მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> Power_Vano ყინულის ერაში, იდეაში თხევადი აზოტი მაგრამ მაინც
სოსო
პოსტი Mar 15 2010, 12:56 AM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 181
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 8.503



მოკლედ Power_Vano-მ ახლახანს ჩაატარა სერიოზული სესია თხევადი აზოტით
და საქართველოს გუნდს უამრავი ქულა მოუტანა
პროცესორის ტემპერატურა მინუს 120-130-ის ფარგლებში

ციტატა
ტექსტი დაწერილია იმის გათვალისწინებით, რომ ამას წაიკითხავენ არა მარტო გამოცდილი წევრები, არამედ ახალბედა ოვერქლოქერებიც, რომლებსაც სურთ, ექსტრიმს ეზიარონ, შესაბამისად, ჩართული იქნება რჩევები და ინსტრუქციებიც

ორი კვირის მზადების შემდეგ, როგორც იქნა, შევაგროვე ჰარდი და დავიწყე მზადება ექსტრემალური სესიისთვის. "მუღამი" დიდი იყო, მით უფრო, რომ ექსტრიმ სესია კაი ხანია არ გვქონია. დიადი მიზანიც დასახულ იქნა - 100+ ქულა HWBot-ზე, პირად და გუნდის აქტივში.

ექსტრიმ სესია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 12 მარტის საღამოს წინასწარი სამზადისი, ინსულაცია და ა.შ., ხოლო 13 მარტს შუაღამისას და დღისით უკვე მთელი ექსტრიმი.
ამ ყველაფერს კი წინ უძღვოდა რამდენიმედღიანი მზადება წყლის გაგრილების სისტემით. საერთოდ, აუცილებელია, გაყინვამდე კარგად შეისწავლოთ სისტემა ჰაერის ან წყლის გაგრილების გამოყენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ თხევადი აზოტისა და მშრალი ყინულის გამოყენებით, დაკარგავთ უამრავ დროს, დახარჯავთ უამრავ აზოტსა და ყინულს ტყუილად და ვერც სასურველ შედეგებს მიიღებთ.

მოკლედ, დღევანდელ სესიაში მონაწილეობდა შემდეგი ჰარდი:

პროცი: Intel Core 2 Duo E8600
მობო: Asus Rampage Extreme
ოპერები: OCZ Platinum PC 12800 7-7-7 1.65V, Micron D9JNL, 2X1GB
ვიდეო: PNY Geforce GTX 280 (დიდი მადლობა davita-ს ვიდეოს გასაბენჩად თხოვებისთვის)
კვება: Enermax Revolution 85+ 1K watts
+ Dragon F1 ტუბი და 13-14 ლიტრი თხევადი აზოტი.

მაზერის ინსულაციისთვის გამოყენებულ იქნა მაღალი ხარისხის ხელსახოცები (ე.წ. სელპაკის სპილოები) და ტილო (დამწყებებისთვის: ინსულაცია კეთდება ისეთი მასალებისგან, რომლებიც სითბოს ცუდად ატარებენ და ტენს კარგად იწოვენ, ქაღალდიც და სპეც. ტილოც ასეთი მასალებია).

ასე გამოიყურება რამპეიჯ ექსტრიმი:

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02018.jpg)

ესაა საშლელი, რომელსაც ასევე ინსულაციისთვის გამოვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ თვითონ საშლელი სითბოს ძალიან ადვილად ატარებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, ჰაერი გამოდევნოს დედა დაფის კრიტიკული ნაწილებიდან. დამწყებებს: სადაც ჰაერი არაა, იქ ტენიც არაა. წყალი დედა დაფაზე ან სხვა ნაწილებზე ექსტრემალური გაგრილების გამოყენებისას ჰაერში არსებული ტენის კონდენსირებით ხდება.

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02022.jpg)

ეს კი F1-ის ბექპლეიტი, სამაგრები და ჩვენი სპეც ტილოა. ეს ტილოები იყიდება გუდვილში, პაკეტი ღირს 2.95 ლარი. პაკეტში 6 ცალი ტილოა, თითო 40X40 სმ ზომის დაახლოებით. მოკლედ, ჩვენი საქმისთვის გამოსადეგი და საჭიროა. ძალიან ადვილად იწოვს სითხეს, + საკმარისი სისქე აქვს, რომ სისველე გაატაროს და ზედაპირი მეტნაკლებად მშრალად შეინახოს.

