მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მალხაზ გულაშვილი სასამართლო პროცესი, ებრძვიან თუ არა მართლმადიდებლბას
Giena
პოსტი Jun 11 2010, 11:57 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



"მ.მ.კ"-ს შესახებ და ზოგადად ამ თემაზე იყო უკვე თემა გახსნილი, ეს თემა სულ სხვა მმიმართულებით, მიმყავს რაც შეეხება მალხაზ გულაშვილის გასამართლებას. ნუ, თუ ვინმეს რაიმე ბრალი მიუძღვის კავკასიის ეთერში და ილიას უნივერსიტეტის წინ ჩხუბში ახლავე ვამბობ, რომ უნდა დაისაჯონ, მიუხედავად იმისა, მართლმადიდებელი იყო ის თუ "ლიბერალისტი" ("ლიბერალისტს" ვიყენებ იქედან გამომდინარე, რომ მართლმადიდებლობა ყველაზე ლიბერალური რელიგია, ეს თუ ასეა (ეს ასეა) მაშინ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლთ არ ვიცი რა ვუწოდო). რაც შეეხება სასამართლოს ნერვები მაქვს სამი დღეა დაწყვეტილი, მოვითხოვ გამოეთრეს მიხეილ სააკაშვილი და თქვას საბოლოოდ აჩუქა და აღიარა თუ არა სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა? წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს მალხზაზ გულაშვილს და მის შვილს საზღვირს უკანანოდ გადაკვეთის გამო, მაინტერესებს რომელი საზღვარია უკანონოდ დარღვეული? ჩვენი საკუთარი ტერიტორია თუ არის ისევ სამაჩაბლო, გადასვლა არ ეწინააღმდეგება არანაირ კანონს, თუ რუსეთის საზღვარი გადაკვეთა (როკოს გვირაბის იქით) მაშინ რა შუაშია ეს ბრალდება! ასე, ნელნელა მიგვაჩვევენ და ჩვენ ჩუმად ვიქებით! ამასთან მიჩნდება კითხვა თუ ეს ბრალდება რაც სეუფარდეს არის სრულიად უკანონო და "უცბად" მოფიქრებული, რა გამოდის? გამოდის ის, რომ ვერანაირი შარი ვერ მოზდეს გულაშვილს და რაც უცბად მოუვიდათ თავში ის ბრალდება მიანიჭეს? ჩემი აზრი ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიდის ერთ დასკვნამდე, ებრძვიან მართლმადიდებლობისთვის მებრძოლებს (კიდევ ვიმეორებ! ყველა!!! უნდა დაისაჯოს ვინც უკანონო საქმიანობას ჩადის, ოღონდ კონკრეტული დანაშაულისათვის და არა აფსურდის თეატრის ჩვენებით!).


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gearge
პოსტი Aug 21 2010, 02:59 PM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Giena @ 12th August 2010 - 03:27 AM) *
გუშინ, 11 აგვისტოს, 8 ადამიანს, რომლებსაც კავკასიის დარბევაში ედებოდათ ბრალი, წაუყენეს 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა; ადამიანებს, რომლებზეც ტელეკომპანია კავკასიის (დაზარალებული მხარის) ყველა(!) თანამშრომელი ამბობს, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ჩხუბში - ორი მუხლი აქვთ წაყენებული: ხულიგნობა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლა. ამასთან, არსებობს დაახლოვებით 8 ჩანაწერი, სხვადასხვა რაკურსით, რომლებშიც საერთოდ არ ჩანან ეს ადამიანები. ამიტომ: "გიხაროდენ "მართლმსაჯულებამ" გაიმარჯვა, ერეკლე თავისუფალია!"

რაც ყველაზე ირონიულია, მიუხედავად "კავკასიის" მოთხოვნისა, ტელეკომპანია "კავკასიის" წარმომადგენლები სასამართლოს მიერ არ იყვნენ წარდგენილი როგორც დაზარალებული მხარე, არამედ [მხოლოდ] როგორც მოწმეები. რაცსაც აფსურდამდე დაჰყავს "ჟურნალისტური საქმიანობის წარმოებაში ხელის შეშლის" ბრალდება; ელემენტარულად, ვის შეეშალა ხელი - ვინ იყო დაზარალებული მხარე? ეს გამიზნულად გაკეთდა, რომ "კავკასიის" სიტყვებს არ ჰქონოდათ დაზარალებული მხარის სიტყვების ძალა, მის იურისტებს არ ჰქონოდათ წვდომა სასამართლოს მასალასთან და ზოგადად, რომ მომხდარიყო ტელეკომპანია "კავკასიის" დისკრედიტაცია, მისთვის ხელისუფლების ინტერესების გამტარებლის დაღის დასმის გზით. ხელისუფლების მესიჯი აშკარაა და ადვილად მისახვედრი (ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანისთვის): ჩვენ ხომ ცუდები ვართ, მაგრამ "ისინი" ან ჩვენთან შეკრულები, ან უარესები! მანქურთებო, ხელისუფლების აზრები ხომ ემთხვევა თქვენს... აზრებს(?).

კავკასიის წარმომადგენლები (დეფაქტო, მაგრამ არა დეიურე დაზარალებულები - აფსურდი, კავკასიის იმ პირდაპირ ეთერისთვის ერთი წუთით მაინც რომ შეგეხედათ) ერთხმად აცხადებენ: ამათ არ დაუშავებიათ ჩვენთვისო! ხელისუფლების ჯიბის სასამართლო კი უდანაშაულოებს უფარდებს 5 წლიანი სასჯელს - სწირავს ახალგაზრდებს, თქვენი ასაკის ხალხს; სჯის მათი დაუმორჩილებლობისთვის; წარსულის საპროტესტიო აქციებისთვის; იმისთვის, რომ თქვენნაირები არ არიან - დიახ მკითხველებო, ყველას გეხებათ! ერთი კითხვა მაინც გაგჩენოდათ: რის საფუძველზე სჯიან ამ ხალხს? ხომ... ჩემი მოკლე ჭკუით როგორ დამავიწყდა, რომ ეს თქვენ არ გეხებათ?!

"სასამართლო" ღიათ აყალბებს ოქმებს, იგნორირებს მტკიცებულებებს და დაუფიქრებად, უკლებლივ ყოველთვის, ეთანხმება ბრალდების მხარეს, თუ ეს უკანასკნელი ხელისუფლებას წარმოადგენს. კონსტიტუცია გადაგდებულია ხევში, ადამიანის უფლებები გათანაბრებულია ჭიანჭველისას და კანონი არაფერია სხვა, თუ არა ერთჯერადი პრეზერვატივი მიშასა და ვანოს @#$ებზე. მანქურთებო, ეს უკლებლივ ყველა თქვენგანის პირადი მონაწილეობით მოხდა და ხდება, აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამართლიანი იქნება ყველას გისურვოთ, რომ პირადად შეიგრძნოთ თქვენი ქმნილების პროდუქტი. რატომ?

გაიხსენეთ რა სიტყვებით მოკლა საკუთარი ძე ხევისბერმა გოჩამ!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Aug 21 2010, 03:27 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:20 PM