Intel-მა შესაძლოა სამი ოთხბირთვიანი 45 ნმ პროცესორის გამოშვება გადადოს
Digitimes-ის განცხადებით ინტელი აპირებს იანვრისთვის დაგეგმილი პროცესორებიდან ამოიღოს სამი ოთხბირთვიანი პროცესორი. მიზეზი კი კონკურენციის არარსებობაა.
რესურსის განცხადებით, ინფორმაციის წყარო ტაივანური დედა დაფების მწარმოებელი კომპანიები არიან. რაც შეეხება პროცესორების მოდელებს, ესენია: Core 2 Quad Q9300, Q9450 და Q9550.
გასაგებია, რომ Intel-ი, ჯერჯერობით კონკურენტი AMD-სგან საფრთხეს არ ელის და ამიტომ არ ჩქარობს ახალი პროცესორების ბაზარზე გამოშვებას.
თუ წყაროები სიმართლეს ამბობენ, სავარაუდოდ, ახალი პროცესორების გამოშვება 2008 წლის თებერვალ-მარტისთვის გადაიდება.
ბეჭდვითი ვერსია | 19-12-2007, 23:43:00 | Power_VANO
|