უნიკოდ ფონტები Symbian-ზე
თეორია:
პრაქტიკა: მოკლედ, ამ მიმართვებს (თუ ფონტებს) ჰქვიათ: ეს შრიფტები ინახებიან შემდეგ მისამართზე : Z:\resource\Fonts Z დისკი არის ტელეფონის შიდა პროგრამული უზრუნველყოფის დისკი, რომელიც მთლიანად არის დაცული ატრიბუტით read only. Windows-ის ფონტების საქაღალდიდან უნდა დავაკოპიროთ sylfaen.ttf ფონტი სადმე კომპიუტერში შექმნილ საქაღალდე Fonts-ში ოთხჯერ და შემდეგ გადავარქვათ სახელები ზემოაღნიშნულ ოთხ სახელზე. ამის შემდეგ, შევაერთოთ ტელეფონი Mass storage ანუ Передача даннных რეჟიმში და საქაღალდე Fonts, რომელშიც უკვე გამზადებულია სახელგადარქმეული ფონტები ჩავწეროთ ტელეფონის მეხსიერებაში საქაღალდე resource-ში (თუ არ არის, შექმენით) საბოლოოდ გზა ასე გამოიყურება Symbian OS-ისთვის: E:\resource\Fonts და მასში ეს ოთხი ფაილი: nosnr60.ttf nssb60.ttf nstsb60.ttf S60ZIGI.ttf. მორჩა, გამოვაძროთ ტელეფონი კომპიუტერს Safely Remove Hardware-ით, გადავტვირთოთ და გვექნება Sylfaen ფონტი. მინუსები: გამოცდილი მომხმარებლებისთვის არის პროგრამა FontrouterLT, რომელსაც დიდი კონფიგურირება უნდა, თუმცა უკვე ფონტის ზომების ცვლაც შეიძლება, თუ საჭიროება იქნება, ამაზეც დავწერ. Symbian8.1-ის მფლობელთა გასახარად (მაგ: alchemist-ის) ერთმა კარგმა ადამიანმა გააკეთა საინსტალაციო პაკეტი თუ რაიმე მიზეზით ამ მისამართიდან ვერ იწერთ, მაშინ ისარგებლეთ ამ მეორე ბმულით. რომლის დაინსტალირებითაც ყენდება sylfaen ფონტი. მე ვცდილობ, 9.x-სთვისაც შევქმნა მსგავსი პაკეტი, მაგრამ რატომღაც ჯერ არ გამომდის, თუ გამოვა აუცილებლად შეგატყობინებთ. ვისაც ეზარება წვალება, აქვეა გამზადებული ფონტები: თუ რამე არასწორად გააკეთეთ და ტელეფონი აღარ ჩაირთო, ნუ დაიბნევით, გამორთეთ (ან ბატარეა ამოაძრეთ), გამოაძრეთ მეხსიერების ბარათი და ისე ჩართეთ. ამის შემდეგ ჩადეთ მეხსიერების ბარათი უკან, შეაერთეთ Mass storage რეჟიმში და წაშალეთ საქაღალდე Fonts, ან ნახეთ და გაასწორეთ შეცდომა. ავტორი: gio_kiborg |
|
Symbian OS 9.2 ჯერ ეგეთი არაფერია ?