მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
> უკებელო ქსელი, WiFi
Bekward
პოსტი Apr 27 2007, 06:45 PM
პოსტი #1


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



ეხლა რა მაინტერესებს, მოკლედ რამდენიმე მეგობარს გვინდა WiFi-ს საშუალებით ქსელის გაკეთება(და ინტერნეტის გაყოფაც თუ შესაძლებელია), ვცხოვრობთ არც თუ ისე ახლოს ერთმანეთთან, მაინტერესებს როგორ ხდება ვაბშე მაგისთანა ქსელის მოწყობა, რა მანძილია მაქსიმუმი, როგორ არის მაგის გავრცელება, რადიუსის თუ კუთხის მიხედვით, რეები დაგვჭირდება? მოკლედ ვინც იცის ამის შესახებ რამე შემეხმიანეთ რა.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 27 2007, 07:06 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ციტატა
WiFi-ს საშუალებით ქსელის გაკეთება(და ინტერნეტის გაყოფაც თუ შესაძლებელია

შესაძლებელია.

ციტატა
ვცხოვრობთ არც თუ ისე ახლოს ერთმანეთთან,

მაინც რამდენი მეტრია დაახლოებით?

ცხადია, თუ პირდაპირი ხედვა არაა და კორპუსები გეფარებათ, მანძილიც მცირდება. მანძილი დამოკიდებული ასევე თვითონ რომელი ვერსიის wi-fi-ს გამოიყენებთ.

კერძოდ, აი ეს ნახე: http://en.wikipedia.org/wiki/Wi-fi


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Apr 27 2007, 07:28 PM
პოსტი #3


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



ერთ-ერთი მაღაზიის გენიოსმა გამყიდველებმა მითხრეს 10 კმ-ია მანძილი, თუ განსაზღვრულ კუთხეში ექცევა ყველა მიმღებიო, მაინტერესებს ეს რამდენად მართალია. ჩვენს შორის მანძილი ანუ ყველაზე შორი კომპი არის 2 კმ-ით დაშორებული. ვერსიაში შენ IEEE 802.11 ამას გულისხმობ ხო, a,b,g არის ესენი როგორც მე ვიცი.
და მაინცდამაინც მიმღებები სახლის სახურავზე უნდა ეყენოს ერთმანეთს რომ უკუროს, თუ როგორაა?


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
RIPPER_RUNA
პოსტი Apr 28 2007, 09:16 AM
პოსტი #4


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: DARTH მოდერი
პოსტები: 180
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2



Bekward
არ დაიჯერო, რომ WiFi 10 კმ-ზე მიდის WiMax-ი კი ბატონო - დაჟე 60 კმ-ს ფარავს, მაგრამ არა ვაიფაი.
საუკეთესო ვარიანტში WiFi-ს გავრცელების რადიუსია 126 მერტი. თუ კედლებში უნდა გაიაროს მანძილი კატასტროფულად მცირდება.
საშუალდ იანგარიშე - თქვნს შორის თუ დისტანცია აღემატება 60 მეტრს, მაშინ გირჩევნიათ შედარებით ძვირიანი ტრანსმიტერი აიღოთ, თორემ მაზერზე ინტეგრირებულის იმედზე თუ ხართ, არ გაგიმართლებტ მაგოდენა მანძილზე.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია RIPPER_RUNA: Apr 28 2007, 09:17 AM
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 28 2007, 11:17 AM
პოსტი #5


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Bekward
ციტატა
ყველაზე შორი კომპი არის 2 კმ-ით დაშორებული.

მაშIნ WiMAX გინდათ თქვენ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ვაიფაი არ გიშველით (IMG:style_emoticons/default/sad.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
alchemist
პოსტი Apr 28 2007, 11:56 AM
პოსტი #6


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 337
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Münster
წევრი №: 16



2 კილომეტრით დაშორებულ კომპიუტერზე ინტერნეტის გაყოფის იდეა მომეწონა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
whenever people agree with me, I always feel I must be wrong
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 28 2007, 01:44 PM
პოსტი #7


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



alchemist
ციტატა
2 კილომეტრით დაშორებულ კომპიუტერზე ინტერნეტის გაყოფის იდეა მომეწონა

