|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Jul 13 2009, 05:58 AM
პოსტი
#1
|
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 13 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.559 |
მოკლედ, ვთხარე, ვთხარე და ... გამოვთხარე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
გუშინ ჩემმა w880-მა დარესტარტება დაიწყო (მანამდე "angry kid" - თამაში დავაყენე და რომ არ დამევასა, წაშლაზე უარი მითხრა): ადრეს ბუკში "ბ" ასოზე ჩამოსვლისას, ტელეფონი ავტომატურად რესტარტდებოდა. თავიდან ჯეოსელის პრობლემა მეგონა და "Flight mode"-ში ჩავრთე (ადრეს ბუკიდან მქონდა წასაშლელი რაღაცეები და ნაწილი სიმზე უნდა გადამეტანა). "flight mode"-შიც რომ იგივე ქნა, მეთქი ტელეფონის მეხსიერების რაღაც სექტორს დაენძრა და იქ რომ გადადის, არესტარტებს თქო. დავაბექაფე კონტაქტები მემორი სტიკზე. უპრობლემოდ გადააკატავა კონტაქტები (ანუ ტელეფონის მეხსიერების სექტორის დაზიანება გამოვრიცხე(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )... მერე შევედი მემორი სტიკზე და ზემოთ რომ ვახსენე "angry kid"-ი, იმის წაშლა უნდა მეცადა ხელახლა და რას ვხედავ: - აბსოლუტურად ყველა თამაში 2 ეგზემპლარადაა თამაშების ფოლდერში ჩაყრილი... იგივე დაემართა აპლიკაციებსაც. დავაფორმატე მემორი სტიკი და ეხლა უკვე 5-5 ეგზემპლარად დამხვდა ყველაფერი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . გუშინ კომპიუტერის პრასვეტი არ მქონდა და დღეს, სამსახურში რომ ჩამოვედი, ტოტალ კომანდერით შევიხედე და დამხვდა იქ დაბანაკებული "p.exe" თავისი ავტორანით და ნაგვის ყუთის ფოლდერი, რომელიც იდეაში არც ერთ ფლეშკაზე არ უნდა იყოს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მანამდე გარკვეული ფაილების მიმოცვლა მქონდა ბლუთუსით k770-თან და მემორებით გადავწერე რაღაცეები w200-ში. ანუ სამივე ტელეფონში, მარტო მემორი სტიკზე კი არა, ტელეფონის მეხსიერებაშიც იგივე ხდება - ამ პადლეცი ვირუსის ბუდეა! (ამაში დავრწმუნდი, როცა w200 შევაერთე კომპთან - ამ აპარატის მარტო ფლეშკა კი არა, ტელეფონის მეხსიერებაც დისკად გამოაქვს კომპს და დოსტუპი გაქვს "file transfer mode"-ში.)... ამდენი იმიტომ დავწერე, რომ აქამდე ჯავა პლატფორმის მობილებს (ჩემებს ყოველ შემთხვევაში), დავირუსებულ კომპთან ურთიერთობისას არაფერი აუკიდებია ისეთი, რაც ტელეფონის მუშაობას შეაფერხებდა და მეორე - კასპერსკიმ დღეს დააბდეითებული ბაზებით და რეალურად ნაყიდი ლიცენზირებული გასაღებით (კორპორატიული პაკეტი გვაქვს სამსახურში ნაყიდი), ისე გადაუარა ფაილებს, გამარჯობაც არ უთქვია ვირუსისთვის... თუ ვინმემ იცით, არსებობს თუ არა ისეთი პროგრამა, რომელიც მომცემს საშუალებას დავაფორმატო ტელეფონების მეხსიერებები სრულად და მერე გავაკეთო სოფტის ჩაწერა ს ნულია? მოკლედ, ველოდები მაშველს. წინასწარ დიდი მადლობა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
|
![]() |
Jul 16 2009, 05:44 AM
პოსტი
#2
|
|
|
წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 13 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.559 |
მემგონი მეშველება: დღეს ვისწავლე setool-ით მობილის ფაილური სტრუქტურის წაკითხვა და ფაილების ამოშლა. სატესტო ტელეფონზე გამომივიდა წარმატებით. ხვალე ვცდი ამ ვირუსსაც მივხედო... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ცხვირწინ მქონია ყველაფერი და მე კიდე სხვადასხვა სოფტს ვეძებდი . მადლობა ყველას, ვინც აქ პოსტავთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
|
80080 SOS! Jul 13 2009, 05:58 AM
otosaxel 80080
ციტატა(80080 @ 13th July 2... Jul 13 2009, 08:54 AM
80080 დიდი ბადლობა ვცდი, ... Jul 13 2009, 10:31 AM
CHABA ჰოი საოცრება დღეს ... Jul 13 2009, 02:56 PM
80080 ციტატა(CHABA @ 13th July 2009 ... Jul 14 2009, 05:29 AM
80080 კიდევ ერთი პ.ს.
რაც ... Jul 14 2009, 06:20 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 04:56 PM |