მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
Giena
პოსტი Jul 15 2009, 05:59 PM
პოსტი #101


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 15th July 2009 - 12:29 PM) *
და ძალიან გთხოვთ ოპოზიციის საწინააღმდეგოს რომ ვამბობ ნურავინ ჩათვლის რომ მთავრობას ვემხრობი

მაშინ მთავრობის საწინააღმდეგო (ფაქტს ყველასგან დადასტურებულს!), რომ ვამბობ ნუ ამბობ გრეჩიხა არ მინდაო დათქვი რეალურად ცუდია ეს თუ კარგია რატომ არის კარგი ისიც დაასაბუთე...
ციტატა(beka_sh @ 15th July 2009 - 12:29 PM) *
, კარგად წაიკითხეთ პოსტები, თქვენ ხომ თხოვთ მთავრობას პასუხს და ოპოზიციის დანაშაულზე არაფერს ამბობთ, მე კიდევ ოპოზიციის საქციელზე ვითხოვ პასუხს. სულ ეს არის.

შე კაი კაცო მთავრობაა ამ ქვეყნის მმართველი თუ ოპოზიცია? მთავრობას უნდა მოვკითხოთ ჯერ და შემდეგში თუ ოპოზიცია მოვა მთავრობაში ვდევნოთ (პირდაპირი მნიშვნელობით, პირველივე შემთხვევაში!) ისინი... დღესდღეობით ყველაფერს მთავრობა წყვეტს და არა ოპოზიცია, რომელიც შენ ასე არ მოგწონს (ვადასტურებ ბევრი პოლიტიკოსისადმი ჩემს ანტიფათიას!)...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 15 2009, 07:06 PM
პოსტი #102


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Giena
ციტატა(Giena @ 15th July 2009 - 09:59 PM) *
რომ ვამბობ ნუ ამბობ გრეჩიხა არ მინდაო დათქვი რეალურად ცუდია ეს თუ კარგია რატომ არის კარგი ისიც დაასაბუთე...

მე წინ ვიყურები, ბევრჯერ წავიმტვრიეთ ცხვირი და ბოლო-ბოლო მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში წადი-წადის არ ვიძახდეთ, წინ თუ გაიხედებით (უკანაცა საჭიროა გახედვა, რომ დაინახოთ ვინაა კარგი და ვინაა ცუდი) ე.წ. გრეჩიხა არც თქვენ მოგეწონებათ და ბევრიც სხვა.
ციტატა(Giena @ 15th July 2009 - 09:59 PM) *
შე კაი კაცო მთავრობაა ამ ქვეყნის მმართველი თუ ოპოზიცია? მთავრობას უნდა მოვკითხოთ ჯერ და შემდეგში თუ ოპოზიცია მოვა მთავრობაში ვდევნოთ (პირდაპირი მნიშვნელობით, პირველივე შემთხვევაში!) ისინი... დღესდღეობით ყველაფერს მთავრობა წყვეტს და არა ოპოზიცია, რომელიც შენ ასე არ მოგწონს (ვადასტურებ ბევრი პოლიტიკოსისადმი ჩემს ანტიფათიას!)...

შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ რახან ახლა პრიორიტეტი მთავრობის ჩამოგდებაა, მივუშვათ ეს დამნაშავე ელემენტები თავის ნებაზე და თავზე რომ წამოგვაჯდებიან ისე, რომ არც გვკითხავენ მერე მაგათ დავუწყოთ გადადექიო? ლოგიკა სადაა მანდ? ასე თუ მივაყურადეთ სულ, ამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოვალთ ვერასდროს!!!
ამაზე დაფიქრდი.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 15 2009, 08:17 PM
პოსტი #103


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 15th July 2009 - 10:06 PM) *
მე წინ ვიყურები, ბევრჯერ წავიმტვრიეთ ცხვირი და ბოლო-ბოლო მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში წადი-წადის არ ვიძახდეთ, წინ თუ გაიხედებით (უკანაცა საჭიროა გახედვა, რომ დაინახოთ ვინაა კარგი და ვინაა ცუდი) ე.წ. გრეჩიხა არც თქვენ მოგეწონებათ და ბევრიც სხვა.

