, ჩემს მუშა საიტს კი მანდ მხოლოდ იმის გამო არ განვათავსებ, რომ ადმინისტრაციამ ყველა ჩემი პაროლი იცის და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება არ გაუჭირდება.


მოკლედ, იდეა კარგია, ფულის ჩადება მთლად უკეთესი, მაგრამ ძალიან კარგი დამუშავება რომაა საჭირო, ფაქტია.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Apr 5 2008, 10:51 AM
პოსტი #2





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




domen
კარგია, მარა მართვის სისტემა რატომღაც არ მომწონს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , ამაზე არის ნათქვამი ზუსტად "თუ მადლს შვები, მარილიც მოაყარეო", მართალია საიტის განსათავსებლად არ გამოდგება, ასე რომ ჩემი აზრით ჯერ-ჯერობით ისევ myweb არის ყველაზე ნორმალური ქართUლ ვებ სირცეში (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Apr 5 2008, 11:56 AM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



რაღაც საეჭვოა .... ან და თუ ეგეთი პროექტია ამდენი ფული ჩადეს და საიტზე გოოგლის რეკლამა რათ უნდთ ???

მეორე მაგათი კომპანია არ არის დარეგისტრირებული ანუ შპს არ არის (შეიძლება ვცდები)

ან და com ზონაში დომაინი რათ უნდოდათ ერთი სიტყვით ვერაფრი გავიგე და პირდაპირ მობილურზე დავრეკე ზუმერი გადიოდა მარა არავინ იღებდა 1 სათის განმავლობაში ვრეკავდი ნუ შეიძლება დღეს შაბათია და ამ პონტში
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 02:50 AM