ნუ WiMAX-ით შესაძლებელია ეგეც (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ადრე ინტელი გეგმავდა თბილისში WiMAX წერტილის დადგმას და მაგ შემთხვევაში მთელს თბილისში ჰაერში იქნებოდა ნეტი, მაგრამ მერე რა მოხდა და როგორ აღარ ვიცი (IMG:style_emoticons/default/sad.gif) მაგრამ ერთი ფაქტია, ეგ პროექტი არ განხორციელდა.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Apr 28 2007, 03:29 PM
პოსტი #8


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



და WiMAX ძვირია ძაან? და რამდენად რთულია ტექნიკურად, ნუ იასნია ათასების გადაყარას მაგაში არ ვაპირებ(არა მაქვს თორე რატომაც არა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Davidus
პოსტი Apr 29 2007, 05:12 PM
პოსტი #9


In vitro member
****

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 545
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 11



Bekward

შეკაცო WiMAX კი არა, ეგრე WiFi-ც კაი ძვირია, შენ რა იაფი გგონია?

თანაც WiFi მოდემები ბანძი ხარისხისაა ჩვენთან, ცნობისათვის გეტყვი, შერატონში 7-ე სართულზეა დამონტაჟებულია WiFi -ი (საკმაოდ ძვირადღირებული), და ყველაზე ძლიერი მიღების მქონე ლეპტოპებიც კი 5-ე სართულს ქვევით ვერ იჭერენ ოთახებში, ნუ ჰოლში სხვა ამბავია მანდ დაბრკოლება არ არის და... (ჰოლიდან 7-მდე არის დაახლოებით 30-35 მეტრი)
Go to the top of the page
 
+Quote Post
RIPPER_RUNA
პოსტი Apr 30 2007, 09:10 AM
პოსტი #10


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: DARTH მოდერი
პოსტები: 180
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2



Bekward
დაივიწყე WiMAX-ი. ჯერ ერთი ძვირია და მეორეც - WiMAX-ის სიხშირეზე ტრანსლაციის უფლებისათვის ლიცენზიაა საჭირო.
ასე, რომ 2 კმ-თი დაშორებული ინტერნეტის გაყოფა ერთადერთ ვარიანტშია შესაძლებელი - თუ ამ მანძილის ყოველი 120 მეტრში რეტრანსლატორს დადგავთ, მაგრამ ეს ტყავს გაგაძრობთ.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია RIPPER_RUNA: Apr 30 2007, 09:11 AM
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Apr 30 2007, 10:30 AM
პოსტი #11


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



მოკლედ აქ უაზრო საუბარია აწეული. მოდით ყველა წერტილს დავსვავ რომ უაზრო განხილვა არარ იყოს.

Bekward
Wi-Fi-ით შესაძლებელი ინტერის დაყოფა, მაგრამ RIPPER_RUNA-მ გითხრა მიახლოებით რომ ეს ღია ტავისუფალ სივრცეში იქნება 120-150 მეტრი. თუ რადიო ტალღას გზაზე ხვდება აგურის კედელი მანძილი ეცემა, მაგრამ უფრო ძლიერად ეცემა მანძილის ზომა თუ რადიო ტალრაც გზაზე ხვდება არმატურიანი ბეტონის კედელი, თუ საერთოდ სეტკაა რაიმე ლითონის კედელზე, მაშინ ჩათვალე სიგნალი საერთოდ ვერ გადალახავს ასეთ კედეს.

მეორე გარემოება ისაა რომ WI-FI სიგნალი საკაოფოდ ვრცელდება სიბრტყეზე, მაგრამ ცუდად ვრცელდება სიმაღლეზე. იდეაში ეს გამოთქმა ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს და რადიო ტალღების გავრცელების თეორიას, მაგრამ პრაქტიკაზე თავს იჩენს შემდეგი მოვლენა, დაყენებული WI-FI დაშვების წერტილი საკმაოდ კარგად ვრცელდება ერთ სართულზე, ხოლო ქვედა ან ზედა სართულებზე საკმაოდ დაბალია დაჭერის სიმძლავრე. შეიძლება აქ თავს იჩენს ჭერის და იატაკის არმირების და შესაბამისად ტალღის არეკვლის თეორია. ასე რომ დაშვების წერტილი კარგად მუშაობს დიდი სივრცის მქონე სართულზე, რომელზეც მაქსიმუმ გიფსოკარდონის გადატიხვრებია.