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02024.jpg)

REX-ი მზადაა საშლელის ინსულაციის მისაღებად:

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02025.jpg)

ესეც "დასაშლელებული" მობო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩვეულებრივი საშლელი არაა. არის რაღაც საშლელისა და პლასტელინის ნაზავი, შესაბამისად, ადვილად იზილება ხელში. ამ საშლელის ყიდვა შეიძლება ზოგიერთ ცოტა ჰაი-ენდ საკანცელარიო მაღაზიაში. ერთ-ერთი ასეთი მაღაზია თამარაშვილის ქუჩის ბოლოშია.
მოკლედ, ზილავთ საშლელს ხელში სანამ არ დარბილდება (თუ არ გემორჩილებათ, ოდნავ შეათბეთ, ოღონდ არა ცეცხლზე) და შემდეგ ნელ-ნელა ვაკრობთ დედა დაფაზე, სანამ სოკეტის გარშემო ყველა ელექტოსტატიკური მუხტისადმი კრიტიკულ დეტალებს არ დავფარავთ.
აუცილებელია, საშლელით ამოავსოთ სოკეტში არსებული ცარიელი ადგილებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოკეტი პირველი ადგილი იქნება, სადაც წყალი ჩადგება!

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02026.jpg)

კიდევ ერთი ხედი:

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02027.jpg)

საშლელის შემდეგ საჭიროა ცუდი თბოგამტარი მასალის დაფენა. ჩვენს შემთხვევაში ესენია სელპაკის ხელსახოცები და ჩვენი სპეც. ტილო:

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02028.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02029.jpg)

შემდეგ კიდევ ერთი საინსულაციო მატერიალი (ჯანდაბა, გამახსენეთ რა ჰქვია ამ მასალას, ვერ ვიხსენებ ვერაფრით):
+ არ დაგავიწყდეთ, რომ პროცესორთან სივრცე თავისუფალი იყოს, რათა ტუბი ადვილად ჩაეტიოს.

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02032.jpg)

ინსულაცია თვითონ ტუბსაც სჭირდება. ინსულირებული ტუბი ტემპერატურას უფრო უკეთ შეინარჩუნებს, ვიდრე "შიშველი". ჩემს შემთხვევაში, ტუბის საინსულაციოდ იგივე სპეც. ტილო გამოვიყენე, 2 ცალი.

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02033.jpg)

ტუბიც შევფუთეთ და ახლა დავაყენოთ.

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02035.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02036.jpg)

ამის შემდეგ უკვე სტენდი მთლიანად ეწყობა და კვლავ ჰაერის გაგრილებით ვამოწმებთ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. არ ეცეთ პირდაპირ აზოტს ან ყინულს.

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02038.JPG)

ხედი მეორე:

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02039.JPG)

და უკვე SuperPI 32M-ის დროს გადაღებული სურათები:

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02040.JPG)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/oc/13-03-2K10/1/DSC02042.JPG)

