თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ კომპიუტერული თავგადასავლები _ Avira-ს მიერ EXPLORER.EXE-ს აფეთქება

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 25 2010, 08:56 AM

გუშინ საღამოს სტუმრად ვიყავი ნათესავთან...
მანამდე შემომჩიოდა კომპზე ანტივირი არ მიყნია და მიშველე რამეო
მოკლედ, მეთქი ბარემ მოსული ვარ და მოიტა ლეპტოპითქო ( Toshiba Satellite A300-1G2 )
შევხედე და შემეცოდა: ჯერ ერთი Microsoft Genuine Validation-ის იკონკა იწონებდა თავს თრეიში შავი ეკრანის ფონზე.. ასევე მის გვერდზე უამრავი არასაჭირო (მესინჯერები, ოფისის ლინკები და ა.შ)
პროგრამები, IE-ში ნახევარი ეკრანი ეჭირა Toolsbar-ებს... მოკლედ საცოდავი სანახაობა იყო...
თან კომპი არ ითიშებოდა smile.gif
პირველ რიფში, დავუყენე CCleaner და რამდენიმე GB მივაშალე, მერე აუტორანიც ევამოკლე, გადარესტარტდა smile.gif
(ხო, სტარტაფში იჯდა Spyware Doctor, რომლის გატიშვასაც 5წთ-მდე მოუნდა...
გავუკეთე ვალიდაცია XP Validator-ით, გადავამოწმე Microsoft-ზე და მადლობია ბიძიაო ვალიდაციისთვისო...
დავაყენე შემდეგ Avira Anti Vir Free მე 9 ვერსია, დავანასტროიკე, დავააპდეითე და რადგან გვიანიიყო და წამოსვლას ვაპირებდი სახლში, Full Scan არ გამიშვია და მარტო აქტიური პროცესების სკანირებაგავუშვი...
4 პროცესს ეგრევე მოუგრიხა კისერი, მათ შორის EXPLORER.EXE-ს და გაითიშა ინტერფეისი...
მეთქი სანერვიულო არაფერია, შევულოცე Ctrl+Alt+Delete-თი, New task მივეცი და ჩავუწერე EXPLORER.EXE, მაგრამ ჰოი საოცრებავ: ეგ რაა საერთოდ ვერ ვნახეო შემატყობიან სისტემამ...
ცოტა ავნერვიულდი, მივარესტარტე და ჯერ კიდევ Genuine Vallidation-ის ფანჯარა გამოაგდო, მერე, როგორც მოვლოდი (თუმცა ცოტა იმედი მაინც მქონდა შერჩენილი) აღარც Explorer.exe ჩაირთო....
გავხსენი IE (ისევ მაგიური კომბინაციით და iexplore.exe-ს გამოძახებით), ვეძებე solution ცოტახანი, მაგრამ ბოლოს მაინც მმიწია ლეპტოპის მხარზე გადაკიდება და სახლში წამოღება მოსარჯულებლად smile.gif რომელიც დილის 4-მდე გაგრძელდა თითქმის (10-მდე GB ფაილები დავაბექაფე და Seven Home Premium დავუყენე ვინჩესტერის სრული გადახვნით)
ხოდა მთელი ამ ისტორიის მერე მაინტერესებს: შეუძლია ანტივირუსს ცართულ ვინდზე explorer.exe-ს წაშლა? თეორიულად თუკი გათიშავ პროცესს მერე უნდა შეძლო, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან ფაილს სხვა დამცავი მექანიზმები არა აქვს?

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 25 2010, 12:58 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 25th March 2010 - 12:56 PM) *
შეუძლია ანტივირუსს ცართულ ვინდზე explorer.exe-ს წაშლა? თეორიულად თუკი გათიშავ პროცესს მერე უნდა შეძლო, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან ფაილს სხვა დამცავი მექანიზმები არა აქვს?

თეორიულად არა, მე ვისტაზე ვცადე ეგ ერთხელ და უარი მტკიცა, CMD-თი ვცდილობდი წაშლას. მაგრამ პრაქტიკაზე, გაუპატიურებულ XP-ში ეტყობა შესაძლებელია smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 25 2010, 03:58 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 25th March 2010 - 12:56 PM) *
ხოდა მთელი ამ ისტორიის მერე მაინტერესებს: შეუძლია ანტივირუსს ცართულ ვინდზე explorer.exe-ს წაშლა?

შესაძლებელია თU ვერ მკურნალობს, მაშIნ განსაკუთრებით...

Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 25th March 2010 - 04:58 PM) *
თეორიულად არა, მე ვისტაზე ვცადე ეგ ერთხელ და უარი მტკიცა, CMD-თი ვცდილობდი წაშლას. მაგრამ პრაქტიკაზე, გაუპატიურებულ XP-ში ეტყობა შესაძლებელია

სწორეცაა, იმიტომ რომ ადმინს არ აქვს ეგ პარა მაგრამ აქვს SYSTEMS, რომლითაც ანტივირი ეშვება, ანუ თU ვირი სერვისივით გაეშვება SYSTEM VOLUME INFORMTIONS ძლიან ადვილად მოინახულებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 25 2010, 05:22 PM

otosaxel
მართალი ხარ ხო იცი...biggrin.gif
მაშინ ასე შემოვაბრუნოთ კითხვა: ასე უცერემონიოდ უნდა შლიდეს ანტივირი ინფიცირებულ კრიტიკულ სისტემურ ფაილებს? არ უმდა გვეკითხებოდეს მაინც: მე ახლა explorer.exe-ს წავშლი რომელიც დავირუსებულია, მაგრამ მერე გადააგდე ფაქტიურად ვინდიო? smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 25 2010, 05:45 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 25th March 2010 - 09:22 PM) *
მაშინ ასე შემოვაბრუნოთ კითხვა: ასე უცერემონიოდ უნდა შლიდეს ანტივირი ინფიცირებულ კრიტიკულ სისტემურ ფაილებს? არ უმდა გვეკითხებოდეს მაინც: მე ახლა explorer.exe-ს წავშლი რომელიც დავირუსებულია, მაგრამ მერე გადააგდე ფაქტიურად ვინდიო?

კონფიგის ამბავია smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 25 2010, 05:56 PM

ისე, ეგ აშკარად ანტივირის ნაკლი უფროა, explorer.exe-ს როგორ ვერ უნდა ცნობდე ანტივირი smile.gif

პოსტის ავტორი: maugli Apr 7 2010, 05:54 PM

ციტატა
შეუძლია ანტივირუსს ცართულ ვინდზე explorer.exe-ს წაშლა?

მსგავსი არაფერი მსმენია და პირველად გავიგე საერთოდ. ადრე მე დამივირუსდა მარა მკითხა რა ვქნაო
ციტატა
explorer.exe-ს როგორ ვერ უნდა ცნობდე ანტივირი

გამეცინა biggrin.gif მარა მართალი ხარ

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 15 2010, 11:27 AM

კიდევ ერთი smile.gif
დღეს AC2 დვუყენე ძმკაცს სერვერის ემულატორით
ხოდა კრეკმა, რომელიც ემულატორს ამოწმებს და HOSTS ფაილს პატჩავს ჩართვისას დამიწერა HOSTS ფაილი ვერ ვნახეო biggrin.gif biggrin.gif
მივადექი ჩვეულ მისამართზე და მართლაც არ იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ გავაკეთე ცარიელი ტექსტური ფაილი დავარქვი შესაბამისი სახელი გაფართოების გარეშე და ჩავაგდე თავის ადგილას და იმუშავა smile.gif
რა საოცრებებს არ გადაეყრება კაცი ვინდიკაზე

პოსტის ავტორი: Giena Apr 15 2010, 01:14 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 15th April 2010 - 03:27 PM) *
მივადექი ჩვეულ მისამართზე და მართლაც არ იყო

XP Validator-ს ხომ არ იყენებ? tongue.gif თუ მაგითი გაქვს დაპაჩული ე.ი. დამალულია tongue.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 15 2010, 01:22 PM

Giena
არა Seven Ultimate X86, smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Apr 15 2010, 01:23 PM

gi0_kiborg
მაშინ ჩუმად ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: EtrenalOnes May 11 2010, 09:28 PM

აქ ამდენი პოსტის წაკითხვა ნაღდად მაგრად მეზარება, მარა სათაურს როგორც კი შევხედე 1 ის მომივიდა აზრად რომ explorer.exe-ს ვირუსი ხო არ აქ მიკერებული მეთქი, მაგალითად ტროიანის ტიპის.
ეს ჩემი პირველი პოსტია და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე xD
და ერთსაც დავამატებ რო არ მომწონს ყველა პოსტი რო არ ჩანს, სათითაოდ ხელით ამათი ნახვა კიდე მაგრად მეზარება wink.gif

პოსტის ავტორი: Giena May 12 2010, 01:37 AM

EtrenalOnes
კარგი იქნებოდა წაგეკითხა, არც თუ ისე ბევრი პოსტია smile.gif

რაც შეეხება ჩვეებას:


პირველ პოსტს და სიკეთეს რაც შეეხება მართლაც, კეთილი იყოს შენი თაგვი ჩვენს ფორუმზე smile.gif