![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ზარმაცი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 21 ![]() |
მოკლედ ვაპირებ ციფრული ფოტო კამერის ყიდვას და ვეძებდი ინტერნეტში. შევედი ერთერთ ფოტოგრაფების ფორუმზე სადაც სხვადროსაც ხშირად შევდივარ ხოლმე ფოტოების დასათვალიერებლად. ვნახე გასაყიდი ფოტოები და დამჭირდა მის გამყიდველთან რაღაც რუღაცეების შეთანხმება. რა არის ამისთვის საქჭირო? რათქმაუნდა რეგისტრაცი უნდა გქონდეს გავლილი საიტზე მაგრამ თუ არ გაქვს კითხულობ ამას
ციტატა დღეიდან საიტზე ამოქმედდება რეგისტრაცია რეკომენდაციის საშუალებით. კერძოდ, კლუბის წევრებს, რომელთა სტატუსი არის ამატურ, ამატურ+, ფოტოგრაფი, მასტერი შეუძლიათ მიმართონ ადმინისტრაციას რეკომენდაციით ახალი მომხმარებლის რეგისტრაცის შესახებ. ამისათვის საჭიროა რეკომენდაციის გამწევმა ელ.ფოსტის საშუალებით (invitation ‘@’ boke.ge) მიაწოდოს ადმინისტრაციას სრული ინფორმაცია მის მიერ რეკომენდირებულ პირზე. კერძოდ: 1. მომხმარებლის სასურველი სახელი (Username) 2. სახელი და გვარი 3. საკონტაქტო ინფორმაცია(ელ.ფოსტა და ტელეფონი). ასევე აუცილებელია, რომ რეკომენდაციის გამწევსაც სრულად ჰქონდეს შევსებული ზ/მითითებული ველები. აღნიშნული ინფორმაციის არასრული მოწოდების შემთხვევაში, ადმინისტრაცია არ განიხილავს რეკომენდირებულის კანდიდატურას. რეკომენდაციის გამწევი ხდება რეკომენდირებულის თავდები. კერძოდ რეკომენდირებულის დარღვევები ზეგავლენას იქონიებს რეკომენდაციის გამწევისგან მომავალში რეკომენდაციების მიღებაზე (აღნიშნული არ ეხება მცირე დარღვევებს) რეკომენდაციები არ მიიღება ზ/აღნიშნული ჯგუფების იმ წევრებისგან, რომელთა warn-ების ოდენობა რეკომენდაციის გაწევის მომენტისთვის შეადგენს 20 ან მეტ პროცენტს. დადგენილია რეკომენდაციების ყოველთვიური ლიმიტი: 1. ამატურ – 1 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში) 2. ამატურ + – 2 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში) 3. ფოტოგრაფი – 3 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში) 4. მასტერი – 4 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში) გამონაკლისის სახით ადმინისტრაციას შეუძლია თავად დაუშვას რეკომენდაციების გაზრდილი ლიმიტი კონკრეტული მომხმარებლისგან. მიღებული რეკომენდაციები განიხილება ყოველი კალენდარული კვირის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის ბოლო არ ემთხვევა კალენდარული კვირის ბოლოს, კანდიდატურები განიხილება მომდევნო თვის პირველი კალენდარული კვირის ბოლოს. რეგისტრაციაზე მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ახალ წევრთან დაკავშირება მოხდება ელ.ფოსტის საშუალებით. ჯერ გამეცინა მერე ნერბევიმომეშალა თუ ორივე ერთად მერე გამიჩნდა კითხვა კიმარა რა "კლუბი" აქვთ ამისთანა ან თუ "ამისთანა კლუბი" არაა კიმარა რა დარღვევები უნდა მომხდარიყო საიტზე რო ასეთი სიმკაცრეა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ან იქნებ სხვა რამეშია საქმე და მე ვერ ვხვდები მოკლედ არავის არ ვიცნობ მაგ საიტზე და მიწერასაც აზრი არ აქვს ალბათ ეგენი სანამ განიხილავენ და დაამტკიცებენ ... :ვაგლახ: -------------------- ჩაბარუხელი
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd August 2025 - 10:47 PM |