მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> Windows Server 2008 R2, გადმოწერა Microsoft-დან და გა Workstation-ება
gi0_kiborg
პოსტი Jan 12 2011, 12:40 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



Windows Server 2008 R2 Microsoft ბოლო სერვერული პროდუქტია, ხოლო მისი სერვერული პროდუქტები "საშინაო" დესკტოპური Workstation-ებისგან გამოირჩევა სტაბილურობით, დაცულობით და წარმადობითაც.
(IMG:http://a.pix.ge/u/3ewzy.jpg)
მოვიყვან Giena-ს სიტყვებს:
ციტატა
ამდენი ვწერე და ბევრმა შეიძლება მაინც ვერ გაიგო რა ჯანდაბად გვინდა სერვერი სახლის კომპზე :- ) ამიტომ ბოლო სიტყვად შემოვინახე ახსნა განმარტება, პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში საუბარია Windows Server 2008 R2-ზე, რატომ უნდა გაითვალისწინოთ? ახლავე აგიხსნით, Microsoft-მა გამოუშვა ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista, რომლის ბირთვზეც აეწყო პირველი Windows Server 2008-ი (რა თქმა უნდა ბირთვი უფრო ოპტიმიზირებული და სტაბილური იყო) შემდეგ ამ Windows Server 2008-ის ბირთვი იქნა მოდიფიცირებული და სამყაროს მოევლინა Windows 7 რომელიც ვისტასთანაც და წინა სერვერთანაც შედარებით ბევრად სწაფი და სტაბილურია, ხოლო Windows Server 2008 R2 არის Windows 7 მოდიფიცირებულ ბირთვზე აწყობილი, შესაბამისად 7-ზე სტაბილური, ოპტიმიზირებული და დაცულია. ასევე გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფაქტიურად Windows 7 და Windows Server 2008 R2-ი ერთი და იგივე სისტემაა აქედან გამომდინარე, ვინც 7-ზე მუშაობს ამ სტატიის წაკითხვის და პირნათლად შესრულების შემთხვევაში იგივე 7-ზე იმუშავებს ოღონდ სერვერზე :- )

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Server 2008 R2 არსებობს მხოლოდ 64 ბიტიანი ვერსია, ამიტომ მის დაყენებას ვურჩევ იმათ, რომლებიც იყენებენ 64 ბიტიან Windows 7-ს.
მოკლედ, 4გბ და მეტი RAM და ასევე Core2Duo 2.0Ghz კლასის პროცესორის პატრონებს (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

სერვერულ OS-ებს აქვთ თავისი ასე ვთქვათგანსხვავებული თვისებები სტანდარტულ დესკტოპურ OS-ებთან (დავარქვათ ამ კლას Workstation-ები) შედარებით, რომელთა მორჯულების გარეშე სახლის პირობებში გამოყენება არ ღირს. მორჯულებაზე ცოტა ქვემოთ, ხოლო განსხვავებებში შედის მაგალითად ის, რომ გამორთულია ყოველგვარი ვიზუალური ეფექტი, გათიშულია ხმის მხარდაჭერა, სისტემა მეტ რესურსებს უთმობს სერვისებს ვიდრე პროგრამებს: მოკლედ სერვერია რა...
მივხედოთ გადმოწერას Microsoft-დან:
ამ მისამართიდან შესაძლებელია Server 2008 R2-ის 180 დღიანი Trial ვერსიის გადმოწერა, ამისათვის საჭიროა მხოლოდ Windows Live ID :ფოსტა Hotmail-ზე, MSN-ის ექაუნთი და ა.შ,მოკლედ, ვისაც არ გაქვთ ეს Live ID, ვერგისტრირდებით აქ: MSN Sign UP
შემდეგ, შევდივართ Internet Explorer-ით ზემოთ მოცემულ მისამართზე და ვირჩევთ
პროგრამული კოდი
IT Pros Download Here

(IMG:http://a.pix.ge/r/3gjdm.png)

შემდგომ ფანჯარაში გვთხოვენ ავტორიზაციას Windows Live ID-ის გამოყენებით, და თუ პირველად ვართ ამ სისტემაში, გამოდის შესავსები ანკეტა
აქ აუცილებლად მიუთითეთ Job-ში და Interes-ებში IT Professionalან IT
ფორმის შევსების და გადაგზავნის შემდეგ, მოვხვდებით ახალ ფანჯარაში, რომელიც გვეუბნება, რომ Download Manager დაიწყებს მუშაობას
(IE-ს Security Setting -ების კონფიგურაციის მიხედვით შესაძლოა მოგთხოვოთ ნების დართვა ამაზე)
ვუთითებთ შესანახ ადგილს და ველოდებით გადმოწერის დასრულებას.

