![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ცოტა ხნის წინ უბრალოდ დავსეირნობდი ინტერნეტში და სრულიად შემთხვევით წავაწყდი plug-in-ს Opera-სთვის, რომელიც საშუალებას იძლევა Opera-შივე გავხსნათ გვერდები IE-თი. ამისთვის საჭიროა რამდენიმე მარტივი ოპერაციის ჩატარება და, ავტორის სიტყვებით, ყველაფერი კარგად იმუშავებს, თუმცა ჩემთან რატომღაც ყველა ხელახალი ჩატვირთვისას ორჯერ აგდებს შეცდომას ”Unknown Library". გვერდი მაინც იტვირთება, მაგრამ ყოველ ჩატვირთვაზე ასეთი შეტყობინების ორჯერ დახურვა იმდენად უსიამოვნოა, რომ ლამის ამ შესაძლებლობის გამოყენებაზეც ამაღებინოს ხელი.
მოკლედ, ინსტრუქცია ასეთია: ჯერ ვიწერთ თვითონ Plug-In-ს, სახელად Neptune და ვაინსტალირებთ. შეიძლება ინსტალერმა არ იმუშავოს და მოგიწიოთ ფაილების ხელით კოპირება შესაბამის საქაღალდეებში. ასეთ შემთხვევაში გადმოწერეთ Neptune files for IE და ჩააკოპირეთ საქაღალდეში C:/program files/Internet Explorer/PLUGINS. შემდეგ გადმოწერეთ Neptune files for Opera და ვაკოპირებთ საქაღალდეში C:\program files\Opera\program\plugins. შეგვიძლია განვაგრძოთ ინსტალაცია. შემდეგ შევდივართ საიტზე operawiki(სხვათა შორის, აქ შეგიძლია მრავალი სასარგებლო ინფო ნახოთ Opera-ს შესახებ), ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ღილაკს ორიდან(მე ორივეს გირჩევთ) - "View in IE" და "View in IE (on the same tab)" და ვაჭერთ. გამოვა დამადასტურებელი შეტყობინება, რომ თქვენ ამატებთ ახალ ღილაკს, და განახებთ მის კოდს. დაეთანხმეთ და გადაათრიეთ ახალი ღილაკი სადმე პანელზე. ამის შემდეგ ამ ღილაკზე დაჭერით ოპერადან გაუსვლელად შეგეძლებათ ნახოთ, როგორ გამოიყურება გვერდი IE-ში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ინგლისური ინსტრუქცია. ვინც დააყენებთ, დაწერეთ, როგორ მუშაობს თქვენთან. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Sep 1 2007, 12:54 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 03:33 PM |