როგორ გგონია "დაიცავი საქართველო"-ში ვინც გაწევრიანდნენ ჩვენზე მეტი გამოცდილება და გონება არ აქვთ? თუნდაც მხოლოდ ჭაბუა ამირეჯიბი ავიღოთ... შენ თუ იყურები ისინიც იიყურებიან და სჯერათ იმისა რასაც აკეთებენ და ისე არ მოხდეს, რომ თუ კარგად დამთავრდა ყველაფერი ვახ შევმცდარვარო იტყვი და თუ ცუდად აი ხომ ვამბობდი წინასწარ ვიცოდი რაც გველოდაო, საქმე იმაშია ბექა, რომ ქვეყანას პირველ რიგში უმოქმედობა ანგრევს და შემდეგ ყველა ერთად ვიმოქმედებთ და ვერცერთი მთავრობა ფეხებს ვერ მოგვჭამს და ერთად თუ არ მივცემთ ხმას ბურჯანაძე ისიც ვერ მოვა...

ციტატა(beka_sh @ 15th July 2009 - 10:06 PM) *
შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ რახან ახლა პრიორიტეტი მთავრობის ჩამოგდებაა, მივუშვათ ეს დამნაშავე ელემენტები თავის ნებაზე და თავზე რომ წამოგვაჯდებიან ისე, რომ არც გვკითხავენ მერე მაგათ დავუწყოთ გადადექიო? ლოგიკა სადაა მანდ? ასე თუ მივაყურადეთ სულ, ამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოვალთ ვერასდროს!!!
ამაზე დაფიქრდი.

როგორც მე გავიგე მთავრობას არ ემხრობი და ხვდები მათ დანაშაულებს ხომ? მოდი მაშინ ესე ვიფიქროთ იმაზე კი არ ვამახვილოთ ყურადღება, რომ მთავრობა არ უნდა წავიდეს რადგან ბურჯანაძე "მოვა" არამედ გავიდეთ ხალხში და იმის მტკიცება დავიწყოთ, რომ ეს მთავრობა გავუშვათ და ბურჯანაძის და ნოღაიდელის (კიდევ იმ ხალხის ვინც არ მოგვწონს და მიგვაჩნია ცუდ "ტიპებად") მთავრობაში მოსვლა არ დავუშვათ, ეს უფრო გამართლებული იქნება, რადგან ასეთი ნიჰილიზმის თესვით წინ ვერასოდეს ვერ წავალთ, ვინც გვყავს საშინელებაა მომავალში ვინც გვეყოლება რამდენად საშინელი იქნება სწორედაც რომ ხალხზეა დამოკიდებული რამდენად ერთად ვიდგებით! მოდი ესე ვთქვათ ის პოზიცია რაც შენ გიჭირავს: თუ კარგად დამთავრდა ყველაფერი შევცდიო იტყვი და თუ მთლად საუკეთესო მთავრობა არ შეგვხდა (არ ვიტყვი ამაზე უარესს რადგან ამაზე უარესი არ არსებობს!) მაშინ იტყვი ხომ ხედავთ მართალი ვიყავიო და შეიძლება ნიშნის მოგებითაც გამოგვხედო ერთხელ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ კარგია... არც ერთი მდგომარეობა (ხალხის ვინც მიტინგზე დგას და სჯერა) და არც მეორე (სახლში ჯდომის და შორიდან ყურების პოლიტიკა რადგან არ ჯერათ) არ არის გამართლებული... პირველი იმ შემთხვევაშია გამართლებული თუ ხალხი ბოლომდე ერთად იდგება და შემეგში როცა ერთერთ ჩვენთაგანს რამე გაუჭირდება გვერდზე დავუდგებით და ბოლომდე გავიტანთ ერთმანეთს (რისიც 100%-ით მჯერა) და არა როგორც 2003-ში მოხდა სრულიად უკანონოდ ხალხს რომ იჭერდნენ და ჩვენ ტელევიზორებიდან ტაშს რომ ვუკრავდით... მეორე პოზიცია კი არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული რადგან ნიჰილიზმი ქვეყნის დანგრევის ტოლფასია! ასე მგონია მე და არ ვცდები არა....



ეს ნახე:
http://gamokitkhva.ge/questions.php?cat=1


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 15 2009, 10:52 PM
პოსტი #104


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



ისე ამდენი პარტიების შექმნას ერთი შექმნან და საქმე აკეთონ ჯობია, სასაცილო ხდება უკვე სახელები, ახალს რომ ვეღარ იგონებენ და ერთმანეთს რომ გავს ყველა.
Giena
ციტატა(Giena @ 16th July 2009 - 12:17 AM) *
მოდი ესე ვთქვათ ის პოზიცია რაც შენ გიჭირავს: თუ კარგად დამთავრდა ყველაფერი შევცდიო იტყვი და თუ მთლად საუკეთესო მთავრობა არ შეგვხდა (არ ვიტყვი ამაზე უარესს რადგან ამაზე უარესი არ არსებობს!) მაშინ იტყვი ხომ ხედავთ მართალი ვიყავიო და შეიძლება ნიშნის მოგებითაც გამოგვხედო ერთხელ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ კარგია...

