|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Apr 14 2010, 11:31 AM
პოსტი
#1
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 241 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: dedamiwa წევრი №: 9.253 |
ჟურნალ ”ჯუნიორში” გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც 5 მაისს პლანეტას მოუწევს იარსებოს
ინტერნეტის გარეშე ! ეს ის დღეა, როცა მოგვიწევს გავწყვიტოთ ჩვენსა და კომპს შორის გაბმული ჯაჭვი და ერთი დღე დავგეგმოთ ქულერის სასიამოვნო ზუზუნისა და ინტერნეტის გარეშე აი ის სტატია ,, ცხოვრობთ ინტერნეტით და ნიკით? გძინავთ iPhone-სთან და მშობლიურ ენაზე უკეთესად sms-ებისა და ,,ღიმილების” ენას? თუ ასეა მომავალი 5 მაისი შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი დღე აღმოჩნდეს! ოფიციალურად დადგენილია: ამ დღეს ინტერნეტი შეწყვეტს ფუნქციონირებას. დამშვიდდით, დროებითი შეჩერება მთელ პლანეტას მოიცავს და მხოლოდ 24 საათი გაგრძელდება. ეს აუცილებელია, რათა პროგრამისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეასრულონ ქსელზე დაცვითი მექანიზმების დამონტაჟების ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო. ერთი შეხედვით, ნეტი ცუდად მუშაობს. შეიძლება ითქვას ძალიან ცუდადაც კი. და თუ არაფერს ვიღონებთ იმ პროგრამების აღსადგენად, რომლებიც მას ამუშავებენ, ნეტს სწრაფად განადგურება ემუქრება. როდის? ზუსტად არ ვიცით მაგრამ შეიძლება, მალე. ,,გაითვალისწინეთ, რომ 1969 წელს ქსელის შექმნის შემდეგ პროგრამისტებს ის პრაქტიკულად არ გარდაუქმნიათ!” – გვიხსნის კუკი მაკინტოში, რომელიც ამ ისტორიულ შესწორებაზე თვეების განმავლობაში მუშაობს. თავის დროზე ნეტი მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, რომელიც შეიქმნა 4 ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემების სწრაფი გაცვლისათვის. დღეს ნეტი მსოფლიოში მილიონობით უცნობ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან და აძლევს მათ სულ მეტი და მეტი მონაცემის გაცვლასა და მილიონობით საიტის შექმნის საშუალებას. პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, არ არიან ადაპტირებული ამდენი მონაცემის მიღება-დამუშავებისთვის. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ არასდროს არიან მიუწვდომელნი და ამავე დროს, რეგულარულად იგერიებენ ჰაკერების შეტევებს. 5 მაისის ,,სამაშველო ოპერაციის” მიზანია სწორედ ამ პირატულ ქმედებათა ლიმიტირება. ამ დღეს სპეციალისტების სამიზნედ ჰაკერები იქცევიან და ამ პროცესში 13 უმსხვილესი DNS სერვერი მიიღებს მონაწილეობას. მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფები შეცვლიან უსაფრთხო ვერსიებით.” ამის შემდეგ ლაპარაკია ეკონომიკაზე და სხვადასხვა აქციებზე. რაც მთავარი იყო უკვე დავწერე ასე რომ 5 მაისისთვის დააწყვეთ გეგმები რათა იმისთვის არ დაგრჩეთ დრო რომ ინტერნეტის გარეშე იგრძნოთ თავი. -------------------- ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ერთის მაიკა მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანილი.
![]() |
|
|
|
![]() |
Jul 16 2010, 06:29 PM
პოსტი
#2
|
|
![]() ცოლიანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
სადაა სხვა პოსტები, მართლა გამორთული ხომ არ იყო ნეტი 5 მაისს? (IMG:style_emoticons/default/huh.gif) (IMG:style_emoticons/default/huh.gif) (IMG:style_emoticons/default/huh.gif)
-------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
|
maugli ერთი დღე ინტერნეტის გარეშე Apr 14 2010, 11:31 AM
davizo70 როგორც წესი,ინტერნ... Apr 14 2010, 11:53 AM
otosaxel კარგით რა, ქსელებშ... Apr 14 2010, 12:36 PM
Giena კიდევ ერთი არგუმენ... Apr 14 2010, 02:55 PM
otosaxel Giena
ციტატა(Giena @ 14th April ... Apr 14 2010, 05:21 PM
maugli რავიცი რავიცი მეც ... Apr 14 2010, 07:21 PM
Giena otosaxel
ციტატა(otosaxel @ 14th ... Apr 14 2010, 08:23 PM
davizo70 ეგ ჟურნალი საპირვე... Apr 15 2010, 05:56 AM
maugli ციტატაეგ ჟურნალი ს... Apr 15 2010, 10:43 AM
otosaxel Giena
ციტატა(Giena @ 15th April ... Apr 18 2010, 11:30 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 09:06 PM |