გადმოწერილი ISO იმიჯის დისკზე ჩაწერასა და Windows-ის ინსტალაციაზე აღარ შევჩერდები (დამატებით ნახეთ: Server 2008 Installation, გეტყვით ერთს, რომ თავიდან, OS-ზე მოგთხოვთ ძლიერი პასვორდის დაყენებას: დიდი და პატარა ასოების და ციფრების გამოყენებით, შემდეგში ამის შეცვლა შეიძლება)
გადავიდეთ კონფიგურაციაზე, რათა ჩვენი სერვერი ვაქციოთ "შინაურ" OS-ად ანუ Workstation-ად
(ნუ ვისაც სერვერად უნდა მისი გამოყენება, თვითონაც იცით შემდეგ როგორ მოიქცეთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) )

Windows Server 2008 R2-ის მორჯულებაზე Giena-მ საკუთარი გამოცდილების მიხედვით დაწერა მშვენიერი სტატია compinfo.ge-ზე, სადაც დაწვრილებით სკრინშოტებით აღწერა ყველაფერი:
Windows Server 2008 R2-ის მორჯულება
მე გირჩევთ, გადაიკითხოთ ეს სტატია, თუმცა მოსარჯულებლად ჩვენ ბევრად უფრო მარტივ მეთოდს მივმართავთ.
(ზოგისთვის, მიუხედავად სტატიის დაწვრილებითი აღწერისა, მაინც რთული ჩანს ყველაფერი ერთი შეხედვით, თან შესაძლოა რამე გამოგრჩეს....)
წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც რამდენიმე კლიკში გაკეთებს მთელს კონფიგურაციას:

R2 CONVERTER GUI
პროგრამული კოდი
მიმდინარე ვერსიაა 1.0.1

(IMG:http://a.pix.ge/r/lkb0e.jpg)

ყველა საჭირო პარამეტრის ცვლილება ამ პროგრამითაა შესაძლებელი.
სიმარტივისთვის დაჯგუფებულია რამდენიმე კატეორიაში:
პროგრამული კოდი
Features
Services
Packs
Tweaks
Fixes
Misc


გირჩევთ გადახედოთ საინტერესო რესურსს win2008workstation.com, სადაც კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ.
Server 2008 R2 to Workstation Step by Step Guides

ცოტა წვალება და გვაქვს უკვე Windows Seven-ად გადაკეთებული Server 2008 R2 უფრო ოპტიმიზირებული, დაცული და სტაბილური ბირთვით.

რაც შეხება დრაივერებს, 99% Windows 7 64 bit დრაივერებისა თავსებადია Server 2008R2-თან, პროგრამების 99.99% თავსებადია.
შესაძლოა პრობლემა შეგექმნათ Bluetooth დრაივერებთან,(უკაბელო კლავიატურა და მაუსი მაგალითად) თუმცა ეგეც მოგვარებადია
დრაივერების ინსტალაციის ალტერნატიული გზები

რაც შეეხება აქტივაციას, დასაწყისში ვახსენე, რომ 180 დღე Trial გაქვთ, ხოლო ვისაც მეტი დასჭირდება, კრეკების გამოუყენებლად შეუძლია გაზარდოს 240 დღემდე, ხოლო მეტისთვის ჩვენი საყვარელიWindows 7 Loader By DAZ მოგვიგვარებს პრობლემას
დამატებით შეგიძლიათ გადახედოთ:
Security Software Compatibility
Games Compatibility

მოკლედ, ყველა მსურველს წარმატებას ვუსურვებ!!!


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jan 13 2011, 07:20 AM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gi0_kiborg
მშვენიერი განხილვაა გიო!


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jan 14 2011, 12:03 PM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



ციტატა(Giena @ Jan 13 2011, 10:20 AM) *
gi0_kiborg
მშვენიერი განხილვაა გიო!

გაიხარე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
იმედია ვინმეს გამოადგება ჩვენი ინსტრუქციები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 01:10 PM