Bekward
ციტატა
ერთ-ერთი მაღაზიის გენიოსმა გამყიდველებმა მითხრეს 10 კმ-ია მანძილი

იდეაში შეგილძლია შენს გენიოს გამყიდველს ჩემი სახელით კარგად შეუკურთხო :-), მაიცა ესეიგი მაგის თეორიით გამოდის რომ იღებ ერთ მთავარ წერტილს და შემდეგ სხვა წერტილების გადაფარვით აგრძელებ ამ წერტილის წვდომის მანძილს. მაშIნ ამიხსენი რატომ 10 კმ და არა ვთქვათ 2400 კმ?
გადაფარვა და სიგნალის ერთი გადამცემიდან მეორეზე გადაბმა შეილება, მაგრამ მე პრაქტიკაზე არ მინახია ასეთი შტუკა რომელიც 500-700 მეტრს სცდებოდეს, უბრალოს არაეკონომიურია. წარმოიდგინე ერთი WI-FI დაშვების წერილის გადამცემი გიჯდება 70-100 ლარი. ვთქვათ შენობაშI გინდა ყველა წერტილი გადაფარო,, მაქსიმუმ შეგიძლია 5 წერტილი დასვა, ერთი ცენტრში და 4 კუთხეებში, მაგრამ ეს მეთოდიც კი დაგიჯდება 500 ლარამდე (იცის მიირებ გარანტირებულ 200-250 მეტრ გადაფარვას). ახლა მითხარი 10 კილომეტრზე რას აკეთებს ეგ კაცი> თუ მაგხელაზე ვინმეს აქვს Wi-FI გასაჭიმი არ ჯობია 1 ინტერნეტ არხი გაიყვანო პირველ ადგილზე (ვთქვათ ADSL-ი) და მაგაზე მიაბა პირველი WI-FI გადამცემი რომელიც სავარაუდოდ 50-100 მეტრის რადიუსს დაფარავს, ხოლო 10 კილომეტრის მერე დადგა მეორე ADSL ინტერნეტი და კიდევ ერთი Wi-FI მოდული, შედეგად ამ 10 კი არა თუ გინდა 3000 კილომეტრზე, 100 მეტრის რადიუსში გექნება რადიო ინტერნეტი, რომლის დაშვების წერტილების კაბელით უერთდებიან ADSL მოდემს, ისინი კი ტავის მხრივ ინტერნეტში გაგიყვანენ. დაგიჯდება ეს სიამოვნება შემდეგი ფასი: 2 ინტერნეტ კავშირი, ვთქვათ 50 ან 70 ლარიანები, და პლიუს ორი დაშვების წერილის აპარატურა 60-100 ლარიანი. მორჩა.

რაც შეეხება გავრცელების თეორია, დაიმახსოვრე Wi-Fi შედარებით დაუცველია. ანუ იმისათვის რომ ლოკალურ ქსელში ჩაერთო საჭიროა მინიმუმ ორგანიზაციის ქსელს მიწვდე ( ნუ გინდაც სახლის ქსელს მიწვდე, იდეა ერთია), მაგრამ Wi-FI-ს შემთხვევაშI შენობის გწერდზე ჩავლილმა კაცმა შეიძLება დაჭიროს სიგნალი და შენს ლოკალში გაეჭროს :-)

ამიტომაა რამდენიმე საფეხურის დაცვა მოფიქრებული, მაგრამ სურვილი თუ არის ყველა ტყდება. ყველაზე მართებულია 2 ტიპის დაცვა. Wi-Fi დაშვების წერტილთან კავშირი აქვს იმ მომხმარებელს რომელსაც აქვს გარკვეილი პაროლი, სასურველია რთული და გრძელი პაროლი. მეორე უფრო უნივერსალური არის ქსელის ანუ ვთქვათ ლეპტოპში არსებული Wi-Fi ქსელის დაფილი MAC მისამართის გამოყენება. როგორც იცით ყველა ქსელის პლატას თავისი პირადი MAC ადრესი აქვს, როემლიც სხვაზე არ მეორდება, შეიძლება ამ მეთოდით ავტორიზაცია და კავშIრზე ნებართვის დაშვება მხოლოდ იმ აპარატურაზე, როემლიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.


