ნახევარი წლის წინ, აპრილში Microsoft–მა გამოაქვეყნა თავისი ახალი პროდუქტის, Windows XP Mode–ის ბეტა ვერსია, რომელიც შემდეგ პრობლემას წყვეტს: Windows 7–ს აქვს საკმაოდ კარგი თავსებადობა Windows XP–სთვის დაწერილ პროგრამებთან, მაგრამ პლატფორმათა განსხვავებების გამო ეს თავსებადობა სრული არაა, ეს კი იწვევს იმას, რომ საკმაოდ ბევრი XP–სთვის დაწერილი პროგრამა 7–ში უბრალოდ არ მუშაობს.
მოკლედ რომ ვთქვათ, XP Mode დაფუძნებულია Microsoft Virtual PC–ზე და ქმნის ვირტუალურ XP–ურ გარემოს შვიდთან არათავსებადი პროგრამებისთვის, ანუ ეს უკანასკნელნი ეშვებიან მათთვის ბუნებრივ პირობებში და მუშაობენ ჩვეულებრივად, ამასობაში კი ეს ყველაფერი ხდება Windows 7–ში. გრძელი განმარტებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სიახლე Windows XP Mode.
დღეს კი MS–მა განაცხადა, რომ XP Mode მზადაა წარმოებაში ჩასაშვებად და 22 ოქტომბერს, Windows 7–თან ერთად იხილავს დღის სინათლეს.
შეგახსენებთ, რომ Windows XP Mode–ით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ Windows 7 Professional, Enterprise და Ultimate ვერსიის მფლობელებს. სხვებისთვის, სამწუხაროდ, XP Mode საერთოდ არ იქნება მისაწვდომი.
3D თამაშებზე გამოდგება ნეტავ? მეეჭვება