![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
Microsoft-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა ქართული Language Interface Pack Windows 7-ისთვის
ბევრს ალბათ XP-ს და Vista-ს ქართული LIP-ების მერე საერთოდ გაუქრა სურვილი ინტერფეისის ენად ქართული დააყენოს, მაგრამ თანდათან პაკეტების ტერმინოლოგია იხვეწება, ასევე ძალიან კარგი საშუალებაა უფროსი თაობის ხალხსისთვის (უფრო სწორად, ვინც ახლა იწყებს ურთიერთობას კომპთან და ინგლისური ენა, ან რუსული არ ეხერხება მაინცდამაინც) ქართული LIP-ის გადმოწერა შეგიძლიათ Microsoft-ის ჩამოტვირთვის ცენტრიდან 32 ბიტიანი Windows 7-ისთვის: LIP_ka-GE-32bit.mlc 64 ბიტიანი Windows 7-ისთვის: LIP_ka-GE-64bit.mlc ეს პაკეტი აქართულებს ინტერფეისის უმეტეს ნაწილს, არა მთლიანად, სამწუხაროდ არ აქართულებს დახმარების ფაილებს (Help-ებს) პაკეტი რომ დაყენდეს, თქვენი Windows 7-ის ძირითადი ენა აუცილებლად ინგლისური უნდა იყოს თუკი ეს ასე არაა, დაგჭირდებათ ინგლისური MUI Ultimate ვერსიების მფლობელებმა პირდაპირ Windows Update-დან შეგიძლიათ დააყენოთ, ხოლო სხვებმა, ისარგებლეთ პატარა მოხერხებული უტილიტით Vistalizator საიტიდანვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ ინგლისური MUI პაკეტი (32 და 64 ბიტიანი სისტემებისთვის) და დააყენოთ ამ პროგრამის საშუალებით (რაც მინდა გითხრათ საკმაოდ მარტივია და ოდნავ გამოცდილი მომხმარებელიც გართმევს თავს, სხვათა შორის, ამ პროგრამითვე შეგიძლიათ გადმოწერილი LIP-ის დაყენება თუკი გაჯიუტდა) კიდევ, ქართული LIP-ის დასაყენებლად, გარდა იმისა, რომ Windows 7-ის ძირითადი ენა უნდა იყოს ინგლისური, საჭიროა Windows იყოს Genuine ანუ ლიცენზირებული, ჩვენს რეალობაში, ეს ნიშნავს, რომ ისე უნდა იყოს დაკრაკული, Microsoft-მა ვერ შეამჩნიოს თუკი Genuine ვინდის პრობლემა ამოგიგდოთ LIP-ის ინსტალაციისას, გამოიყენეთ Windows 7 Loader P.S: ამხლა პოსტი კი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა დაწვრილებით დამეწერა, რეალურად, კი საქართველოში ლეპტოპების გარდა ყველას Windows 7 Ultimate უყენია უმეტესობას ინგლისური და გააქტიურებულიც აქვს რომელიმე კრეკით, ამ შემთხვევაში LIP-ის ინსტალაცია რამდენიმე წუთის სამეა თუ არ მოგეწონათ, შეგიძლიათ ამოშალოთ Control Panel/Programs and Features-იდან.... P.P.S: Windows® XP-ს ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტი Windows® Vista-ს ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტი(მხოლოდ 32 ბიტიანის) Microsoft Office Language Interface Pack 2007 – ქართული (Office 2010 დამუშავების სტადიაშია) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Sep 28 2010, 09:58 PM -------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 02:01 PM |