რაც შეხება intel-ის მოღვაწეობას საქართველოში და Wi-MAX-ის ანძებს. იდეაში საქართველოში აღარ გვყავს intel-ის წარმოამდგენლობა, ამ კომპანიამ ჩვენი ქვეყნის მიმართ დაკარგა ინტერესი დამეჯდუპროჩემ გადასცა ჩვენი რესპუბლიკის საკითხების მოგვარება სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობას. ასე რომ თბილისში intel-ის ეგიდით არანაირი Wi-MAX-ი აღარ დაიდგმება.

თვითონ Wi-MAX-ი ფარავს 50-60 კილომეტრს ერთI ანძის მეშვეობით, მაგრამ იმის გამო რომ დაფარვის ზონა დიდია, ეს შედის მარეგულირებელის და სახელმწიფოს ლიცენზირების პრაგრამაში, მაგალითისთვის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალიტად იგივე სომხეთში, Wi-FI-ს თუ Wi-MAX-ის სიხშIრეს იყენებს უშიშროების სამსახური. შესაბამისად ეგენი თავისით არ დათმობენ მაგ სიხშIრეს. კაროჩე საქართველოში ეს სიხშIრე არ გამოიყენება, მაგრამ ლიცენზირება საჭიროა. ასე რომ შარშან წლის ვბოლოს პირველ გამართულ აუქციონზე გაიყიდა პირველი ლიცენზია საქართველოს ტერიტორიაზე Wi-MAX-ის სიხშირეზე. ლიცენზია რამდენიმე მილიონად გაიყიდა, ზუსტი აფსი არ მახსოვს, და იყიდა TELENET-მა, ლიცენზიის პირობების მიხედვით ვინც იყიდის ლიცენზიას 1 წლის ტავზე ეს სიხშIრე გამოყენებული უნდა ჰოქნდეს, შედეგად სექტემბერ ოქტომბრისთვის უნდა ჩაირთოს პირველი Wi-MAX ტრანსლატორები, ამას თვითონ TELENET-იც გვპირდება, მაგრამ ჯერ ვერ განსაზღვრეს მომსახურების საფასური და რამ სიჩქარეები უნდა იყოს, ნუ პლიუს თვითონ ანძებია დასამონტაჟებელი და ქსელია გასამართი. მეორე აუქციონი იგივე Wi-MAX-ის სიხშირეზე მგონი 1თვის წინ გაიმართა, და მგონი MAGTI-მ შეიძინა, თუ GEOSEL-მა ზუსტად არ მახსოვს, ფასი იყო თუ არა ვცდები 1.8 მილიონი ლარი.

Davidus
ციტატა
WiFi მოდემები ბანძი ხარისხისაა ჩვენთან

გააჩნია რას გულისხმობ სიბანძეში, მე სადაც დამიყენებია გამიმართია ერთი ბინის და ოფისის ფართს ერთი დაშვების წერტილი თავისუფლად ერევა. მეორე საკითხია რომ არცერთზე დაცვა ავტორიზაციას არ ვაყენებ (ბოროტი კაცი ვარ, რა იცი რაში დამჭირდება შემდეგში უფასო შეღწეტვის წერტილი ), შედეგად დარწმუნებული ვარ ზოგიერთი აღმოაჩენს ალაგ ალაგ რომ სულ არ სIჭრდება ADSL-ის გამოყვანა, თუ აქვს ნოუთი, ან კომპში აქვს Wi-FI მოდული შეიძლება ჩაეერთოს ინტერნეტშI სხვის ხარჯზე :-)

