თემის საბეჭდი ვერსია
კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ფორუმის შესახებ _ ფორუმის ახალ წევრებს
პოსტის ავტორი: otosaxel Jan 10 2008, 01:10 PM
მოგესალმებით კომპინფოს ყველა ახალ წევრს!
მოხარული ვარ რომ ფორუმზე დარეგისტრირდით.
- ეს ფორუმი არის იშვიათი მოვლენა საქართველოს ვებ სირცეში და აქვს თავისი წესები და ასევე წევრებს აქვთ თავისებური პოსტის წერის მეთოდები, რომლის გაცნობასაც გთხოვთ რათა თავი იგრძნოთ სრულფასოვან ფორუმის წევრად.
- ეს ფორუმი არის კომპიტერულ ტექნოლოგიებზე, სხვა ყველა თემა ამ ფორუმს არ ეხება.
- ამ ფორუმს აქვს თავისი წესები, გთხოვთ დაწვრილებით გაეცნოთ რათა თავი აირიდოთ ადმინისტრაციის და ძველი წევრების გაღიზიანებისგან.
კომპინფოს დეტალური წესები შეგიძლიათ იხილოთ http://compinfo.ge/index.php?area=1&p=static&page=agb.
- გთხოვთ დაიცვათ ეს წესები ამით თქვენ სხვა მემბერებსაც გაუადვილებთ პოსტის კითხვას და ასევე თქვენთვისაც უფრო კომფორტული იქნება პოსტვა.
- ასევე გადახედეთ domen-ის http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1301, რომლის დაცვით თქვენ შეძლებთ სრულყოფილი თემის დაწერას და ამით თქვენ გაუადვლებთ მოპასუხეებს საქმეს და ასევე პასუხი იქნება უფრო სწრაფად გაცემული (აღარ გაჩნდება ზედმეტი კითხვები).
- ასევე ჩემი (მო)თხოვნა იქნება დაიცვათ საავტორო უფლებები, ანუ კომპინფოს სტატიას თუ სადმე გადაიტანთ მიაწეროთ თუ საიდანაა გადმოწერილი, ასევე კომპინფოზე სხვა რესურსიდან ნათარგმნ თუ გადმოტანილ მასალას დაურთოთ მასალის ავტორი (წესების ფარგლებში არ უნდა გადავიდეს ეს რეკლამირებაში).
- ასევე გთხოვთ გაეცნოთ კომპინფოზე დაწერილი პოსტების სპეციფიკაციას (გადახედეთ რამდენიმე დიდ თემას, რათა იცოდეთ თუ რა სპეციფიკით წერენ კომპინფოს წევრები პოსტებს).
თუ ამ ყველაფერს შეასრულებთ მაშინ გაგიადვილდებათ როგორც კომპინფოს სხვა წევრებთან ასევე მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა.
პატივისცემით
otosaxelყურადღება
ეს პოსტი არ არის კომპინფოს წესები (მე არ ვარ ადმინისტრაცია ამიტომ ვერანაირ წესებს ვერ დავაწესებ!), ეს არის მხოლოდ რჩევა ყველა ახალბედა წევრისთვის.
თუ ეს რჩევა უადგილოა ადმინისტრაციას ვთხოვ წაშალოს.
პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 10 2008, 01:55 PM
ციტატა(otosaxel @ Jan 10 2008, 02:10 PM) [snapback]16979[/snapback]
რათა თავი აირიდოთ ადმინისტრაციის და ძველი წევრების გაღიზიანებისგან
მოვკვდი სიცილით!!!
უუჰ!
ისე, მართლა, მე ბებერი მაჩვივით ვარ მოკალათებული აქ და თუ ვინმე ახალბედა "შემაწუხებს" - ვიღრინები
რჩევები მისაღებია და წარმატებულ თანამშრომლობას ვუსურვებ ყველას!
პოსტის ავტორი: otosaxel Jan 10 2008, 02:19 PM
Sh@ko
ციტატა
ისე, მართლა, მე ბებერი მაჩვივით ვარ მოკალათებული აქ და თუ ვინმე ახალბედა "შემაწუხებს" - ვიღრინები
ეხლა მიზეზს არ ვიტყვი რატომ დავწერე მარა საღადაოდ ნაღდათ არ დამიწერია
პოსტის ავტორი: domen Jan 10 2008, 02:20 PM
Sh@ko
ციტატა
ისე, მართლა, მე ბებერი მაჩვივით ვარ მოკალათებული აქ და თუ ვინმე ახალბედა "შემაწუხებს" - ვიღრინები
otosaxelცოტა "ლამაზ" ფორმატში ჩამოყალიბება არ აწყენდა მაგ პოსტს
ისე კი "ყველა კიდურით" ვეთანხმები.
პოსტის ავტორი: otosaxel Jan 10 2008, 02:46 PM
domen
ციტატა
ცოტა "ლამაზ" ფორმატში ჩამოყალიბება არ აწყენდა მაგ პოსტს ისე კი "ყველა კიდურით" ვეთანხმები.
ჩასწორება კაი ხანია გაქრა თორე არ იქნება ეგ პრობლემა
პოსტის ავტორი: otosaxel Jan 10 2008, 02:59 PM
Sh@ko
ციტატა
ახალმა წევრმა არ უნდა იფიქროს, რომ ამ ფორუმზე მარტო შეზღრუდვები მოქმედებს.
ციტატა
ოფიციალური ტონი მოსაბეზრებელია და დამღლელი, ამიტომ ცოტა ვიხუმრე (როგორც შევძელი )
აა, ხუმრობა კარგი გამოდგა, უბრალოდ მე მეგონა რომ ეს რჩევები ასე სასაცილოდ გამოჩნდა
პოსტის ავტორი: maugli Apr 6 2010, 06:36 PM
მაგარი ფორუმია ძააააააან მე ♥ www.compinfo.ge
პოსტის ავტორი: prestiji2 Mar 25 2011, 02:13 PM
გმარჯობათ, მეც ახალი ვარ, ფორუმი მომეწონა ძალიან, იმედია მეც დამეხმარებით>>>
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 25 2011, 06:47 PM
ციტატა(prestiji2 @ Mar 25 2011, 05:13 PM)
გმარჯობათ, მეც ახალი ვარ, ფორუმი მომეწონა ძალიან, იმედია მეც დამეხმარებით>>>
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე!
აქ ყველანი ერთმანეთის დასახმარებლად ვართ