ციფრული ფოტოაპარატი, შემარჩევინეთ |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
ციფრული ფოტოაპარატი, შემარჩევინეთ |
Jan 20 2009, 09:19 PM
პოსტი
#1
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
მოკლედ ბევრი ვიარე თუ ცოტა(ფორუმის განყოფილებებში (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) ამაზე უფრო შესაფერისი ადგილი ვერ ვნახე ამ თემისთვის.
ეხლა მთავარზე (IMG:style_emoticons/default/wink.gif) მინდა ციფრული ფოტოაპარატის შეძენა, აქვე ვიტყვი რომ რამდენიმე ათასდოლარიან პროფესიონალურზე არც ვოცნებობ (არ მაქვს ფული თორე სიამოვნებით ვიყიდდი (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ) და ასევე აქ არ ვაპირებ ყიდვას, საბერძნეთიდან უნდა გამოვაგზავნინო. ჩემი კრიტერიუმების ფარგლებში შევარჩიე სამი სხვადასხვა მწარმოებლის მოდელები, ჩამოვწერ ლინკებიანად და იქნებ ვინც ერკვევა მითხრათ რომელი ჯობია, ფასები დაახლოებით ერთი აქვთ. 1. FUJIFILM FinePix S2000HD 2. Sony DSC-H10 ამ მოდელის აქაურ ფასს ნუ მიაქცევთ ყურადღებას (IMG:style_emoticons/default/wink.gif) 3. Kodak EASYSHARE Z1015 IS მე რატომღაც Kodak-ის და Fujifilm-ისკენ ვიხრები, მაგრამ თქვენი რჩევები მაინტერესებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
Jan 21 2009, 07:51 PM
პოსტი
#2
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 337 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Münster წევრი №: 16 |
fujifilm-ზე ვერაფერს გეტყვი, არც თუ მთლად მდიდარი მონაცემები წერია შენს ლინკზე და ძებნა მეზარება.
Kodak-ი მართლა შთამბეჭდავია. 28–420 mm ობიექტივი ცოტას მაეჭვებს. ასეთი ფართო ზღვრები ალბათ გამოსახულების ხარისხის ხარჯზეა მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ პრაქტიკულად არანაირი დეფექტი არ იქნება ამ მხრივ. Focus range საკმაოდ კარგი ISO sensitivity ჩემი აზრით უკეთესის ნატვრა უნამუსობაა 5 ზონიანი ავტოფოკუსი პრაქტიკულად ყელამდე საკმარისია შიდა მეხსიერება ცოტა პატრაა მაგრამ მეხსიერების ბარათები როგორც ვიცი საკმაოდ გაიაფდა. საბოლოოდ ჩემი აზრი თუ გინდა, თუ მაინცდამაინც დიდი ფოტოგრაფობაზე არ დებ თავს, სამივე ფოტოაპარატი საკმაოდ კარგია. თუ გინდა ფასით აირჩიე, თუ გინდა ფირმის მიხედვით, რომელსაც მეტად ენდობი (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- whenever people agree with me, I always feel I must be wrong
|
|
|
Jan 21 2009, 09:19 PM
პოსტი
#3
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
alchemist
Fuji-ს ლენტიანი ფოტოაპარატი მაქვს (შედარებად არ ღირს მემგონი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ხარისხთან მიმართებაში) ამ ბმულზე http://www.fujifilmusa.com/products/digita...ions/index.html უფრო დეტალური მონაცემებია მაგ ფოტოაპარატზე, თითქმის განსხვავება არაა Kodak-სა და Fujifilm-ს შორის და ამ ფუნქციამ Continuous shooting გამოიწვია ჩემი Fuji-სკენ გადახრა. -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
Feb 4 2009, 07:59 AM
პოსტი
#4
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
Fuji ან Sony (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
KODAK-ს რაღაც ნიტო კომპრესიის ალგორითმი აქვს, ბიუჯეტურებში ყოველ შემთხვევაში ეგრეა, სრულ ზომაში რომ უყურებ სურათს, დეტალები დეფორმირებულია. Sony-ს აპარატები გამოცდილი მაქვს პრაქტიკაზე (200-500$-იანები) და სურათის ხარისხით კმაყოფილი დავრჩი საკმაოდ, კარგი ალგორითმი აქვთ. აი Fuji არასდროს მქონია ხელში, პრაქტიკაზე არ ვიცი როგორია. ისე, კარგი იქნება, თუ მაგ ფოტოაპარატების Review-ებს მოძებნი (გუგლში ჩაწერე ფოტოაპარატის მოდელი და მიაწერე review) და სურათების ხარისხს შეადარებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Feb 4 2009, 08:36 AM