კარგად დამთავრების იმედი მოთავეების შემხედვარე საერთოდ არ მაქვს და არც ნიშნის მოგებით ლაპარაკს ვაპირებ, უბრალოდ მინდა სიმშვიდე იყოს ამ ქვეყანაში და იგივე ხალხის დაბრუნებით ეს ვერ მოხდება, შენ ისევ აგრძელებ იმის მტკიცებას რომ ოპოზიციაში ანგელოზები არიან (თუნდაც რამდენიმე), ეგ შენი ნებაა გჯეროდეს, მე ამ გათახსირებული ხალხის არ მჯერა, რომლებმაც სულ უახლოესი წარსულიდან დაგვამახსოვრა თავი. შენ რატომ გჯერა ასე ბრმად არ ვიცი და ჭაბუა ამირეჯიბის იმის დასტურად მოყვანა რომ შანსი არაა შეცდნენ მემგონი გადამეტებული შეფასებაა, შეუცდომელი არავინაა და რახან ამირეჯიბია "დაიცავი საქართველო"-ში არ ნიშნავს ეგ 100%-ი გარანტიას (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
მთელ საქართველოს ჯეროდა რომ სააკაშვილი აგვაყვავებდა, მაგრამ გაგვახედა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 16 2009, 05:51 AM
პოსტი #105


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 02:52 AM) *
ისე ამდენი პარტიების შექმნას ერთი შექმნან და საქმე აკეთონ ჯობია, სასაცილო ხდება უკვე სახელები, ახალს რომ ვეღარ იგონებენ და ერთმანეთს რომ გავს ყველა.

ერთი პარტია რომ გვყავს იმიტომაც ვართ კარგ დღეში 6 წელია!!!!

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 02:52 AM) *
კარგად დამთავრების იმედი მოთავეების შემხედვარე საერთოდ არ მაქვს და არც ნიშნის მოგებით ლაპარაკს ვაპირებ, უბრალოდ მინდა სიმშვიდე იყოს ამ ქვეყანაში და იგივე ხალხის დაბრუნებით ეს ვერ მოხდება, შენ ისევ აგრძელებ იმის მტკიცებას რომ ოპოზიციაში ანგელოზები არიან (თუნდაც რამდენიმე), ეგ შენი ნებაა გჯეროდეს, მე ამ გათახსირებული ხალხის არ მჯერა, რომლებმაც სულ უახლოესი წარსულიდან დაგვამახსოვრა თავი.

ფორუმის ერთი წევრი მითხარი რომელმაც ცუდად დაგამახსოვრა თავი ბოლო წლების განმავლობაში! ანუ შენი სიტყვით ჯობია ამათმა გვჭამონ ვიდრე სხვაამ? იქნებ ესენი საერთოდ არ გვჭამენ? (ამ მთავრობას ვგულისხმობ) ან იქნებ ყველაფერი რიგზეა?

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 02:52 AM) *
უბრალოდ მინდა სიმშვიდე იყოს ამ ქვეყანაში

ომიც რუსეთმა ხომ არ დაგვიწყო შემთხვევით? რომ გამოპქვეყნდება ევროსაბჭოს დასკვნა და ეწერება რომ ჩვენ დავიწყეთ ომი მერე რას იტყვი? მამისონის უღელტეხილის 18 კილომეტრიანი ზოლი რომ ჩააბარეს ისიც არ გვჭირდება? შენ სიმშვიდე კი არ გინდა შენ გინდა ოპოზიცია არ მოვიდეს რადგან იმის მაგივრად გამოსავალი ეძებო პირიქით ამბობს ის ვინ არის მერე რა რომ ანგრევენ ქვეყანას მთავარია არ მოვიდეს ის ვინც ბოლო წლებში შეცდომა დაუშვაო, აბსურდია მე თუ მკითხავ! რაც შეეხება "დაიცავი საქართველო"-ს წევრებს მანდ ძალიან გთხოვ ცოტა ფრთხილად ვიყოთ რადგან ისეთი ქართველების უმეტესობაა, რომელთაც საქართველოსთვის შენზე, ჩემზე, ყოველ ჩვენთაგანზე ამ ფორუმზე და ბევრზე კიდევ მეტი გაუკეთებია და აკეთებს ასე რომ ვერ დამაჯერებ შენ იმას მხოლოდ იმ მოტივით რომ ოპოზიცია ცუდია, ცდება ყველა.


