![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 130 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.960 ![]() |
მოკლედ როგორც გახსოვთ აგერ გავხსენი თემა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=5722 სადაც მაინტერესებდა ხალხი რატომ მალავს სხვადასხვა ინფორმაციას ახლა კი გასაგებია თუ რატომ
მოკლედ შემთხვევით შემეყარა რაღაც არასასიამუვნო ვირუსები და მომიწია ვინდოუსის გადაყენება ამის შემდეგ კი ჩემი კომპიუტერი გამორთვის შემდეგ ავტომატურად ირთვებოდა შეიძლება მომენტალურად ჩართულიყო ან შეიძლება 20 წუთში მაგრამ ყოველთვის ირთვებოდა ამიტომ ვაძინებდი მას... ამ დღეებში როგორც აღმოვაჩინე ეს პრობლემა მხოლოდ მაშინ მემართებოდა როცა ჯელინკის ინტერნეტი მეყენა ხოდა Mr_Plague-მა როგორც დამაკვალიანა ეგ wake on lan-ის პრობლემა იქნებაო ბიოსიდან გათიშეო, ეს არის ფუნქცია რომელიც აქვს თანამედროვე მაზერებს, ქსელში მყოფ გამორთულ კომპიუტერს შეგიძლია გაუგზავნო სიგნალი რომ თავისით ჩაირთოს... თუმცა ჩემ მაზერს ამდაგვარი არაფერი აღმოაჩნდა და ეგ ფუნქცია ვერ გავთიშე ამიტომ შევიცვალე მაკ მისამართი და პრობლემაც მოგვარდა კომპიუტერი თავისით აღარ ირთვება... ფორუმზე შემხვედრია რამოდენიმე ანალოგიური შემთხვევა თუმცა ვერ დავეხმარე მათ ვინაიდან მეც იგივე პრობლემა მქონდა აწი კი იცოდეთ თქვენც და მეც მეცოდინება რაშია საქმე... სავარაუდოდ იმ ვირუსებიდან რომელიღაცამ დაადგინა ჩემი მაკ მისამართი ეს ინფორმაცია გაუგზავნა სხვა ქსელურ ვირუსებს რომლებიც უშვებდნენ სიგნალს რომ ჩემი კომპიუტერი ყოველთვის ჩართულიყო ავტომატურად ფაერვოლი კი მიყენია მაგრამ კომპიუტერი როცა გამორთულია ფაერვოლი ვერ დაგეხმარება მაგ დროს პ.ს. სადმე საიტზე რომ შევდივარ ამით ვინმეს შეუძლია მაკის გაგება? მემგონი არა ხო? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 11:59 PM |