მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სკრიპტები ოპერასთვის
domen
პოსტი Jan 23 2008, 05:49 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



როგორც იცით, ინტერნეტში სეირნობა შეიძლება ჩვენთვის უფრო მისაღები გავხადოთ ბრაუზერის სკრიპტების მეშვეობით, რომელიბიც მითითებულ გვერდს ყოველი გახსნისას გარდაქმნიან შესაბამისად. მაგალითად, შეიძლება დაიწეროს სკრიპტი, რომელიც კომპინფოს მთავარ გვერდზე ნავიგაციის პანელს გააქრობს, ფერს შეუცვლის, გადაადგილებს და ა.შ. ამ სკრიპტის გააქტიურებისას თქვენ ყოველ შესვლაზე დაინახავთ შესაბამისად შეცვლილ გვერდს. საკმაოდ მოხერხებულია, თუ ვებ-გვერდის შეცვლის უფლება არ გაქვთ, მაგრამ გინდათ :-)

ასეთ სკრიპტებს Firefox-ში GreaseMonkey-ს სახელით ვიცნობთ და საკმაოდ პოპულარულიცაა, თუმცა მე სულ ცოტა ხნის წინ "აღმოვაჩინე", რომ იგივე ოპერაშიც კეთდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ჯერ აღვწერ დაყენების ინსტრუქციებს, შემდეგ გადავიდეთ სკრიპტებზე. ესე იგი, ვხსნით ოპერას და შევდივართ

Tools > Preferences > Advanced > Content > Javascript options > ქვემოთ ტექსტურ ველში ვწერთ იმ საქაღალდის მისამართს, სადაც ჩავყრით სკრიპტის ფაილებს (მე გირჩევთ, მოათავსოთ Opera-ს მთავარ საქაღალდეში, ვთქვათ, მისამართზე C:\Program Files\Opera\MyJS) > Ok > Ok > ვარესტარტებთ ბრაუზერს ყოველი შემთხვევისთვის.

ესეც პირველი სკრიპტების ნაკრები - ჩამოსატვირთი სერვერების ოპტიმიზირება ოპერასთვის (ამოაარქივეთ და ჩაყარეთ ზემოთ მითითებულ საქაღალდეში).

არქივში მოთავსებულია 15 სკრიპტი, რომლებიც, შესაბამისად, ოპტიმიზაციას უკეთებს 15 სერვერს, დაწვრილებითი სია შეგიძლიათ ჩამოტვირთვის შემდეგ ნახოთ, მათში შედის Rapidshare-იც.

Rapidshare იმიტომ გამოვყავი, რომ აქტიურად ვიყენებ და შემიძლია ვთქვა, რომ

ფაილის ჩამოსატვირთად შესვლისას ავტომატურად ირჩევს "Free" გეგმას, აშორებს ზედმეტ რეკლამებს ჩამოსატვირთ გვერდს, გამოსცემს ხმოვან სიგნალს, როცა ტაიმერი ათვლას რჩება (ეს მაგრად მომეხმარა, სულ მავიწყდება) და ღილაკზე დაჭერისას ღილაკს ცვლის ბმულით, რაც საშუალებას იძლევა, ფაილი ნებისმიერი Download manager-ით ჩამოვტვირთოთ. აი ამ სკრიპტით "გასუფთავებული რაპიდის გვერდი:

(IMG:http://123.ge/uploads/1/159507_rapid.png)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Jan 23 2008, 05:53 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 04:58 AM