COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - კონკურსის წესები

http://compinfo.ge/index.php/?area=1&p=static&page=con_abs


ადგილმდებარეობა  მთავარი » კონკურსის წესები

წესები
ანუ წესუს დელ კონკორსოს

წესი პირველი: პასუხების წერილი გამოგზავნილი უნდა იყოს ერთხელ, ამავე წერილში უნდა იყოს სამივე პასუხი. ჩვენ არ განვიხილავთ სხვადასხვა წერილებით თითო-თითო პასუხს.

წესი მეორე: კონკურსანტს ეკრძალება პასუხებიანი წერილი გამოაგზავნოს რამოდენიმეჯერ, ანუ ერთი წერილი ერთი პასუხებით, მეორე წერილი მეორე პასუხებით და ასე შემდეგ, ეს როგორც წესი კეთდება იმ მიზნით, რომ ეგებ და ერთმა მაინც გაამართლოს. როგორც კი ა სეთს შევამჩნევთ ერთი ავტორის ყველა წერილი უარყოფილი იქნება, მიუხედავად იმისა იქნება სწორი თუ მცდარი პასუხები.

წესი მესამე: პასუხები მიიღება მხოლოდ ელ-ფოსტაზე info@compinfo.ge, ბევრს უყვარს სხვადასხვა მისამართზე და პირადად ადმინისტრაციის მისამართზე წერილის გამოგზავნა, თუ ასეთს ადგილი ექნება წერილი უგულველყოფილი იქნება.

წესი მეოთხე: იმის გამო, რომ ჩვენი ჟურნალი ვრცელდება არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ წავედით დათმობაზე და მკითხველს ვაძლევთ საშუალებას მიიღოს მონაწილეობა ყველა კუთხიდან. იმის გამო, რომ ჩვენი ეროვნული ფოსტა საკმაოდ ”ტორმუზიანი” ხალხითაა დაკომპლექტებული, ხოლო ექსპრესს გზავნილები კი ხშირად თვითონ პრიზის ღირებულებას აღემატება, ჩვენ რეალურ მისამართზე წერილის გამოგზავნაზე უარი ვთქვით და კონკურსის წერილებს ვიღებთ ელ-ფოსტაზე. ამასობაში იმის გამო, რომ ელექტრონული წესით საკმაოდ ძნელია პიროვნების კონტროლი, ვითხოვთ კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი იყოს საკონტაქტო და პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია. კერძოდ: ყველა კონკურსანტმა უნდა მოგვწეროს თავისი ტელეფონის ნომერი, რეალური სახელი და გვარი, შეიძლება დამატებით ზედმეტახელიც, მაგრამ მარტო ზედმეტსახელი არ მიიღება. კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი, ან პასპორტის მონაცემები. თუ კონკურსანტი არასრულწლოვანია და მას არ გააჩნია არცერთი საბუთი, მაშინ ისარგებლეთ მშობლების საბუთებით, ამას არ ვკრძალავთ. თქვენი პირადი ინფორმაცია კონკურსის გარდა სხვა საქმეში გამოყენებული არ იქნება და კონკურსის ვადის გასვლისა და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ იქნება წაშლილი.

წესი მეხუთე: იმედია მოგებული გვეყოლება რამოდენიმე პიროვნება, ჩვენ უბრალოდ ამოვბეჭდავთ მათ გვარებს, დავჭრით ცალკეულ ფურცლებზე და ამოვირჩევთ ბრმა მეთოდით.

წესი მეექვსე: კონკურსში აკრძალული აქვს რედაქციის ყველა თანამშრომელს მონაწილეობა, გვეყო საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ჩაწყობები. დროა რეალურად გავათამაშოთ შეპირებული პრიზები, ასე რომ თანამშრომლებო გაფრთხილებთ, არც იფიქროთ მონაწილეობა, სად წახვალთ ყველა აქ არ ხართ :-) პრიზის მიღების დროს ხომ დაგინახავთ :-), აღარ მოგცემთ :-), ხელახლა გავათამაშებთ!!!

