OpenOffice.org Premium 2.0.2
განახლდა ალტერნატიული საოფისე პროგრამა, ანუ კიდევ ერთხელ ვცდილობთ წავაქციოთ Microsoft Office :-). პაკეტი OpenOffice შეიცავს ტექსტურ რედაქტორს, ელექტრონული ცხრილების პროგრამას, პრეზენტაციების შესაქმნელ პაკეტს. ყველა პროგრამა თავსებადია ცნობილ MS Office-ს პაკეტებთან, ფაილების მიმოცვლა უმტკივნეულოდ ხორციელდება.
![OpenOffice.org Premium 2.0.2](http://www.compinfo.ge/compinfo/news/images/writer-big.jpg)
პაკეტში OpenOffice ასევე არის გრაფიკასთან და HTML თან სამუშაო პროგრამები, თუმცა ცოტა თავისებურია და მიჩვევაა საჭირო. პაკეტი მთლად პატარა არ გეგონოთ, ინსტალაციის შემდეგ გააჩნია რა კონფიგურაციას დააინსტალირებთ, მიიღებთ 89-დან 117 მეგაბაიტამდე პროგრამულ უზრუნველყოფას. პაკეტი მუშაობს სხვადასხვა პლატფორმებზე, არსებობს Windows-ის, Linux-ის და Solaris (x86 და SPARC)-ის ვერსიები. მაგრამ გთავაზობთ მხოლოდ Windows_ის ვერსიის ბმულს.
საოფისე ალტერნატივა:
OpenOffice.org Premium 2.0.2 175,3 მეგაბაიტი
Download გვერდი თუ გსურთ სხვა ვერსიების ჩამოქაჩვა
ბეჭდვითი ვერსია | 30-04-2006, 13:15:00 |
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|