Intel Atom 50%-იან წარმადობის ზრდას აჩვენებს!
ალბათ ყველამ იცით, რომ კორპორაცია Intel-მა ახალი მობილური პროცესორების Atom-ის სერია გამოუშვა. ზოგიერთ მომხმარებელს ამ პროცესორების ტექნიკური მახასიათებლებიც ეცოდინება. მათ შორის, აღსანიშნავია Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომლის საფუძვლადაც NetBurst არქიტექტურაა აღებული.
ცნობილი გახდა, რომ Cinebench 9.5-ის ტესტში პროცესორი Atom 230 (1600 მჰც, 512 კბ კეში) 50%-იან წარმადობის ზრდას აჩვენებს. «1 CPU» რეჟიმით რენდერინგისას, Atom 230 დავალებას თავს 4 წუთსა და 8 წამში ართმევს თავს. რაც შეეხება «Х CPU» რეჟიმს, აქ უკვე პროცესორი დავალებას 2 წუთსა და 46 წამში ასრულებს, რაც პირველ რეჟიმთან შედარებით სწორედ 50%-იანი წარმადობის ზრდაა. საინტერესოა, რომ Atom 230 SuperPI 1M ტესტის დასრულებას 1 წუთსა და 32 წამს ანდომებს.
თუ გავიხსენებთ Pentium 4-ის თაობას, სადაც პირველად გამოჩნდა Hyper-Threading ტექნოლოგია, იგი მაქსიმუმ 25%-იან წარმადობის ზრდას იძლეოდა, დღეს კი სახეზეა 50%-იანი ზრდა. ეს მაჩვენებელი საშუალებას აძლევს Intel Atom-ს გადაუსწროს წარმადობაში VIA Isaiah პროცესორს, რომელიც მისი პირველი და უძლიერესი კონკურენტია.
ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე Hyper-Threading ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ინტელის მომავალ, Nehalem ოჯახის პროცესორებშიც. თუ გავითვალისწინებთ წარმადობის ზრდის მაჩვენებელს, Nehalem-ი საკმაოდ ძლიერი პროცესორი უნდა გამოვიდეს.
ბეჭდვითი ვერსია | 25-04-2008, 12:30:00 | Power_VANO
|