პოსტი
#5
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
Power_VANO
მადლობა review-ებს კიდე გადავხედავ, მაგრამ Fuji-სკენ ვიხრები მე ყველაზე მეტად მაინც, პატივს ვცემ დიდს. -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
Feb 4 2009, 02:46 PM
პოსტი
#6
|
|
კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 |
Bekward
კარგია რომ ეს თემა გახსენი.. მეც მაგ პრობლემის წინაშე ვდგავარ... ერთ ფორუმზე კი დავწერე მაგრამ არავინ არ გასცა პასუხი და ბარემ აქ გადმოვაკოპირებ რაც მაინტერესებს... ციტატა სალამი ყველას... რა მაინტერესებს: Image Stabilization- ეს პარამეტრი რამდენად ახდენს სურათის ხარისხზე გავლენას? და საერთოდ, ფოტოაპარატის ყიდვისას რა პარამეტრები არის ძირითადად გასათვალისწინებელი? გავარკვიე რომ პიქსელებზე ჭკუა რო ეკეტებათ, არასწორი მიდგომაა... ასევე გავარკვიე რომ სურათის ხარისხი ძირითადად ფოტოსენსორზეა დამოკიდებული, მაგრამ მარტო მის ზომაზეა დამოკიდებული თუ არის სხვა პარამეტრებიც რითაც ფოტოსენსორის ავკარგიანობა განისაზღვრება? რა პარამეტრებით ხდება ლინზის ვარგისიანობის დადგენა? რამდენად გამოსადეგი და საჭიროა Viewfinder-ი? მემგონი ჯერჯერობით საკმარისია კითხვები... წინასწარ მადლობა ყურადღებისთვის. ისე მაგ ფუჯის მეც დავადგი თვალი... (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- |
|
|
Feb 4 2009, 03:23 PM
პოსტი
#7
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
da_ta
ციტატა Image Stabilization- ეს პარამეტრი რამდენად ახდენს სურათის ხარისხზე გავლენას? მოდელს და მწარმოებელს გააჩნია, კარგი სტაბილიზატორი ძალიან გამოსადეგი რამეა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ციტატა ასევე გავარკვიე რომ სურათის ხარისხი ძირითადად ფოტოსენსორზეა დამოკიდებული, მაგრამ მარტო მის ზომაზეა დამოკიდებული თუ არის სხვა პარამეტრებიც რითაც ფოტოსენსორის ავკარგიანობა განისაზღვრება? დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ ამ ბიუჯეტურ მოდელებში დიდი არჩევანი და განსხვავება არაა მაგ მხრივ, ძირითადად ისევ სურათებს უნდა უყურო, როგორი გამოდის, მგონი. ციტატა რამდენად გამოსადეგი და საჭიროა Viewfinder-ი? ალბათ ოპტიკურზე ამბობ? ძალიან გამოსადეგია, ბატარეა რომ გეცლება ან ბევრი სურათი გაქვს გადასაღები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მე პირადად რამდენჯერმე მართლა მიშველა :-) ელექტრონული Viewfinder-ები რისთვისაცაა გამოსადეგი, კი გეცოდინება .. :-) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Feb 4 2009, 03:36 PM
პოსტი
#8
|
|
კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 |
domen
ციტატა მოდელს და მწარმოებელს გააჩნია, კარგი სტაბილიზატორი ძალიან გამოსადეგი რამეა შენ რა შემთხვევაში დაგჭირდა ან გამოგადგა ეს სტაბილიზატორი? ან რა შემთხვევაში გაუფუჭებია სურათი ამის არ ქონას? ბიუჯეტის სიმცირის გამო არჩევანის გაკეთება მიწევს რამდენიმე პარამეტრს შორის და ის უნდა ავირჩიო რომელიც უფრო დამჭირდება და გამომადგება... განხილვებს და ახსნა-განმარტებით სტატიებს კი გადავხედე მაგრამ პრაქტიკაში მაინტერესებს რა როგორ არის... ციტატა დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ ამ ბიუჯეტურ მოდელებში დიდი არჩევანი და განსხვავება არაა მაგ მხრივ, ძირითადად ისევ სურათებს უნდა უყურო, როგორი გამოდის, მგონი. მართალი ხარ, ბიუჯეტური მოდელების უმრალესობას აქვს ერთიდაიგივე ზომის სენსორი (1/2.3' ან 1/2.5") მაგრამ მარტო ზომაზე რო არ იქნება დამოკიდებული ეგეც ხო ფაქტია და სწორედ მაგის გარკვევა მინდა... ციტატა ალბათ ოპტიკურზე ამბობ? ძალიან გამოსადეგია, ბატარეა რომ გეცლება ან ბევრი სურათი გაქვს გადასაღები biggrin.gif მე პირადად რამდენჯერმე მართლა მიშველა :-) მზის დროს არ გეხმარება? გასაგებია, სსურველია მაგრამ არა აუცილებელი... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- |
