რამდენიმე დღის წინ, Intel-მა წარმოადგინა 2007 წლის მეოთხე კვარტალში მიღებული ფიანსური შემოსავლები. შედეგები რეკორდულია.
საერთო შემოსავალმა შეადგინა 10.7 მილიარდი დოლარი (10.5% გაუმჯობესება), სუფთა მოგება - 3 მილიარდი დოლარი.
კომაპნიის საერთო საბაზრო წილი გაიზარდა 8.5%-ით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ინტელის მოგება შესაძლოა კიდევ უფრო დიდიც ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ NAND მეხსიერება გაიაფდებოდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
AMD ”მუხლებზე დგას,” Intel-ის 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული აპარატურის ასორტიმენტი კი ფართოვდება და ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიეწოდება. აქედან გამომდინარე, ასეთი შედეგები გასაკვირი არაა.
სავარაუდოდ, 2008 წლის პირველი კვარტალი კომპანიისთვის ასევე საკმაოდ მომგებიანი იქნება.
რა უნდა ვთქვათ? საწყალი "ამდ"....