ოფიციალური ინფორმაცია Gulftown (Core i9) პროცესორებზე
როგორც ცნობილია, Intel-ის ახალი ჰაი-ენდ პროცესორები, რომლებიც Core i9 სახელს მიიღებენ, 2010 წლის მეორე კვარტალში გამოვლენ ბაზარზე. ახალი პროცესორები ბაზირებული იქნება Gulftown ბირთვზე და აღჭუვილი იქნებიან 6 ბირთვით. დიახ, და ეს ყველაფერი დესკტოპ პროცესორს ეხება. რამდენიმე დღის წინ აღნიშნული პროცესორების ოფიციალური სლაიდიც გამოჩნდა Intel-ისგან. აღნიშნული სლაიდი ნაჩვენები იქნა Masters Overclocking Arena-ზეც, ასე რომ, მისი ნამდვილობა ეჭვგარეშეა.
![](http://www.compinfo.ge/system/inlineshot.php?img_id=1250057934940318282)
აღსანიშნავია, რომ ახალ პროცესორებს Core i9 სახელწოდება ჯერჯერობით არ მიუღიათ. Gulftown პროცესორები პირველი იქნება, რომლებიც სრულად 32 ნმ ტექნოპროცესით დამზადდება. Clarkdale პროცესორების "ჩიპსეტური ნაწილი" 45 ნმ ტექნოპროცესით იქნება დამზადებული. ახალი 6 ბირთვიანი პროცესორები თავსებადი იქნებიან უკვე არსებულ X58 ჩიპსეტზე აწყობილ დედა დაფებთანაც.
აღსანიშნავია, რომ Intel-მა შეძლო, პროცესორის მაქსიმალური ენერგომოხმარება, TDP 130 ვატამდე შეენარჩუნებინა. Core i9 პროცესორებს შეუნარჩუნდებათ ყველა იმ ტექნოლოგიის მხარდაჭერაც, რაც Core i7-ებს აქვთ, მათ შორის, Hyper-Threading-ისა და Turbo Boost-ის. პირველი Core i9 პროცესორები Extreme Edition კასტაში გაერთიანდებიან. მათი "გამეინსტრიმება," სავარაუდოდ, მოგვიანებით მოხდება.
ბეჭდვითი ვერსია | 11-08-2009, 21:01:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ეს ყველაფერი კი კაია მაგრამ საქართველოში როდის შემოვა? როგორ მუშაობენ ქართველი დილერები?
ისე ფორუმში თუ არის პროცესორებისთემა მაინტერესებს. რისთვის შეიძლება დაჭირდეს უბრალო მომხმარებელს ასეთი პროცესორი?
AMD რას საქმიანობს?