|
|
Feb 4 2009, 04:21 PM
პოსტი
#9
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
da_ta
ციტატა შენ რა შემთხვევაში დაგჭირდა ან გამოგადგა ეს სტაბილიზატორი? ან რა შემთხვევაში გაუფუჭებია სურათი ამის არ ქონას? ეს შვება ერთ კეთილ საქმეს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ანუ გაწელილ-გაწლაწული სურათები არ გამოვა, ანუ წამს ყინავს ადგილზე, გქონია ალბათ გაქანებული საგანის გადაღებისას გადღაბნილი სურათი, სწორედ მაგას აგაცილებს თავიდან, მე თუ მკითხავ ეგ აუცილებელია. მე პირადად მეგაპიქსელები ნაკლებად მაინტერესებს, აქცენტს ვაკეთებ ოპტიკურ ზუმზე, რაც ძალიან მინდა (და ამ მოდელს აქვს კიდეც) ეს არის Continuous shooting ანუ მიმდევრობითი გადაღება ანუ რამდენიმე კადრი წამში, ერთი მომენტის დასაჭერად (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ასევე თვალი დავადგი ამ მოდელს ვიდეოს HD ფორმატში (1280x720) გადაღების გამო (მონო აქვს ხმა, მაგრამ ჯანდაბას, უნამოსობაა მეტის მოთხოვნა ფასის გამო). -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
Feb 4 2009, 04:26 PM
პოსტი
#10
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
da_ta
ციტატა შენ რა შემთხვევაში დაგჭირდა ან გამოგადგა ეს სტაბილიზატორი? ან რა შემთხვევაში გაუფუჭებია სურათი ამის არ ქონას? მაგ ტექნოლოგიის დანიშნულებაა, საერთოდ არ გაგრძნობინოს თავისი არსებობა :-) როცა ისეთი სიტუაციაა, რომ აპარატის ცალი ხელით, მოუხერხებლად (ან ორი ხელით და მაინც მოუხერხებლად (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) დაჭერა გიწევს - ხელი კანკალებს მაგ დროს - მაინც მკვეთრ (გაუდღაბნავ) სურათებს იღებ. ციტატა მზის დროს არ გეხმარება? გასაგებია, სსურველია მაგრამ არა აუცილებელი... ჰო, ეგ გამომრჩა :-) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Feb 4 2009, 04:43 PM
პოსტი
#11
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
ციტატა (ან ორი ხელით და მაინც მოუხერხებლად ) აქ რას გულისხმობ კაცურად? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგალითად როცა ლამაზ გოგოს უღებ და ხელები გიკანკალებს? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
Feb 4 2009, 05:10 PM
პოსტი
#12
|
|
კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 |
Bekward
S1000FD ამ მოდელმა დამაინტერესა მაგრამ იმიჯ სტაბილიზატორი რო არა აქვს მაგი მაწუხებს...შენი არჩევანიც კარგია მაგრამ 50 დოლარამდეა განსხვავება... მეგაპიქსელები ყველას საკმარისზე მეტი აქვს უკვე, ასე რომ მაგითი მართლა არ უნდა შეარჩიო აპარატი. ოპტიკური ზუმი სწორედ ის არის რაც ყველაზე უფრო მჭირდება მაგრამ თუ სურათი უხარისხო გადაიღო მაშინ ოპტიკური ზუმი გ.უ. ციტატა ეს შვება ერთ კეთილ საქმეს ანუ გაწელილ-გაწლაწული სურათები არ გამოვა, ანუ წამს ყინავს ადგილზე, გქონია ალბათ გაქანებული საგანის გადაღებისას გადღაბნილი სურათი, სწორედ მაგას აგაცილებს თავიდან, მე თუ მკითხავ ეგ აუცილებელია. ციტატა როცა ისეთი სიტუაციაა, რომ აპარატის ცალი ხელით, მოუხერხებლად (ან ორი ხელით და მაინც მოუხერხებლად ) დაჭერა გიწევს - ხელი კანკალებს მაგ დროს - მაინც მკვეთრ (გაუდღაბნავ) სურათებს იღებ. ეგ გასაგებია, მაგრამ რამდენად ხშირია ეგეთი სიტუაციები ეგაა საქმე... ანუ ერთერთი უნდა დავთმო, ან სტაბილიზატორი ან ოპტიკური ზუმი ან ფული (მაგრამ რაც არ არის რა დავთმო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) ხოდა თქვენ როგორ მოიქცეოდით... ფოტოაპარატი არ მქონია და სტატისტიკურ მონაცემებს არ ვფლობ... თან ძირითადად მჭირდება ბუნების გადასაღებად, და ისიც გაითვალისწინეთ რომ პარალიჩი არ მჭირს, ანუ ორი ხელით ფოტოაპარატს არ ვაკანკალებ, (თუ იდაყვებით არ ვდგავარ რათქმაუნდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) -------------------- |
