მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Sound Card - დრაივერის პრობლემა, :blink:
domen
პოსტი Jun 21 2008, 09:21 AM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მოკლედ, მაქვს Asus P5K SE მაზერი ინტეგრირებული Realtek-ის ხმის ბარათით. შესაბამისად, დისკზე არის შესაბამისი დრაივერი.

გუშინწინ გადავაყენე ვინდი (Compinfo Edition დისკით, მთავარ გვერდზე რომ იდო, ორიგინალი XP SP2-ით), ჩავრთე კომპი, ავამუშავე ინტერნეტი და რახან დრაივერების დისკების ძებნა მეზარებოდა, დავაყენე Driver Magician (Giorgius-ის თემიდან :-)), განვაახლე და დავქაჩე ყველა დრაივერი, მათ შორის ხმის ბარათისაც. დავაყენე ყველა ერთად და გადავტვირთე კომპი - ხმა ისევ არ ჰქონდა (დანარჩენმა ყველაფერმა იმუშავა).

მოვძებნე დისკი, შევაგდე, გავუშვი ავტომატური ინსტალაცია, იცნო, ხმის დრაივერი გინდა შენო, დააინსტალირა, გადატვირთა, თავისით გაეშვა, დაწერა, დრაივერების დაყენება დამთავრდაო (ამ მომენტისთვის ხმის ბარათის დასახელების გასწვრივ ეწერა, Installed), მივეცი OK და უცებ დაწერა, ხმის დრაივერი არააო (IMG:style_emoticons/default/blink.gif)

გავუშვი თავიდან, დააინსტალირა, გადატვირთა, დაწერა დაყენებულიაო, მივეცი OK და უცებ დაწერა, ხმის დრაივერი არააო! კაარგი! გავუშვი თავიდან, დააინსტალირა, გადატვირთა ... (IMG:style_emoticons/default/wacko.gif)

ნახევარი საათის მერე დავნებდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ვინმეს შეგხვედრიათ მსგავსი რამე? რა ვუშველო?


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 03:04 AM