![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ერთი კვირა იქნება, რაც ოპერას შემქმნელების ბლოგი არ მომინახულებია და აღმოჩნდა, რომ კარგა დიდი მოვლენაც გამოვტოვე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Opera 9.5, კოდური სახელწოდებით Kestrel, გამოვიდა! მართალია, ვერსია ჯერჯერობით ალფაა, მაგრამ ხომ არის! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შესაძლებლობათა ჩამონათვალი(Feature Set) და ცვლილებათა ისტორია(ChangeLog) საკმაოდ დიდია, როგორც ჩანს, ჯგუფმა მართლა მძიმედ იმუშავა(ბოლო-ბოლო, მთელი Rendering ძრავა თავიდანაა გადაწერილი!) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰოდა, რადგანაც ვიცი, რომ ეს ბრაუზერი რეკლამას ყოველთვის ამართლებს, ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვა ეს 5 მბ ჩემს კომპში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არადა, არ ვიცი, რის გამო(შეიძლება ძალიან ბევრი ხალხი იწერს?), მაგრამ ოპერას საიტიც ძალიან ნელა მუშაობს და ჩამტვირთვაც ადგილ-ადგილ წყდება. ახლა მეტს ვერაფერს დავწერ, თუ ახალი ოპერას დანახვაზე გაქცეული IE-ს დეველოპერის მობრუნება შეგიძლიათ, მაშინ ყველაფერში გაერკვევით :-) ასე ერთ საათში კი კომპინფოზე სიახლესაც გამოვაცხობ :-) ბლოგი - ინფორმაცია რელიზზე ოფიციალური საიტი - ინფორმაცია რელიზზე ოფიციალური საიტი - ჩამოსატვირთი ბმული -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 04:37 AM |