მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Wakoopa!, საინტერესოა :-)
domen
პოსტი Oct 26 2008, 03:05 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



საკმაოდ საინტერესო რამეს წავაწყდი დღეს ინტერნეტში სეირნობისას, მგონი თქვენც მოგეწონებათ ;-)

Wakoopa! - კიდევ ერთი ჰუნგა-ბუნგა სახელწოდების, Web 2.0 Look'n'Feel-ისა და იდეის სტარტაპია (რაღა სტარტაპი, უკვე 2 წელია მუშაობს), მოკლედ რომ ვთქვათ, აგროვებს ინფორმაციას თქვენს მიერ გამოყენებულ პროგრამებზე და ათავსებს მათ თავის სერვერზე შემდგომი დამუშავებისთვის.

"შემდგომი დამუშავება" ასეთი ინფორმაციის პირობებში საკმაოდ საინტერესოა - თქვენ გეძლევათ საკუთარი გვერდი, სადაც თავსდება თქვენ მიერ გამოყენებული პროგრამების სია ათასგვარი სახით და ასევე, ეს სია მონაწილეობს საერთო სტატისტიკის შედგენაში, ორი სიტყვით სულ ესაა :-)

შესაძლებელია გუნდების შედგენა, მეგობრების მოძებნა და დამატება, პროგრამების განხილვა, კომენტარების დამატება და ა.შ. - სრულყოფილი კომპიუტერული სოციალური ქსელია.

და მგონი კომპინფოსაც ეკუთვნის ერთი გუნდი ;-) საინტერესოა, ჩვენ რას ვიყენებთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

მოკლედ, ვისაც გსურთ, დარეგისტრირდით, გადმოწერეთ პატარა პროგრამა თქვენი პროგრამებისთვის თვალყურის სადევნებლად და გაწევრიანდით კომპინფო ჯგუფში ;-)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2025 - 12:55 AM