მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ქსელი და ჰამაჩი, დიიდი გაუგებრობა
domen
პოსტი Feb 20 2008, 10:18 AM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მოკლედ, გვაქვს თამაში, რომელიც გუნდურად ითამაშება მხოლოდ ლოკალურ ქსელში. გადაწყვეტა დიდი ხანია ვიცით - Hamachi.

ჩემთან ყველაფერი მშვენივრად წავიდა, მაგრამ მეორესთან ინსტალატორი Update-ის გაკეთების საშუალებას იძლეოდა მხოლოდ (ინსტალაციისას არა) და შუაში წყვეტდა (როგორც შემდეგ გავარკვიე, ადრე ჰქონდა ინსტალირებუილი ეს პროგრამა და მერე არასწორად წაშლილი, ინსტალატორს ეგონა, განახლებაა საჭიროო და ამიტომ შვებოდა ასე).

გამოსავალი მხოლოდ ერთი დავინახე - Portable Hamaci. ასეთი რამე ბუნებაში არსებობს, მაგრამ ძალიან ზოგადი მითითებების სახით ("ესე იზამ, მერე ისე და ეგაა რა!"). ამიტომ, სანამ გავუგზავნიდი მეორეს ჩემ მიერ გაკეთებულ portable ვერსიას, მე თვითონ გავტესტე. პრობლემები არ ყოფილა, პროგრამა ამუშავდა ჩვეულებრივად.

იქით მხარესაც იგივე - მშვენივრად ამუშავდა პროგრამა, ჩავრთეთ თამაში და უცებ იქით მხარეს შუქი ჩაქრა. ჩართვის შემდეგ კი ინტერნეტი აღარ მუშაობდა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ჩემთან რესტარტის მერე ყველაფერი მშვენივრადაა ..

ესე იგი, დავაზუსტოთ:

კომპზე (Windows XP SP 2), რომელიც ჩართულია სამეზობლო ქსელში, არის მხოლოდ ერთი Network Connection - ლოკალური ქსელის. Portable Hamachi აყენებს კიდევ სამს, ინტერნეტი მუშაობს ჩვეულებრივად. კომპი უცებ გაუთვალისწინებლად რესტარტდება და ჩართვისას კომპი ინტერნეტში აღარ შედის. არ შველის დამატებული Conntection-ების არც გამორთვა, არც წაშლა (ერთ-ერთი არც იშლება).

იმავე კომპზე მეორე, პარალელურად დაყენებული ვინდი მუშაობს ინტერნეტში მშვენივრად, ასე რომ, ქსელის პრობლემები გამოირიცხა, პარამეტრებია სადღაც არეული.

კავკასუსში დარეკა და ვინდოუსის გადაყენება ურჩიეს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მოკლედ, გავიჭედე (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

გაქვთ რამე იდეა?

P.S. "ინტერაქტიულობის" საშუაიება არ არის - კავშირი გვაქვს მხოლოდ ტელეფონით. ასე რომ, თუ შესაძლებელი იქნა, ნუ დასვამთ კითხვებს, დაწერეთ სავარაუდო შემთხვევები თავისი განხილვებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.P.S. ესეც Portable Hamachi, წაიკითხეთ ReadMe.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 10:44 PM