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 16 2009, 06:23 AM
პოსტი #106


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



ის ერთი პარტია გვჭამს და ამათი შექმნილი ათასი რას მიკეთებს რომ ქმნიან და ქმნიან, წყლის ნაყვაა მაგათი ტინგიცი, ამერიკაში ორი პარტიაა სულ და ჩვენზე ბევრად უკეთ ცხოვრობენ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრად ნაკლები პარტია, ჩინეთში 1,5 მილიარდი მოსახლეობით არაა ამდენი პარტია და ჩვენ რა გავხდით რომ 1, 2 ან თუნდაც 10 რომ არ გვყოფნის? ერთი მიზნის (რეალურად საქართველოსთვის ბრძოლის) გარშემო გაერთიანება რომ არ შეუძლიათ ამ დებილ ოპოზიციას იმიტომაა რომ გვჭამს ეს მთავრობა და გვჭამდა წინაც.
ომი ვინ დაიწყო მაგაზე დავას არ დავიწყებ მარტივი მიზეზის გამო, არც შენ იყავი იქ პირველად რომ ისროლეს და არც მე, ასე რომ ვერცერთი ზუსტს ვერ ვიტყვით და ვიღაცის, თავის ინტერესების მიხედვით რომ აბრალებს ან რუსეთს ან ჩვენს მთავრობას, სიტყვებზე კამათს კიდე არ ვაპირებ.
ოპოზიციის მოსვლა სიმშვიდის მაგივრად ქაოსს რომ ნიშნავს იმიტომ არ მინდა, დღეს რომ ოპოზიციას ეძახიან თავის თავს იმათზე ვამბობ, ელემენტარულ საკითხებზე დატინგიცაობენ და თუნდაც იმიტომ რომ ხალხში ნდობა მოიპოვონ სულ მინიმუმ ვერ თანხმდებიან, ზოგი ერთს გაჰყვირის, ზოგი მეორეს. ერთადერთი რის გამოც ხალხმა ჯერ კიდევ ბოდიში და "იდი ნა*უი" არ უთხრა ამათ, არის ის რომ გამწარებულები არიან მთავრობისგან და ამათ დაუნობას ვერ ხედავენ, მაგის დრო რომ მოვა და დაინახავენ გვიანი იქნება.
მე ამ ტოპიკში აღარ დავპოსტავ რა, დავიღალე ძალიან. ასეთ უაზრო კამათში ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით (მინიმუმ მე და შენ Giena (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ).


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 16 2009, 07:01 AM
პოსტი #107


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 10:23 AM) *
ის ერთი პარტია გვჭამს და ამათი შექმნილი ათასი რას მიკეთებს რომ ქმნიან და ქმნიან

რა უნდა ქნან როდესაც არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ არსად და არანაირი საშუალება რომ რამე ქნან...

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 10:23 AM) *
ამერიკაში ორი პარტიაა სულ და ჩვენზე ბევრად უკეთ ცხოვრობენ

ამ ორ პარტიას გაყოფილი აქვს მთელი ძალაუფლება და ყველაფერში მთავრობა არ არის ჩარეული...

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 10:23 AM) *
გარშემო გაერთიანება რომ არ შეუძლიათ ამ დებილ ოპოზიციას იმიტომაა რომ გვჭამს ეს მთავრობა და გვჭამდა წინაც.

გათახსირებული ოპოზიცია! უნაკლო მთავრობა! ვაშაააა!!!

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 10:23 AM) *
ომი ვინ დაიწყო მაგაზე დავას არ დავიწყებ მარტივი მიზეზის გამო, არც შენ იყავი იქ პირველად რომ ისროლეს და არც მე, ასე რომ ვერცერთი ზუსტს ვერ ვიტყვით და ვიღაცის, თავის ინტერესების მიხედვით რომ აბრალებს ან რუსეთს ან ჩვენს მთავრობას, სიტყვებზე კამათს კიდე არ ვაპირებ.

ათასერთი ფაქტი შემიძლია მოგიყვანო თუ ვინ დაიწყო ომი, თუნდა გია ყარყარაშვილის დასკვნას გადახედე...

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 10:23 AM) *
ოპოზიციის მოსვლა სიმშვიდის მაგივრად ქაოსს რომ ნიშნავს იმიტომ არ მინდა

გაგვანათლე ერთი როგორ, თუნდაც იმ დროს რატომ ფიქრობ ესე როდესაც ქვეყანაში ქაოსი კი არა უბედურება ხდება პირდაპირი და ყველანაირი მნიშვნელობით...

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 10:23 AM) *
თუნდაც იმიტომ რომ ხალხში ნდობა მოიპოვონ სულ მინიმუმ ვერ თანხმდებიან, ზოგი ერთს გაჰყვირის, ზოგი მეორეს

არც არის საჭირო მე თუ მკითხავ და აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს 100%, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ნაციონალურ პარტიას!

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 10:23 AM) *
მე ამ ტოპიკში აღარ დავპოსტავ რა, დავიღალე ძალიან. ასეთ უაზრო კამათში ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით (მინიმუმ მე და შენ Giena ).


ერთადერთი მიზეზი რატომაც ვერ შევთანხმდებით ჩევნ ამ კამათში არის ის, რომ როდესაც ჩვენ ფაქტებზე ვსაუბრობთ და ამის გამო პროტესტი გვიჩნდება. შენ ამბობ, რომ მთავარია ეს ოპოზიცია არ მოვიდესო... გადახედე შენს პოსტებს და ამის მეტი არაფერი გიწერია... თან მოყვანილ ფაქტებზეც კი მოხლოდ იმას ამბობ, რომ ამ ოპოზიციის დედა მოვ^&%&^ან და მთავრობაზე არ გითქვამს არცერთი კრიკიკული გამონათქვამი გარდა ამისა:
ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 10:23 AM) *
იმიტომაა რომ გვჭამს ეს მთავრობა


გვჭამს კი არა გვანადგურებს პირდაპირი მნიშვნელობიოთ და შენ ერთხელაც კი არ გიხსენებია ამის შესახებ...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 16 2009, 09:52 AM
პოსტი #108


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



ბოლო გამონაკლისი:
Giena
ციტატა(Giena @ 16th July 2009 - 11:01 AM) *
შენ ერთხელაც კი არ გიხსენებია ამის შესახებ...

თუ გინდა მილიონჯერ გავიმეორებ მაგას, არაა პრობლემა, მაგრამ წინ გაიხედოთ ჯობია ვის ენდობით, იგივე ხალხს ვინც მთავრობაში ზის, მათ კუდებს და საქმის გამგრძლებლებს, მე ამას ვიმეორებ და ათასჯერ გავიმეორებ ამასაც.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 16 2009, 09:59 AM
პოსტი #109


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 01:52 PM) *
თუ გინდა მილიონჯერ გავიმეორებ მაგას, არაა პრობლემა, მაგრამ წინ გაიხედოთ ჯობია ვის ენდობით, იგივე ხალხს ვინც მთავრობაში ზის, მათ კუდებს და საქმის გამგრძლებლებს, მე ამას ვიმეორებ და ათასჯერ გავიმეორებ ამასაც.

ფორუმზე ნუ იტყვი მაგას! არცერთ მძ^%7-ში არ აქვთ ფეხი ჩაყოფილი და კახა შარტავას და გუბაზ სანიკიძის საქართველოს მტრობის ნამდვილად არ მჯერა...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jul 16 2009, 11:01 AM
პოსტი #110


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



წინასწარ ყველა პოსტის ავტორს ბოდიში მინდა მოვუხადო (პოზიციას თუ ოპოზიციას) თუკი ჩემი სიტყვები არ ესიამოვნებათ...
პოლიტიკა არის დიდი სიბინძურე (მე არ მითქვია ეს) და ჩემი პირადი აზრით პატრიოტების ადგილი არაა პოლიტიკაში (თუნდაც გამსახურდიას მაგალითი აიღეთ) გლობალურად კი, გაიხსენეთ, რამდენი პატრიოტი პოლიტიკოსი გადარჩა დღევანდელ მსოფლიოში? და ვინც დარჩენილია როგორ კბილებს ილესავენ მათზე დიდი ძერჟავები
ქართული პოლიტიკა კი იმდენად ბინძურია, რომ საინფორმაციოსაც არ ვუყურებ, გული მერევა ყველაზე გამონაკლისების გარეშე!!!
ნეიტრალური პირი რუსთავსა და იმედზე უყურებ, გიჟდები რას გვიშვება ეს ოპოზიცია, კავკასიას და მაესტროზე კი რას გვიშვება მიშა...
ყველაფერი ეს ბინძური თამაშია, რომელშიც ჩვენ უბრალო ხალხი მხოლოდ ჭადრაკის ფიგურებს ვხედავთ, ნამდვილ მოთამაშეებს კი ვერა ან არა
კიდევ ერთხელ ყველას ბოდიში და შორს ჩემგან პოლიტიკა... ჩემ საქმეს ვაკეთებ პატიოსნად და გულმოდგინებით და ისე ვემსახურები ჩემ ქვეყანას სიბინძურის გარეშე