|
|
Feb 4 2009, 05:33 PM
პოსტი
#13
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 471 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 32 |
What about Canon? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ესენი არ ვიცი, მაგრამ ცოტა უფრო დაბალი დონის ფოტოაპარატები რომ შევადაროთ canon ნამდვილად ლიდერობს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I was born intelligent but education ruined me
|
|
|
Feb 4 2009, 05:34 PM
პოსტი
#14
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
da_ta
მე FUJIFILM FinePix S2000HD ამ მოდელს მივანიჭე უპირატესობა 1. 15 x ოპტიკური ზუმი 2. მიმდევრობით გადაღება 3. HD ვიდეოს გადაღება 4. სტაბილიზაცია ჩემთვის აუცილებელია, თუნდაც ღამის რეჟიმში გადაღებისას(მგონი ეგრე ქვია) როცა პრაქტიკულად გაუნძრევლად დაჭერა შეუძლებელია, იმ დღეს ნათესავის ფოტოაპარატით ვიღებდი და 20-დან 20-ვე გაწელილი გამოვიდა, ვერაფრით მკვეთრი სურათი ვერ გადავიღე (დეტალები არ ვიცი, მაგრამ სტაბილიზაცია აშკარად არ აქვს იმ ფოტოაპარატს, ე.წ. კომპაქტურის კლასის იყო, არ მევასება ეგეთები მომკალი) 22 წლის ვარ და პარალიჩი არც მე მჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნების გადაღება ჩემთვისაც პრიორიტეტულია ასე ვთქვათ, მაგრამ სხვა რაღაცეების გადასაღებად ცალკე ფოტოაპარატს ხომ ვერ ვიყიდი, არ მაქვს ფული თორე 10-ს ვიყიდდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ხოდა ეს მოდელი newegg.com-ზე ღირს 239$ სადღაც 300-მდე მიჯდება რომ გამოვაგზავნინო თავისი საფოსტო ხარჯით, როცა მსგავსი მონაცემების (ვიმეორებ მსგავსი) აქ ღირს 600-650 ლარის რაიონში, ასე რომ ფასი ნამდვილად მისაღებია, მითუმეტეს რომ ევროპაში უფრო ნაკლები უნდა ღირდეს წესით, თანაც იქ ჯერ ფასდაკლებებია. -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
Feb 4 2009, 05:48 PM
პოსტი
#15
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Bekward
ციტატა მაგალითად როცა ლამაზ გოგოს უღებ და ხელები გიკანკალებს? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგალითად, როცა ხალხში დგახარ და გინდა ზევიდან გადაიღო, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩაეტიოს კადრში, მაშინ :-) აგერ შენ თვითონ მოიყვანე მეორე მაგალითი - ღამის გადაღება. კიდევ ბევრის მოფიქრება შეიძლება (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) da_ta ჩავთვალოთ, რომ ბუნებაში დღისით გადაიღებ და მყარად გეჭირება ფოტოაპარატი - ოპტიკურ ზუმს გირჩევ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნუ, ოღონდ მანდ ის შემთხვევაც გასათვალისწინებელია, როცა ბუნებაში ლამაზ გოგოს უღებ .. (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Feb 4 2009, 06:38 PM
პოსტი
#16
|
|
კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 |
Bekward