დამწყებები კარგად დააკვირდით სტენდს. ვიყენებ თხევად აზოტს, მაგრამ დამატებით გვაქვს 3 ფენი, რისთვის? მუდმივად მოძრავი თბილი ჰაერის ნაკადით ჩვენ პრაქტიკულად შეუძლებელს ვხდით დედა დაფის ცივ რადიატორებზე კონდენსატის წარმოქმნას. ტუბი გაყინულია, ცივია მის გარშემო არსებული ყველა რადიატორიც, მაგრამ კონდენსატი არ წარმოქმნილა საათობით ბენჩაობის შემდეგაც კი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერის ნაკადი მოძრავია. (აქვე უნდა აღინიშნოს ჩვენი ზურას, ვესტსაიდერის დამსახურებაც ამ იდეის განვითარებაში. პირველად სწორედ ზურას მაგალითზე "დავამუღამე" ჰაერის ნაკადის გამოყენება კონდენსატის წინააღმდეგ საბრძოლველად). მეორე ფენი, რომელიც ზემოდანაა დამაგრებული, ძირითადად ოპერებს აწვდის ცივ ჰაერს, + ტუბიდან ამოსული ორთქლის ნაწილის გაფანტვაშიც იღებს მონაწილეობას. და ბოლოს, მესამე, ფერად-ფერადი ფენი ვიდეო დაფას აწვდის გრილ ჰაერს.
+ უსაფრთხოებისთვის, ფენებზე დაყენებული მაქვს მეტალის "სეტკები". დამიჯერეთ, თუ ფენებიც ისეთივე ექსტრემალური გაქვთ, როგორიც პროცესორის გაგრილების სისტემა (სურათზე არსებული ფენები 2000-დან 3000 ბრუნამდე/წუთში სიჩქარით მოძრაობენ. განსაკუთრებით საშიშები დიდი Scythe Kaze Maru-ები არიან.), ესეც გარკვეულწილად, აუცილებელია. მით უმეტეს, როცა ღია სტენდთან გვაქვს საქმე.

მოკლედ, აქტიურად ექსტრემალური სესია 13 მარტის ღამეს დაიწყო, გამთენიისას უფრო სწორად, დილის 4 საათზე. დაახლოებით 2 ლიტრამდე აზოტის გამოყენების შემდეგ სრული ფიასკო განვიცადე - თხევადი აზოტით სავსე თერმოსი, რომელიც თავახდილი იდგა რა თქმა უნდა (არასდროს დაახუროთ თავზე თხევადი აზოტით სავსე ჭურჭელს (დიარი არ იგულისხმება), დიდი წნევის წარმოქმნის შედეგად გასკდება ჭურჭელი), გასკდა. თერმოსის მინის რეზერვუარი მთლიანად დაიფშვნა, ნამსხვრევები აღმოჩნდა ჩემს თავზეც, საბედნიეროდ, სტენდი უვნებლად გადარჩა. აფეთქებამ თერმოსს ძირიც გააძრო და 2 ლიტრამდე თხევადი აზოტით დავკარგეთ.

მოკლედ, სანამ ნამსხვერევებით მოფენილ მაგიდას და გარემოს დავალაგებდი, სისტემის გათიშვა მომიწია, თანამ მეორე დღემდე - გაყინულმა ტუბმა სისტემის გამორთვის შემდეგ ოხრად კონდესატი წარმოქმნა რა თქმა უნდა და ასეთ მდგომარებაში სისტემის დაქოქვა ყოვლად დაუშვებელი იყო. სტენდი დაიშალა და მაზერი გასაშრობად მიეფიცხა "კარმას".

აქედან, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი წესი: არასოდეს, არასოდეს გამოიყენოთ თხევად აზოტთან მუსაობისას მინის თერმოსები! თორემ მიიღებთ იგივეს, რასაც მე, ცოტა ხანში მინის თერმოსი ნამსხვრევებად იქცევა.

მეც ცოტა გამოვიძინე და დილიდან საქმეს შევუდექი - ხელახლა ავაწყვე სტენდი. სამწუხაროდ, 4 ლიტრამდე თხევადი აზოტი დაკარგული იყო, ამიტომ დრო ცოტა მქონდა. ვერც სისტემის გატვიკვა მოვასწარი საფუძვლიანად. შედეგად, დავკმაყოფილდი 6200 მჰზ სიხშირით პროცესორზე.

რაც შეეხება შედეგებს და მიზანს, იგი მიღწეული იქნა. შედეგები HWBot-ზე ასე გამოიყურება:

SuperPI 1M - 7.469 sec - 5.6 + 8.5 ქულა

SuperPI 32M - 8m 02.203 sec - 1.3 + 11.8 ქულა

wPrime 32M - 12.547 sec - 11.1 + 12.3 ქულა

wPrime 1024M - 6 min, 42 sec, 500 ms - 9.6 + 5.7 ქულა

PiFast - 15.13 sec - 15.0 + 11.1 ქულა

PCMARK 05 - 14197 marks - 2.9 + 0.1 ქულა

AquaMark - 346394 marks - 10.0 + 5.5 ქულა

3DMark01 - 103542 marks - 15.0 + 6.2 ქულა

3DMark03 - 68202 marks - 0.0 + 2.3 ქულა

3DMark05 - 35046 marks - 4.2 + 7.1 ქულა

მოკლედ, 146 ქულაა ჯამში და 4 ადგილით წინ წავიწიეთ გუნდურ რანკინგში, მე-60-დან 56-ეზე გადავედით.