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 16 2009, 11:19 AM
პოსტი #111


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gi0_kiborg
გაიხარე! გეთანხმები მთლიანად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 16 2009, 11:50 AM
პოსტი #112


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gi0_kiborg
domen
მალადეც (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) და ახლა რა ვქნათ ჩვენ ვიჯდეთ ამ მძ****-ში და ვისუნთქოთ? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე არ ვაპირებ პირადად გაჩერებას და არც ერთ მთავრობას თუ ოპოზიციას არ შევეპუები, ვიბრძოლებ ბოლომდე ყველას წინააღმდეგ... საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jul 16 2009, 11:59 AM
პოსტი #113


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



Giena
შენც მართალი ხარ ერთი მხრივ, მაგრამ თუკი ბრძოლა გინდა, ან ანარქისტი უნდა იყო (ამ სიტყვის ნამდვილი პოლიტიკური მნიშვნელობით) ან ტერორისტი( ისევ პოლიტიკური ოღონ თანამედროვე მნიშვნელობით) ხოლო პოლიტიკურ ბრძოლაში თვითონაც მოგიწევს ხელის გასვრა მძ^&%*ში ადრე თუ გვიან გინდა თუ არა ეს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 16 2009, 12:12 PM
პოსტი #114


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Giena
და მერე ვაიდა რომ გამოგიყენოს ვინმემ ისე, როგორც თავის დროზე საქართველოს მოსახლეობის 96% (ეხლა არ მითხრა, მიშიკოს არ ვგულშემატკივრობდიო!) ? ან ნელ-ნელა გამოიცვალოს ეგ შენი დასმული ახალი და კარგი პრეზიდენტი და ისევ ცუდი გახდეს? მერე რას ვშვებით, ისევ ვაგდებთ? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ასე 3-4 წლის წინ ჯუმბერ ლეჟავა მოგვიყვანეს სკოლაში და ასეთი რაღაც მოგვიყვა: ბოლივიაში (ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება აფრიკის რომელიღაც ქვეყანაზე იყო ლაპარაკი) რომ ვიყავი, შემიყვანესო 13 ოთახიან მუზეუმში, პირველში ეკიდა ორი კაცის სურათი, ერთი სურათი იყოო დიდი და მეორე შედარებით პატარა. ასე ამიხსნეს - დიდზე რომაა გამოსახული, ეგ იყო პრეზიდენტი და პატარაზე ვინცაა - მაგის დაცვის უფროსიო. მეორე ოთახში გავედით - დაცვის უფროსის სურათია გადიდებული და გვერდით ვიღაცის პატარა სურათია მიკიდებული - ესო, იმ დაცვის უფროსმა ჩამოაგდო წინა პრეზიდენტი და თვითონ გახდაო პრეზიდენტი, იმ პატარა სურათზე კიდევ მაგის დაცვის უფროსიაო, გავედით მესამე ოთახში და კიდია მეორე დაცვის უფროსის სურათი დიდად და გვერდით ვიღაცის პატარა სურათიო ...

ეს იყოო მთელი მუზეუმი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

დასკვნები თქვენ გამოიტანეთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 16 2009, 12:28 PM
პოსტი #115


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



domen
ციტატა(domen @ 16th July 2009 - 04:12 PM) *
და მერე ვაიდა რომ გამოგიყენოს ვინმემ ისე, როგორც თავის დროზე საქართველოს მოსახლეობის 96% (ეხლა არ მითხრა, მიშიკოს არ ვგულშემატკივრობდიო!) ? ან ნელ-ნელა გამოიცვალოს ეგ შენი დასმული ახალი და კარგი პრეზიდენტი და ისევ ცუდი გახდეს? მერე რას ვშვებით, ისევ ვაგდებთ?