წესი მეშვიდე: თუ მოხდა საოცრება და კონკურსში ვერავინ გაიმარჯვა, მაშინ პრიზი გადავა შემდეგ გათამაშებაზე, ანუ დაემატება იმ პრიზს, რომელიც შემდეგ გათამაშებაში იქნება, ასე რომ თუ შემდეგი გათამაშების მონაწილე მოიგებს, ერთდროულად რამოდენიმე პრიზს მიიღებს, შეიძლება ვინმეს ეს ძალიან მოეწონოს, შეიძლება არც მოეწონოს.

წესი მერვე: ყველა კითხვას უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი, 100%-იანი დამთხვევა ჩაფიქრებულ პასუხთან სავალდებულო არ არის, მთავარია აზრი და ინფორმაცია იყოს სწორი.

წესი მეცხრე: კონკურსში გამარჯვებულმა პრიზის მიღებისას უნდა წარმოადგინოს წერილში მითითებული პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ მშობლის მოწმობაა მითითებული, მაშინ მოელაპარაკეთ მშობელს და თან მოიყვანეთ, ისე არაფერი გამოვა, რადგან საბუთის არ წარმოდგენის შემთხვევაში ჩაითვლება რომ თქვენ სხვისი მონაცემები მოგვაწოდეთ, რაც დაუშვებელია.

წესი მეათე: პასუხების წერილში უნდა იყოს მითითებული თქვენი საკონტაქტო ტელეფონი ან ელექტრონული საფოსტო ყუთი, რათა გამარჯვების შემთხვევაში მოხდეს დროულად თქვენთან დაკონტაქტება.

წესი მეთერთმეტე: თუ გამარჯვებული თბილისში არ ცხოვრობს, ხოლო პრიზი კი მოიგო, მას პრიზი შეენახება იმ დრომდე სანამ თვითონ არ მოისურვებს პრიზის მიღებას (შესაბამისად თვითონვე უნდა წარმოადგინოს თავისი თავი და საჭირო საბუთები). ოღონდ დაშვებულ 2 თვეს არ უნდა გადასცდეს.

წესი მეთორმეტე: ყველას ვინც გამარჯვებული არ იქნება წერილზე პასუხი, ან რედაქციისგან კონტაქტი სამწუხაროდ არ ექნება, უბრალოდ კონკურსანტი ბევრი იქნება, ყველასთან დარეკვა და შეტყობინება, რომ მისი პასუხები არ არის სწორე, წარმოუდგენლად რთულია და დიდ დროს მოითხოვს.

წესი მეცამეტე: ყოველი კონკურსის ბოლოს, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მოხდება სწორი პასუხების გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე.

წესი მეთოთხმეტე: ჩვენს ვებ-გვერდზე მომხმდარი ცვლილებებისა და ფორუმის ჩამატების გამო შემოგვაქვს ეს დამატებითი წესი, ვკრძალავთ ჩვენს ფორუმზე კონკურსის კითხვების და პასუხების განხილვას. ფორუმზე განტავსებული თემები შესაძლებლობისდაგვარად წაიშლება, ხოლო კითხვების დამსმელები შეიძლება კონკურსის პასუხების  დისკვალიფიკაციის კანდიდატები გახდნენ.

წესი მეთოთხმეტე: აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვადაზე გვიან, ანუ კონკურსის დღედ დასახელებულ დღის დილის 12 საათზე გვიან მოსული წერილები გათამაშებაში აღარ მონაწილეობენ (მაგალითად მეთვრამეტე გათამაშება მოხდება 2007 წლის 1 მაისს, შესაბამისად თუ სწორი პასუხი მოვა 2007 წლის 1 მაისს 12 საათსა და 01 წუთზე, ეს პასუხი აღარ განიხილება, სამწუხარდ წინა კონკურსში ერთი დაგვიანებული გვყავდა, იმედია ასეთი რამ აღა მოხდება, კონკურსის დამთავრებამდე საკმაო დროა, მოასწარით ამ პერიოდში პასუხების მოძიება! :-)).