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ თხევადი აზოტი გამითავდა, ვეღარ მოვასწარი დარჩენილი ბენჩმარკების გატარება (3DMark/PCMark Vantage და ა.შ.)




სტენდის დაშლა

სტენდის დაშლისას/გალღობისას აუცილებლად გამოიყენეთ ჩართული ფენები. ანუ როცა ბენჩაობას დაასრულებთ და სტენდი დასაშლელია, ფენები ჩართული დატოვეთ და ასე "გაადნეთ" სტენდი. თან ნელ-ნელა გამდნარი ყინული, რომელიც ტუბზე იქნება, მოაშორეთ. ამ მეთოდით, სტენდს დაშლით პრაქტიკულად ისე, რომ წვეთი კონდენსატი არ გაჩნდება მაზერზე. ისევ და ისევ ჰაერის ნაკადის ფილოსოფია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მადლობა ვესტ ამ იდეისთვის, პირადად.



ესეც ასე, მთავარია ახლა ამაზე არ გავჩერდეთ. 146 ქულა კარგია, მაგრამ კიდევ ბეეევრი გვინდა.




----------------------------------------------------------P.S. შედეგებში ვერ ნახავთ CPU-Z-ის სიხშირის შედეგს. 6300 მჰც დავაფიქსირე, მაგრამ სამწუხაროდ, ვალიდაციის ფაილი დაზიანებული გამოდგა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) P.P.S. ნეტა ევერესტიც გამეტარება, მაგრამ იმდენად ვჩქარობდი აზოტის სიმცირის გამო, რომ გადამავიწყდა.


http://www.overclockers.ge/forum/index.php...post__p__394534

ვანო მაპატიე შენს კომპეტენციაში შემოვიჭერი
მაგრამ ესეთი რამე ხალხმა რაც შეიძლება მალე უნდა შეიტყოს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია სოსო: Mar 15 2010, 01:01 AM


--------------------
Nothing lasts...
...but nothing is lost!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 15 2010, 09:03 PM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



მომილოცავს ვანო.. კიდევ მეტი წარმატებები
თუ საიდუმლო არაა თხევად აზოტს სად შოულობთ?
თავის ჭურჭლით? და რამდენად? (მე 25 ლარად ვიცი ლიტრი და იქნებ იაფი იცით თქვენ?)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 16 2010, 01:23 PM
პოსტი #3


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



სოსო
ციტატა(utilizatori @ 15th March 2010 - 03:56 AM) *
ვანო მაპატიე შენს კომპეტენციაში შემოვიჭერი
მაგრამ ესეთი რამე ხალხმა რაც შეიძლება მალე უნდა შეიტყოს



გეკადრება სოსო? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა თქმა უნდა, რაც სწრაფად, მით უკეთესი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


gi0_kiborg
ციტატა(gi0_kiborg @ 16th March 2010 - 12:03 AM) *
მომილოცავს ვანო.. კიდევ მეტი წარმატებები
თუ საიდუმლო არაა თხევად აზოტს სად შოულობთ?
თავის ჭურჭლით? და რამდენად? (მე 25 ლარად ვიცი ლიტრი და იქნებ იაფი იცით თქვენ?)

გმადლობ გიო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

25 ლარი ლიტრი?! ზე-ძვირია! სად ღირს მაგდენი?
თხევადი აზოტის შოვნის 2 გზა ვიცით ჩვენ, 1 თბილისში, მეორე რუსთავში.
რუსთავში (აზოტში) ლიტრი ღირს 50 თეთრი და ბევრს თუ აიღებ, ფასდაკლებაცაა კიდევ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) 9 ლარი 20 ლიტრაო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

თბილისს რაც შეეხება, იზოტოპებში, ღამე 8 საათის მერე დაცვა ყიდის "ლევად." ლიტრა 2-2.5 ლარი საშუალოდ. 30 ლარი მომთხოვეს ამ სესიისთვის რომ ვიყიდე აზოტი, იმაში. სადღაც 13-15 ლიტრა იყო.