რეალურად აქამდე ჩვენ, ხალხმა მივიყვანეთ სიტუაცია თვარა გადაგდება სულაც არ იქნებოდა საჭირო უბრალოდ გაფრთხილებაც საკმარისი იქნებოდა, დღეს რომ სამართალს ვთხოვთ ვერ გააკეთებენ ამას რადგან თვითონ იმდენად გარეულები არიან ამ უსამართლობაში, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის დაჭერა მოუწევთ... აი შემდეგი მთავრობა კი ასე აღარ უნდა გავანებივროთ და პირველივე შეცდომაზე უნდა შევახსენოთ რომ ხალხი არსებობს და კვლავ გაბრაზებულია... მე იქ არ დავდივარ არცერთი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად მე იქ მივდივარ ჩემი პროტესტის გამოსახატად (რომელიც ყოველ თქვენთაგანს გაქვთ დარწმუნებული ვარ!)...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 16 2009, 12:57 PM
პოსტი #116


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Giena
გეარგესაც ვკითხე თავის დროზე ამაზე და ვერაფერი მიპასუხა - საინტერესოა, როგორ გინდა შეახსენო მთავრობას, თან პირველივე შეცდომაზე, როცა ეს შეცდომები ხშირად მხოლოდ წლების შემდეგ ჩანს ხოლმე "შეუიარაღებელი თვალით"?! ან ეს შეხსენების მექანიზმი როგორი იქნება, საინტერესოა ძალიან ..

მანდა ვარ მეც, რომ შენ პროტესტის გამოსახატავად დადიხარ, მაგრამ შენს პროტესტს და და შენს ენერგიას არა-საშენო მიზნებისთვის გამოიყენებენ და როცა ამას მიხვდები, ძალიან გვიანი იქნება, ერთი ოთახი გავლილი გვექნება უკვე :-) აი, ამიტომ არ დავდივარ აქციებზე და ამიტომ მირჩევნია ვისუნთქო ის, რაც მაქვს, რომ უარესში არ აღმოვჩნდე.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 16 2009, 01:03 PM
პოსტი #117


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gi0_kiborg
ციტატა(gi0_kiborg @ 16th July 2009 - 02:59 PM) *
შენც მართალი ხარ ერთი მხრივ, მაგრამ თუკი ბრძოლა გინდა, ან ანარქისტი უნდა იყო (ამ სიტყვის ნამდვილი პოლიტიკური მნიშვნელობით) ან ტერორისტი( ისევ პოლიტიკური ოღონ თანამედროვე მნიშვნელობით) ხოლო პოლიტიკურ ბრძოლაში თვითონაც მოგიწევს ხელის გასვრა მძ^&%*ში ადრე თუ გვიან გინდა თუ არა ეს.

არა მე არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას, მე უბრალოდ ერთი საქართველოს მოქალაქე ვარ რომელიც ნებისმიერ მთავრობას, რაც არ უნდა კარგი იყოს იგი ოპოზიციაში ედგება... მე ერთადერთ სწორ გამოსავლად ეს მიმაჩნია, კარგს თუ გააკეთებს რამეს მთავრობა ვიტყვი ვაშა კარგია, მაგრამ არც ცუდის დავიწყებას ვაპირებ არასდროს არვისგან და ამ ცუდზე უფრო გავამახვილებ ყურადღებას...

პატარა ისტორია: "ერთი პერიოდი ლაო ძი მდუმარებაში იყო, მასთან მთაში ავიდა მისი შორული ნათესავი და სთხოვა: ერთ ჩემს კარგ მეგობარს თქვენთან გასაუბრება სურსო, ლაო ძიმ თავაზიანად მოიშორა ახლა მდუმარებაში ვარ და 6 თვის შემდეგ, გაზაფხულზე ამოვიდეს ჩემთან და დაველაპარაკებიო, გამოხდა ხანი გავიდა ეს 6 თვე, მოვიდა გაზაფხული და ლაო ძის ეწვივნენ მისი შორეული ნათესავი და ნათესავის კარგი მეგობარი. ლაო ძი და მისი სტუმრები დიდ გაშლილ ბაღში შევიდნენ სადაც არაჩვეულებრივი ბუნება იყო, უცებ სტუმარმა (ნათესავის კარგმა მეგობარმა) წამოიძახა: ღემრთო ჩემო შეხედეთ რა სილამზეა. ლაო ძიმ გახედა ტავის შორეულ მეგობარს და ჰკიტხა: რამდენი ლაპარაკი სცოდნია შენს მეგობარს, რათ უნდა ამას თქმაო"

