![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
// რჩევა ყველას, ვინც link.ge-დან იწერს/ტვირთავს ფაილებს(განსაკუთრებით ამტვირთავებს ეხებათ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ).
შესავალი ალბათ გახსოვთ, რომ ლინკის მთვლელზე თავიდან უფრო პატარა დრო იყო დაყენებული(15 წამი, თუ არ ვცდები), რისი მოთმენაც კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ რატომ უნდა ვითმინოთ "მთელი" ერთი წუთი, როცა შეიძლება, რომ ამას თავი ავარიდოთ? მითუმეტეს, რომ ჩამოტვირთვის პროცესი ჩვენგან ორჯერ ითხოვს მონაწილობას(სურათის კოდის შეყვანისას და download ღილაკზე დაჭერისას). თავის არიდების გზა(მომხმარებლების ნაწილი) ალბათ ბევრი უკვე მიხვდა, რომ მთვლელი ხელოვნურად აგვიანებს ჩამოტვირთვას და მისი გადაჭრის გზაც მოძებნა; მათ კი, ვინც ისევ მოთმინებით ელოდება ჩამოტვირთვის დაწყებას, ვურჩევ შემდეგს: როცა შეიყვანთ კოდს და გამოჩნდება გვერდი, სადაც ერთი წუთი გიწევთ დაცდა, შედით ამ გვერდის Source-ში(View > Source) და მოძებნეთ სიტყვა location. ამ სიტყვის გვერდითვე აღმოაჩენთ ნამდვილ მისამართს, რომელსაც "ვერაგი" მთვლელი ერთი წუთის შემდეგ გთავაზობთ. დააკოპირეთ ბმული ბრაუზერში და იმწამსვე მოგეცემათ სასურველი ფაილის ჩამოტვირთვის საშუალება. მე ამ გზით სადღაც 50 წამს ვიგებ, რაც ხანდახან მოუთმენლობას ძალიან შველის(ის მაინც იცი, რომ არანაირი ხელოვნური დაყოვნება არ გიშლის ხელს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) შეიბრალეთ ჩვენი ნერვები(ამტვირთავების ნაწილი)! კარგი იქნება, თუ ატვირთვის შემდეგ ზემოთ აღწერილი გზით მოპოვებულ ბმულს დააგდებთ, ცდა მაინც აღარ იქნება საჭირო და ჩვენს(ანუ მომხმარებლების) ნერვებს ჩამოტვირთვის "გულშემატკივრობას" მაინც მოვახმართ(მითუმეტეს, რომ ლინკიდან ჩემთან სიჩქარე 60 კბ/წმ-ს კარგა ხანია, აღარ აცილებია). -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th August 2025 - 06:56 PM |