კსტატე დაფარვის შესახებ, სამმა მეგობარმა ექსპერიმენტი ჩავატარეთ 2.5 წლის წინ, რუსთაველზე, სად რა წერტილი იყო, და რამდენი დაშვების წერტილი იყო საერთოდ. აღმოვაჩინეთ ფილარმონიიდან ტავისუფლებამდე 3 წერტილი. ზოგიერთის სიმძრავრე და სიგნალი ქუჩის მიღმა იკარგებოდა, აქედან პუბლიჩნი, ანუ ყველასათვის მისაწვდომი იყო 2 წერტილი, ერთი ავტორიზაციას ითხოვდა. იგივე ექსპერიმენტი გავიმეორეთ 5 თვის წინ, ახალ წლამდე, ამჯერად აღმოვაჩინეთ აურაცხელი დაშვების წერილი. იდეაში დაუფარავი ზონა აღმოჩნდა 1 სკოლიდან უნივერმარღამდე. დანარჩენი ზონები სულ Wi-FI ქსელშია გახვეული, მეორე საკითხია რომ უმეტესობა დახურული ზონებია.

სხვათაშOრის ჩვენი წარამარა გამოკითხვის გამო მოხდა ისე რომ MARRIOT-მა ორივე სასტუმროში დააყენა დაშვების წერტილ, ადრე intel-ის წარმოამდგენელი ამბობდა არისო, მაგრამ პერსონალი გაგებაში არ იყო რას ვეკითხებოდით, პირველი შეკითხვიდან 2 თვის თავზე გვითხრეს რომ მომსახურების გეგმაშI ჩამატებულია და 1 თვის თავზე იქნებაო, მართალია 1 თვეშI არა მაგრამ შეპირებიდან 3 თვეში Wi-FI ორივე სასტუმროში გაიჩითა. თუმცა დაფარვა ალაგ-ალაგ მუშაობს, ზოგიერთ ნომერში და დარბაზში არ აღწევს (პლიუს რა ტქმა უნდა დახურული ქსელია, სტუმარმა უნდა მიაკითხოს ფოიეში ადმინისტარციას, იქ მიირებს კოდს და მერე შესძლებს ქსელში ჩართვას).

აი METEX-ში კი დაშვების წერტილი უფასოა, მაგრამ აქაც ალაგ-ალაგ მშვიდობაშია, თან მომწონს რეალიზებული იდეა, შენობის შიგნით ქსელი არის, გარეთ კი კარებტანაც რომ იყო ვერ შეძვრები, რით აქვთ ასე კონკრეტულად ზღვარის გავლება რეალიზებული არ ვიცი. იდეაში გარეთ მაგ სასტუმროსთან ძლიერი რეტნალსლატორებია და შეიძLება ძლით იხშობა ტალღებბი, მაგრამ ასე კონკრეტულად როგორ კეთდება ვერ გეტყვით.


მოკლედ მგონი საკმარისი ტექსტია. ჰო მართლა რუსთაველზე უფასო წერილი რატომღაც Ftv კაფეს აქვს, არ ვიცი რატომ :-), დავიჯერო მაგათთან სულ ლეპტოპიანი ნაშიკოები და პლეი-ბოები დადიან? მეგონა პირიქით პრობკა სასტავი იყო და თურმე რა მაღალ ტექნოლოგიური სასტავი ყოფილა, ისე მგონი უფრო მეორე იაღლიშს ექნება ადგილი, ადმინისტარტორს ჰკიდია ქსელი, ან ჩემნაირმა მამაძაღლმა დააყენა და პაროლი ან სხვა სახის დაცვა ქსელზე ძალით არ დააყენა :-).

P.S. როგორც ყოველთვის ოხრად შეცდომებით დავწერე ტექსტი (იგულისხმება გრამატიკა და ასოების არევა და არა ტექნოლოგიური შეცდომები), იმედია არ მიწყენთ კორექტურის დრო არ მაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Apr 30 2007, 02:06 PM
პოსტი #12


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



პირიქით ძალიან დიდი მადლობა.
Ja_Ja-ს მედალი ეკუთვნის საქართველოს განათლების ვარიანტში.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
RIPPER_RUNA
პოსტი May 1 2007, 11:33 AM
პოსტი #13


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: DARTH მოდერი
პოსტები: 180
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2



ჰიპ ჰიპ - ვაშა Ja_Ja-ს.
მემგონი თემა საფუძვლიანად ამოიწურა, ამიტომ სადღესასწაულო გარემოში დახურულად ვაცხადებ.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია RIPPER_RUNA: May 1 2007, 11:34 AM
Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:37 PM