მორალი თქვენთვის მომინდია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 16 2009, 01:06 PM
პოსტი #118


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Giena
მორალი - მდუმარებაში თუ იყო, როგორ უთხრა, 6 თვის მერე მოდითო? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მაინც ვერ გაგაგებინე, რისი თქმა მინდა - ყველა მთავრობა ცუდია, მეტ-ნაკლებად და თუ ყველა ოპოზიციას აყვები, სულ გადატირალებებში ვიქნებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არაა ეგ სწორი მიდგომა, ჩემი აზრით.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 16 2009, 01:11 PM
პოსტი #119


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



domen
ციტატა(domen @ 16th July 2009 - 03:57 PM) *
გეარგესაც ვკითხე თავის დროზე ამაზე და ვერაფერი მიპასუხა - საინტერესოა, როგორ გინდა შეახსენო მთავრობას, თან პირველივე შეცდომაზე, როცა ეს შეცდომები ხშირად მხოლოდ წლების შემდეგ ჩანს ხოლმე "შეუიარაღებელი თვალით"?! ან ეს შეხსენების მექანიზმი როგორი იქნება, საინტერესოა ძალიან ..

გახსოვს სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან 3 თვის შემდეგ მერიასთან მწოლიარე აქცია რომ გაიმართა? და შემდეგ სააკაშვილმა თემურ მღებრიშვილის სპეცნაზი რომ გამოიყენა მათ დასარბევად? აი მაშინ დავუშვით ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა უნდა გამოვვარდნილიყავით და ის პეცნაზელები ტრ***-ში უნდა შეგვეტენა მთავრობისათვის. კიდევ უამრავი მაგალითი ასეთი შეცდომებისა (ჩვენის მხრიდან), თუნდაც სატელევიზიო დჭერები რომლებსაც ტაშს ვუკრავდით და გვიხაროდა (რადგან ბოღმით სავსე ვიყავით) როგორ იჭერდნენ ძველ ჩინოვნიკებს ყოველგვარი ფაქტებისა და სასამართლოს გარეშე, ჩვენ ვასწავლეთ ამ ხალხს უსამართლობა და ჩვენვე ვიმკით... მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის დააშავე ჩაიჯ**ი არავითარ შემთხვევაში ბავშობიდან მასწავლიდნენ ჩაიდინე ცოდვა? სასწრაფოდ მოინანიე და გამოასწორე, ასეთ მექანიზმს ვიცნობ მე და ამას ხალხის ერთად დგომა ქვია... პირობას გაძლევთ შემდეგი მთავრობის (როგორიც არ უნდა იყოს ის) პირველივე დაშვებულ შეცდომაზე ან ჩადენილ დანაშაულზე მე გამოვვარდები გარეთ და მარტო დავიწყებ ბრძოლას თუ არავინ ამყვა...


ციტატა(domen @ 16th July 2009 - 04:06 PM) *
მაინც ვერ გაგაგებინე, რისი თქმა მინდა - ყველა მთავრობა ცუდია, მეტ-ნაკლებად და თუ ყველა ოპოზიციას აყვები, სულ გადატირალებებში ვიქნებით არაა ეგ სწორი მიდგომა, ჩემი აზრით.

მორალი ასეთია (ამ შემთხვევაში): თუ მთავრობა აკეთებს კარგს ჩუმად ვართ (რადგან არ უნდა ამას თქმა ეს კარგია) და თუ აკეთებს ცუდს ვახსენებთ, რომ ჩვენ აქ ვართ და შე ხარ ჩვენი დაქირავებული მოხელე 5 წლით (არანაირ შემთხვევაში გადაგდება და რევოლუცია! ამის შემდეგ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) თუმცა გადაგდებას ამ შემთხვევაშიც არ ვემხრობი არანაირად!) და თუ ბევრს გაატრაკებ მაშინ ოოოოო.... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 16 2009, 01:12 PM
პოსტი #120


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



აბა შენ იცი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე მგონია, რომ ვერაფერს გახდები, საერთოდ ვერაფერს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ნებისმიერი სახელმწიფო ძალმომრეობაა - ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებია ეს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

უაზროა აწი ასე კამათი ამ თემაზე. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S. ისე, ქართულად უკეთ გამოგვიხატავს ეგეთი: "ადამიანს ვარამი და ჭირი ალაპარაკებს. ქვეყანაზედ რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა: მეტი ბარგია. ლხინს რა ლაპარაკი უნდა? ძაღლს რომ უხარიან, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე."


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 07:33 PM