ციტატა 4. სტაბილიზაცია ჩემთვის აუცილებელია, თუნდაც ღამის რეჟიმში გადაღებისას(მგონი ეგრე ქვია) როცა პრაქტიკულად გაუნძრევლად დაჭერა შეუძლებელია, იმ დღეს ნათესავის ფოტოაპარატით ვიღებდი და 20-დან 20-ვე გაწელილი გამოვიდა, ვერაფრით მკვეთრი სურათი ვერ გადავიღე ხოო, მეც მქონდა წაკიტხული რო ცუდ განათებაში განსაკუთრებით საჭირო არისო... მართალი ყოფილა... მოკლედ თანდათან მივდივარ იმ დასკვნამდე რომ სტაბილიზატორის ხარჯზე ფულის დაზოგვა არ ღირს... მოკლედ მე მაქვს ეს ვარიანტები: Canon-Powershot-SX110IS Fujifilm-Finepix-S1000fd Canon-PowerShot A590IS Fujifilm-FinePix-S2000HD პირველი არის ის რომელსაც სტაბილიზატორი არა აქვს, მეორეს ყველაფერი აქვს მაგრამ 20$ ის გულისთვის ამასა და მეოთხეს შორის დიდი განსხვავებაა... მესამე არის კომპაქტური ტიპის, ეს იმ შემთხვევისთვის თუ კარგი აპარატის ყიდვა გადავდე ... და მეოთხე არის შენი არჩევანი... ყველაზე უფრო ამისკენ ვიხრები, მაგრმ სახსრებში მიჭირს ცოტა და ნამეტანი გადახრის საშუალებას არ მაძლევს... domen ციტატა ჩავთვალოთ, რომ ბუნებაში დღისით გადაიღებ და მყარად გეჭირება ფოტოაპარატი - ოპტიკურ ზუმს გირჩევ თუ მანცდამაინც არჩევანის გაკეთება დამჭირდა, მეც მაგ აზრზე ვარ... ციტატა ნუ, ოღონდ მანდ ის შემთხვევაც გასათვალისწინებელია, როცა ბუნებაში ლამაზ გოგოს უღებ .. იქ სადაც ბუნება და ლამაზი გოგოა, ფოტოაპარატი უკვე ზედმეტია... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) -------------------- |
|
|
Feb 4 2009, 09:39 PM
პოსტი
#17
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
ციტატა იქ სადაც ბუნება და ლამაზი გოგოა, ფოტოაპარატი უკვე ზედმეტია... ყველაზე ჭკვიანური ნაწილი შენს პოსტში (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (ვხუმრობ რათქმაუნდა, მაგრამ სიმართლის მარცვალი აშკარად არის (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) ) პირველი რატომღაც არ მომეწონა, მეორეს აქვს რაღაც ნაკლები, რაც ჩემთვის მიუღებელია, როცა ამხელა ფულს ვიხდი (შეიძლება არც ისე ბევრია ზოგისთვის, მაგრამ ჩემთვის მართლაც რომ ბევრია (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ), მესამე კატეგორიულად არა, კომპაქტურში ფულის მიცემა რომ მდომობა 200 ლარადაც მოვჩხრიკადი რაღაცას აქ, მეოთხე იდეალურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და ფასიც (239$) არაა ბევრი მაგისთვის ჩემი აზრით (თან მგონია რომ Amazon.com-ის ფასზე ნაკლები ეღირება ევროპაში, მაღაზიაში), თან როცა ასეთი ფოტოაპარატები მთელი 200 ლარით მეტი ღირს, ვიდრე იქიდან ჩამოტანა დამიჯდება. ამიტომ ვრჩები მაგ მოდელის (მეოთხე-ს ვგულისმობ) ერთგული, ვინმე თუ რამე ალტერნტივას კიდევ შემომთავაზებს დიდად მადლობელი დავრჩები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
Feb 5 2009, 12:09 PM
პოსტი
#18
|
|
ზარმაცი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 21 |
Bekward
თავიდანვე მინდოდა მერჩია შენთვის Canon Powershot SX110IS მარა იმიტო გადავიფიქრე რო შენ რაც ლინკები გედო ყველა ერთმანეტს გავდა ვიზუალურად და ამ მოდელს უფრო ასე ვთქვათ არცისე მარიაჟი ვიდი აქვს მარა პროფესიონალურ კამერების კლასის არი და მაგ ფასად მე როგორც ვიცი საუკეთესოა და თუ ცოტა მეტი თანხის დახარჯვა შეგიძლია მგონი ჯობია სონი ალფაზე იფიქრო მართლა კაი რამეა -------------------- ჩაბარუხელი
|
|
|
Feb 5 2009, 02:23 PM
პოსტი
#19
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
CHABA
მართლა მაგარია, მაგრამ 400$ ღირს და მაგას ვერ მივწვები ვერანაირად (IMG:style_emoticons/default/sad.gif) -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
Feb 7 2009, 08:21 AM
პოსტი
#20
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
Bekward
FUJIFILM FinePix S2000HD სად ყიდულობ? ჩვენთან თუ საზღვარგარეთ? -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 12:40 AM |