წესი მეთხუთმეტე: იმის გამო რომ რამდენჯერმე მოგებული პრიზი კონკურსანტმა არ წაიღო დროულად დაგვიგროვდა ძველი პრიზები, ამის გამო შემოგვაქვს ლიმიტი მოგებული პრიზების მიღებაზე, თუ კონკურსის დამთავრებიდან 2 თვის განმავლობაში მოგებული თავის პრიზებს არ მოაკითხავს ჩვენ უფლება-ვალდებულებას ვიხსნით პრიზების შენახვაზე. მოგებიდან 2 თვის ვადაში ნება იმოძეთ და მოაკითხეთ პრიზებს.

წესი მეთექვსმეტე: გახშირებული შემთხვევების გამო კონკრეტულად ცალკე წესად ვაყალიბებთ მიმაგრებული ფაილების გამოგზავნას. პასუხები უნდა იყოს დაწერილი ყველანაირი მიმაგრებული და დამატებითი დოკუმენტების გარეშე, თუ ჩვენი კონკურსი მოითხოვს თქვენგან რაიმე დოკუმენტის, ან საბუთის მიმაგრებას, მაშინ ეს წესი არ იმოქმედებს, სხვა დანარჩენ შემთვევაში მიმაგრებული ფაილით გამოგზავნილი პასუხები უგულველყოფილი იქნება. ეს კონკრეტულად ეხებათ იმ პიროვნებებს რომლებსაც უყვართ WORD-ის ფაილით პასუხების გამოგზავნა. მიზეზი როგროც წესი ბევრია: ქართული ასოებით ვერ ვწერდი, ლამაზი წერილი მოგწერეთ, სხვანაირად ვერ მოვახერხე და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან მაინცა და მაინც ფერად, უნიკოდში, ან სხვა ქართულ შრიფტში აკრეფილ ტესტებს, ასე რომ მიზეზები არ იმოქმედებს.

წესი მეჩვიდმეტე: წესები შეიძლება გათამაშებიდან გათამაშებამდე იცვლებოდეს, ამიტომ ყოველი გათამაშების წინ გადახედეთ წესებს და პირობებს. ამ გათამაშებისთვის გეყოფათ წესები (მითუმეტეს წინა გათამაშებაში ამ წესებს პრობლემა არ გამოუწვევია), შემდგომში თუ ეს ფორმა არ გაამართლებს, საზიზღარი წესები ცვლილებას განიცდის! ახლა კი გისურვებთ მოგებას!!! უპს, ოღონდ ჯერ ქვემოთმდებარე წერილის ფორმას გადახედეთ!

წესების მასიურად დარღვევის გამო ამ კონკურსში ყველა წესის სრული შესრულება მოგეთხოვებათ, წერილი წუნად შეიძლება მიჩნეული იყო სათაურის არასწორად დაწერის გამოც, ეს კი ძალიან ხშირი შეცდომაა. მიაქციეთ ყურადღება თქვენს წერილებს.

წერილის მაგალითი:
შემდეგ მოყვანილი ფორმა დაიცავით მაქსიმალურად.

წერილის მიანიჭეთ სათაური Concorso

პასუხი პირველი: პასუხის ტექსტი.
პასუხი მეორე: პასუხის ტექსტი.
პასუხი მესამე: პასუხის ტექსტი.
პასუხი მეოთხე: პასუხის ტექსტი.

კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი (ქალაქის, ან მობილური. დიდ მნიშვნელობა არა აქვს), ელ-ფოსტის მისამართი (მართალია ფოსტის მისამართი წერილს მოყვება, მაგრამ გადამოწმების მიზნით ნუ დაიზარებთ და ესეც მოგვწერეთ), საცხოვრებელი ადგილი, პირადობის მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი. მორჩა მეტი არაფერია საჭირო, მოგების შემთხვევაში, ჩვენს დაგიკავშირდებით, ხოლო თქვენ კი თან წამოიღეთ თქვენი მოწმობა!! :-)

აბა ჰე კიდევ ერთხელ გისურვებთ მოგებას!