დიუარი ჩვენია, გუნდს გვაქვს ნაყიდი საერთო მოხმარებისთვის 24 ლიტრიანი დიუარი და იმას ვიყენებთ ხოლმე.


მოკლედ, რუსთავში წასვლა სჯობს რა, იზოტოპებში მეძვირეები არიან. არც ვიცოდი რუსთავის ფასი მე რომ ვყიდულობდი, თორემ იქ წავიდოდი, კაი ფულს დავზოგავდი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Mar 16 2010, 03:56 PM
პოსტი #4


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



Power_VANO
მომილოცავს ვანო ! კაცი ლეგენდა ხარ (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 16 2010, 07:08 PM
პოსტი #5


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ციტატა(Giga1 @ Mar 16 2010, 06:56 PM) *
Power_VANO
მომილოცავს ვანო ! კაცი ლეგენდა ხარ (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

:გაწითლების სმაილი:

გმადლობ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 17 2010, 08:59 AM
პოსტი #6


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



ხო, მეც თბილისში ზუსტად მაგ გზით ვიყიდე 25 შემეშალა 2.5 უნდა დამეწერა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
სოსო
პოსტი Mar 18 2010, 02:47 AM
პოსტი #7


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 181
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 8.503



ციტატა(gi0_kiborg @ Mar 17 2010, 11:59 AM) *
ხო, მეც თბილისში ზუსტად მაგ გზით ვიყიდე 25 შემეშალა 2.5 უნდა დამეწერა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


შენც არაზგონებ თუ რათ გინდოდა თხევადი აზოტი? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Nothing lasts...
...but nothing is lost!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Mar 18 2010, 03:56 PM
პოსტი #8


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



სოსო
აბა დასალევად ხო არ უნდოდა თხევადი აზოტი, არც ეგრე ცხელა ჯერ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
მომიტევეთ ოფტოპიკი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
zghuladze
პოსტი Mar 18 2010, 06:36 PM
პოსტი #9


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 60
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi, GE
წევრი №: 8.952



Power_VANO
Respect, მაგარი ხარ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 18 2010, 06:45 PM
პოსტი #10


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



zghuladze
ციტატა(zghuladze @ 18th March 2010 - 10:36 PM) *
Power_VANO
Respect, მაგარი ხარ

გმადლობთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 19 2010, 12:14 PM
პოსტი #11


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



არა.. დიფრაქციული სკანირების კოლორიმეტრს (DSC)-ს სჭირდება (პოლიმერების თერმოდინამიკური თვისებების საკვლევი აპარატია: ლღობის, გამინებუის, დაშლის ტემპერატურები და სითბოტევადობები)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
სოსო
პოსტი Mar 19 2010, 01:52 PM
პოსტი #12


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 181
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 8.503



ციტატა(Bekward @ Mar 18 2010, 06:56 PM) *
სოსო
აბა დასალევად ხო არ უნდოდა თხევადი აზოტი, არც ეგრე ცხელა ჯერ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
მომიტევეთ ოფტოპიკი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


დასარაზგონებლად ტუბი თუ არ გაქვს მარტო აზოტი არ გეყოფა
ზუსტად ვიცი ვის აქვს საქართველოში ტუბი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) :


--------------------
Nothing lasts...
...but nothing is lost!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 20 2010, 09:44 PM
პოსტი #13


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



Power_VANO
ვახ ვანო გილოცავ შედეგსაც და რამპეიჯსაც!


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 21 2010, 09:55 AM
პოსტი #14


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



plastic
otosaxel
გმადლობთ, გმადლობთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


რამპეიჯი ჩემი არაა, გუნდისაა. მე უკეთესი მაქვენ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) EVGA P55 FTW (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
fire.hack
პოსტი Apr 23 2010, 08:57 AM
პოსტი #15


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 31
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: SAQARTVELO
წევრი №: 9.476



საინტერესო ინფორმაცია საღოლ და წარმატებები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 01:07 PM