![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ორი დღის წინ ვდგავართ რესურს-ცენტრთან მაღლივში, ველოდებით ლექციის დამთავრებას, რომ შევიდეთ. ამოვწურეთ ყველანაირი სასაუბრო რესურსი და უბრალოდ წინ და უკან დავდივარ ცენტრის კართან და ვათვალიერებ კედლებს...
და უცებ მომხვდა თვალში: (IMG:http://img171.imageshack.us/img171/4826/dsc00615vs8.th.jpg) ვეცი იმწუთში და ერთი სამჯერ მაინც წავიკითხე, მეთქი თვალები მატყუებს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ქვემოთ მოსახევი მისამართი აქვს, შეამჩნევდით, მოვხიე ერთ-ერთი და სახლში მოსვლისთანავე გავხსენი. იმდენად საზიზღარი დიზაინი დამხვდა, იმწუთში ვიფიქრე, რამე ბლეფია-მეთქი და ახალი მეილი დავარეგისტრირე, იქიდან დავრეგისტრირდი და დაველოდე პასუხს. პასუხი, როგორც მითითებული იყო, რამდენიმე საათში მოვიდა და ჩემი ანგარიშის მონაცემები, ანუ ფორუმული სახელი, FTP-ს მისამართი, სახელი და პაროლი მაცნობა: ციტატა გამარჯობა ! ეს არის თქვენი ინფორმაცია: Forum username: < -- > Domain/Subdomain: < -- >.unlimitedandfree.com Host: web233.opentransfer.com FTP/FrontPage Login: < -- > FTP/FrontPage Password: < -- > Port: none (default) გმადლობთ. UnlimitedAndFree.Com ადმინისტრაცია პირადი მოსაზრებით, წერილი მშვენივრად ჩამოყალიბებულად მეჩვენა (რატომ, არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). როგორც ხედავთ, ბაზებთან წვდომის პარამეტრები არსადაა, ამიტომ გავაგზავნე კიდევ ერთი წერილი შესაბამისი კითხვით და პასუხად მომივიდა: ციტატა monacemta baza tu gsurT, unda mogvwerot Semdegi informacia: *forumis saxeli (forum username): tester *Name of database: Database description: *Username: *Password: *varskvlaviT aRniSnuli aucilebelia. amis Semdeg Tqven miiRebt dawvrilebiT informacias, Tu rogor unda SexvideT monacemTa bazis control panelSi UnlimitedAndFree.Com Administration ალბათ გასაგებია, რომ მეილის და დამატებითი FTP მომხმარებლების პარამეტრებზეც ადმინისტრაციის "შეწუხება" :-) მოკლედ, შევაჯამოთ: პლიუსები: გადასარევი იდეა - ქართული ინტერნეტის განვითარებაში ფულის ჩადება ცოტას არ ნიშნავს! მშვენიერი მონაცემები - 1 GB სივრცე, შეუზღუდავი ტრაფიკი, ელ-ფოსტები, ვებ-საიტები, მონაცემთა ბაზები .. კარგი სიჩქარე - დავტესტე და სერვერს მისაღები (ცოტა უკეთესიც კი) სიჩქარე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ჰოსტზეა. სწრაფი საპორტი - ჯერჯერობით მეილებს ნახევარი დღის ვადაში პასუხობენ. ვნახოთ, რა მოხდება სრული დატვირთვის შემდეგ. მინუსები: საშინელი დიზაინი -ყველაფერ სხვას თავი დავანებოთ, 2008 წელია და საიტი Acadnusx-ში მხვდება! პირველი არხის ძველი საიტი გამახსენდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) არაავტომატიზირებული პროცესი - ყველაფერი ადმინისტრაციის გავლით ხდება. ერთი მხრივ, ეს ანელებს პროცესს, მეორე მხრივ კი საერთოდ შლის დაცვას. მაგალითად, მე სატესტოდ localhost-საც მშვენივრად ვიყენებ, ჩემს მუშა საიტს კი მანდ მხოლოდ იმის გამო არ განვათავსებ, რომ ადმინისტრაციამ ყველა ჩემი პაროლი იცის და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება არ გაუჭირდება. მოკლედ, იდეა კარგია, ფულის ჩადება მთლად უკეთესი, მაგრამ ძალიან კარგი დამუშავება რომაა საჭირო, ფაქტია. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th August 2025 - 04:43 PM |