![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
პროგრამული პრობლემები სადაცაა, იქ ვარ მეც (მე კი არა თემა იძახის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
გამარჯობათ ბიტებო და გოგოებო (ეს SMS-ს სტილში, აბა, გაციფრულებას კი არ გიპირებთ)! მინდა მოგითხროთ ერთი პრომლემის გადაჭრის გზა არა, მაგრამ თავიდან აცილების ხერხი. პრობლემა ეხება Win Roll Back-ისა და ლოკალური ქსელის უთანხმოებას. მე შევეცდები მარტივი ენით ავხსნა მდგომარეობა, შევქმნა მითი - კვეცხი, შემდეგ გავტეხო, დავასხა შიგთავსი ტაფაზე და მოგიხრაკოთ ერბო-რეალობა. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უხსოვარ დროში არსებობდა და არსებობს(ც) პროგრამა, სახელად Win Roll Back (ჩინური გვარ-სახელის მსგავსია), რომელიც შექმნა Datapol-მა, ანუ ქართულად ”მონაცემთა პოლიციელმა”. პროგრამა უნივერსალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ შეეძლო დაცვის 100%-იანი უზრუნველყოფა: ვერავინ შეძლებდა ვერც საძაგელი, ვერც სასურველი პროგრამის ინსტალირებას დაცვის გათიშვის გარეშე, რაც პატრონის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. მეც დავიყენე მოსამსახურედ ეს პროგრამა და არ მქონია რაიმე პრეტენზია. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ სხვა კომპიდან ჩემი კომპი ქსელში არ ჩანდა, არადა მე თავისუფლად შევდიოდი სხვაგან. ვიფიქრე, ვინდოუსს ჰქონდა მიქარული, სანამ Win Roll Back-ს დავაყენებდიო... სახლშიც მეყენა სხვა კომპზე და ჰამაჩის იუზერმა - ვერ შემოვდივარ შენთანო, მე შევდიოდი. ვიფიქრე 99-იანი ვინდის ბრალია (სამსახურშიც და სახლშიც იგივე ვერსიის მიყენია). 1% ჰამაჩის კონფიგურაციის ვერგაგებას დავაბრალე. სამსახურში ერთ კოპზე ვინდის დაყენებამ მომიწია და სხვა ვერსიის ვინდი დავაყენე, რომელზეც ქსელი გამართულად მუშაობდა ”ტუდა-აბრატნა”. დაყენებიდან მრავალი ათასი წუთის შემდეგ კომპს ”ცუდი” ბიძია შემოეჩვია, რომელიც ასევე ცუდ საიტებზე დაძვრებოდა. ასეთ დროს უნივერსალური დაცვა უნდა, ამიტომ - Win Roll Back !!! დავმშვიდდი, მაგრამ კომპის შერინგში შესვლა რომ დავაპირე, ნაცნობი პრობლება დამხვდა: "Comp" is not accesible... Please contact your administrator". თურმე ტყუილად დავაბრალე ვინოუსს... აღნიშნული პროგრამა კარგია, მაგრამ ალბათ იმ დროში, როცა მას ”მონაცემთა პოლიციაში” წერდნენ, არ არსებობდა ანეგდოტი: ციტატა ორი პოლიციელი საუბრობს: - გაიგე, ყველა ჩვენგანს პატრულირებისას ძაღლები უნდა დაგვირიგონ! - კი, მაგრამ რად გვინდა? - უმფროსმა თქვა, ერთი ჭკუა კარგია, ორი - უკეთესიო. სისტემური სალტე იქა, L2 ქეში აქა, მეგაჰერცი იქა, მეგაბაიტი აქა. ახლა კი ტექნიკური დეტალები: პროგრამა Win Roll Back ჩემს მიერ გატესტილია 4-ჯერ სამ კომპზე. ერთი ცუდი თვისება ისა აქვს, რომ ქსელს ცალმხრივს ხდის. სამუშაო ჯგუფის კომპებიდან საკუთარ კომპში და სხვა კომპ(ებ)შიც უპრობლემოდ შედის, მაგრამ სხვა კომპიდან ვერავინ ახერხებს შერინგებში შემოსვლას. მეორე კი ის, რომ თუ პროგრამა (ვირუსიც) დააყენე ჩართული დაცვის დროს, მერე რესტარტის გარეშე დაცვა გამორთო, აი, მერე დაარესტარტო, პროგრამა (ვირუსიც) დაყენებული რჩება. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა?! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დახმარებას არ ვითხოვ, უბრალოდ განვსაჯოთ, იქნებ გამოსავალი არის მის სამკურნალოდ, თუ Shadow User-ი სჯობია?! -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:23 AM |