კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ფორუმის შესახებ _ ფორუმის ტექნიკური სიახლეები
პოსტის ავტორი: domen Aug 2 2009, 11:28 AM
აქ დაიწერება იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც გვექნება ფორუმის ძრავში, მაგალითად, ახალი განყოფილებების და ფორუმების, ტეგების, თარგმნის ცვლილებების, PM ყუთის გაზრდა-შემცირების შესახებ.
პირველ რიგში, თუ შეამჩნიეთ, გვაქვს ორი მცირე ცვლილება: ფორუმს "საერთო ფორუმი" გადაერქვა სახელი და დაერქვა "მეტა ფორუმი", ფორუმს "საჭირო Web-რესურსები" კი - "World Wide Web", ასე უკეთ ასახავენ თავიანთ შინაარსს.
--------------------------
შემდეგ, გვაქვს Spoiler ტეგი, რომლითაც შეიძლება რაიმე ტექსტის დამალვა, დიდი მადლობა Bekward-ს მისი მოწოდებისთვის.
და ბოლო სიახლე დღეისთვის, გვაქვს DocStoc-ის ტეგი. http://www.docstoc.com/ გახლავთ ონლაინ სერვისი, რომელიც საკუთარი Flash პლაგინის საშუალებით ჩამოტვირთვის გარეშე აჩვენებს .doc, .pdf, .xls, .ppt, .ppt, .txt ფაილებს (Office 2007-ის .###x ფორმატის ჩათვლით), მოსახერხებელია, როცა გვინდა ერთმანეთს გავუზიაროთ დოკუმენტები (სტატიები, სიახლეები, საინტერესო ფაილები და ა.შ.). შეიძლება docStoc-ზე მოთავსებული ნებისმიერი ფაილის ჩამოტვირთვაც.
პირველი პარამეტრი (1106884) თქვენი docstoc-ის მომხმარებლის id-ია (შეგიძლიათ ამოიღოთ თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტის Embed კოდიდან, მაგალითი იხილეთ ქვემოთ), მეორე (9322842) კი - დოკუმენტის id, ისიც შეიძლება ამოიღოთ დოკუმენტის Embed კოდიდან. გაითვალისწინეთ, თქვენი მომხმარებლის id არ იცვლება.
დაემატა ქვეფორუმი http://compinfo.ge/forum/index.php?showforum=43, ფორუმის http://compinfo.ge/forum/index.php?showforum=22 ქვეშ. განკუთვნილია მხოლოდ იმ თემებისთვის, რომლებშიც განიხილება ახალი კომპიუტერის (და არა მისი ცალკეული ნაწილის) ყიდვა ან აწყობა.
პოსტის ავტორი: domen Sep 10 2009, 10:08 AM
დაემატა pdf-ის პირდაპირ, საიტზევე ჩვენების ფუნქცია (გამოიყენება Google Docs Viewer). მაგალითი: