![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 115 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 482 ![]() |
გახსოვთ ადრე რომ სკაიპში ვიღაცისთვის კეილოგერის გაგაზავნა მინდოდა და კომპინფოს 2005 წლის ნომრებში როგორც ეწერა ისე გავაკეთე, მაგრამ შემთხვევით ეს დასკლეიკებული ფაილი რომ გამეხსნა და ჩემს კომპში აღმოჩნდა....
კი მირჩიეთ სტარტერი გადმოიწერეო და სეიფ-მოდში გადაიტცირთეო...მ აგრამ ვერაფერი გავიგე... თუ შეიძლება უფრო დეტალურად მაიხსენით (IMG:style_emoticons/default/wink.gif) |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
ქართული ანდაზა გამახსენდა, რომლის ციტირება ზედმეტია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
-------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
ბოდიშით ზედა პოსტის ზომის სიმცირისთვის. დამატებითი ინფორმაციის ჩამატება მინდოდა, მაგრამ ამ დამატებითი ინფოს ძიებამ გამართო (რედაქტირების შესაძლებლობა კი მხოლოდ გამოქვეყნებიდან 15 წთ-ს განმავლობაში არის მისაწვდომი:-)
ირკა მაგ კეილოგერს, ამ დროისთვის, უსაბრთხოების პროგრამების უმრავლესობა უნდა იჭერდეს. თუ ანტი-ვირუს/შპიონი გიყენია და ჯერ სკანირება არ ჩაგიტარებია, პირველ რიგში განაახლე (Update), შემდეგ კი დაასკანირე მთლიანად კომპიუტერი (Scan Computer). თუ სკანირება შედეგს არ მოიტანს ან ნაპოვნ ბოროტმოქმედ პროგრამებში ვერ იპოვი (ან ჩათვლი რომ ვერ იპოვე;-) ის რასაც ეძებდი, ან თუ ანტი-ვირუს/შპიონი არ გიყენია და/ან შენ ავტივირუსს შპიონების პოვნა არ შეუძლია*, მოიქეცი შემდეგნაირად: გამოიყენე Kaspersky Online Virus Scanner რომელიც შენ კომპიუტერში იპოვის ყველა მისთვის ცნობილ ბოროტმოქმედ პროგრამას (ვირუსებს, შპიონებს, ტროანებს ..) ან ჩამოტვირთე Dr.Web CureIt!, რომელიც ასევე ეძებს ყველა მისთვის ცნობილ malware-ს**), ამავდროულად არ საჭიროებს ინსტალაციას, და თვითგანახლებადია. აგრეთვე იხილე: Trend Micro™ HouseCall და avast! Virus Cleaner - ჩამოტვირთვის ბმული - იმ შემთხვევაში თუ ზემოთხსენებულმა ხერხებმა არ გაამართლა ან გაზარება დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვა და გინდა არსებული (უკვე დაყენებული) ანტივირუსით და/ან ანტიშპიონით გადაწყვიტო პრობლემა, გააგზავნე ეგ კეილოგერი (და ნებისმიერ საეჭვო ფაილი) შენი უსაბრთხოების პროგრამის მწარმოებელთან ანალიზისთვის. ეს გზა 100% შეგენიანია რადგან ამ შემთხვევაში მაგ საეჭვი ფაილ(ებ)ს გაანალიზებენ სპეციალისტები ანტივირუსულ ლაბორატორიაში და თუ აღმოაჩენენ მასში/მათში რაიმე არასასურველს და/ან საშიშს, დაურთავენ მის/მათ სიგნატურას (ასევთქვათ თითის ანაბეჭდს) რიგით მომდევნო განახლებების პაკეტს. ანუ მინიმუმ 2 სთ-ში, მაქსიმუმ 2 დღეში, "წამალი" მისაწვდომი იქნბა (რათქმაუნდა თუ საჭიროა:-). ფაილის გაგზავნის ორი გზა არის მისაწვდომი: 1. თვითონ უსაბრთხოების პროგრამიდან. სამწუხაროდ საჭირო ღილაკი (ბმულის) სხვადასხვა ანტი-ვირუს/შპიონში განსხვავებულადაა განლაგებული და მისი პოვნა უმრავლესშემთხვევაში ძნელია. 2. სპეციალურ ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნით. Kaspersky Anti-Virus-ის (KAV) ან Kaspersky Internet Security-ს (KIS) მომხმარებლებო: 1) ჩადეთ საეჭვო ფაილი პაროლით დაცულ ZIP ან RAR არქივში (გაზიპეთ ან დარარეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ პაროლის დადება:-) 2) შექმენით ახალი წერილი და მიამაგრეთ (Attach) თქვენ მიერ შექმნილი ფაილი. 3) წერილის ტანში მიუთითეთ არქივზე დადებული პაროლი. 4) გააგზავნეთ წერილი მისამართზე: newvirus@kaspersky.com წყარო: http://forum.kaspersky.com/index.php?showtopic=13881 Grisoft-ის პროდუქციის (AVG Anti-Virus/Anti-Spyware/Anti-Malware/Internet Security) მომხმარებლებო გაიმეორეთ ზემოთ აღწერილი პირველი სამი ნაბიჯი, შემდეგ გააგზავნეთ წერილი ელ. ფოსტის მისამართზე: virus@grisoft.com წყარო: http://www.grisoft.com/doc/51/us/crp/0/num/486#faq_486 (What to do when I suspect any file it is infected?) Eset NOD32-ის მომხმარებლებო:
Avira-ს პროდუქციის (Avira AntiVir PersonalEdition Classic/Premium და Avira Premium Security Suite) შეავსეთ ფორმა კომპანია Dr.Web-ის პროდუქციის მომხმარებლებმა გააგზავნეთ საეჭვო ფაილები email-ზე: vms@drweb.com (არქივირება დაგჭირდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთდროულად რამდენიმე ფაილს აგზავნით, და/ან თუ თქვენი საფოსტო სერვერი არ გაძლევთ გაშვებადი ფაილების - გაფართოებებით .exe და .msi - გაგზავნის უფლებას) წყარო: http://support.drweb.com/ *მაგალითისთვის: AVG Anti-Virus-ი არ ეძებს შპიონურ პროგრამულ უზრუნველყოფას, ამისთვის Grisoft უშვებს AVG Anti-Spyware-ს. მაშინ როცა KAV/KIS, Dr.Web, NOD32, McAfee, NAV/NIS & Norton 360 გვიცავენ ყველა სახის ბოროტმოქმედი პროგრამისგან. აგრეთვე საყურადღებოა რომ უფასო Avira AntiVir PE Classic გვიცავს მხოლოდ ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფისგან (!), მისი ფასიანი ვერსია Avira AntiVir PE Premium კი აგრეთვე შიონებისგან. avast!-ის უფასო რედაქცია Home Edition გვიცავს ყველა სახის საშიშროებისგან გარდა ბოროტმოქმედი სკრიფტებისა (ეს ფუნქცია მხოლოდ პროფესიონალურ ვერსიაშია მისაწვდომი). **malware (malicious software) - ბოროტმოქმედი პროგრამული უზრუნველყოფა P.S. საინტერესო ინფორმაცია: AVG ერთადერთი ანტივირუსია რომლის მართვა სრულად შეიძლება კლავიატურული კომბინაციებით (თაგუნიას ყოველგვარი გამოყენების გარეშე;-). -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 10:56 AM |