მსოფლიო ბლოგებს ერთიანად "ბლოგოსფეროდ" მოიხსენიებენ ხოლმე და კომპანიამ Twingly, რომელიც დაკავებულია კონკრეტულად ბლოგების ძიებით (ანუ Google ბლოგებისთვის) გადაწყვიტა, ამ სიტყვას რეალური დატვირთვა შესძინოს - მათ შექმნილ ინტერაქტიულ სკრინსეივერზე გამოსახულია დედამიწა, რომელზეც ყოველ წამს ჩნდება "აფეთქებები" იმის მანიშნებლად, რომ ამ ადგილიდან ახალი პოსტი დაიპოსტა.
სკრინსეივერი ნამდვილად ლამაზი საყურებელია და "თითქმის" პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს - ყოველ "აფეთქებას" მოჰყვება სიტყვიერი ანოტაცია (პოსტის სათაური) შეტყობინებების პანელზე და მასზე დაჭერით შესაბამისი პოსტის ნახვა შეგიძლიათ.
რომ იტყვიან, სურათი ათას სიტყვად ღირს:
ვიდეო კლიპი ალბათ საერთოდ შეუფასებელი იქნება :-)
ჯამში სასიამოვნო სკრინსეივერია უბრალო მომხმარებლებისთვის და კარგი შემხსენებელი ბლოგერებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საიტების ჟურნალისტებისთვის - წერეთ! :-)
სკრინსეივერის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან, Twingly-თი ძებნა კი აქ შეიძლება.
ვაა ძალიან მაგარია :) ყველაზე მაგარი კი ის იყო რომ რომ დავაკვირდი ჩემი ბლოგის პოსტებიც ვნახე