Google Search მხოლოდ საიტებს არ აინდექსირებს, მისი მოქმედების არეალში პოპულარული დოკუმენტების ფორმატებიც – pdf, xls, doc - ხვდება. თუმცა ასეთი დოკუმენტების ბრაუზერში ჩვენება პრობლემაა – ბრაუზერები უბრალოდ ვერ ამუშავებენ ამ გაფართოებაში შენახულ ფაილებს. დიდი ხნის განმავლობაში Google ცდილობდა ეს პრობლემა "View as HTML" ბმულით მოეგვარებინა, რომელზე დაჭერითაც დოკუმენტი HTML-ად გარდაიქმნებოდა და ისე ეგზავნებოდა ბრაუზერს. ამ გზით მომხმარებელს საშუალება ეძლეოდა, დოკუმენტის შინაარსი გაეგო, მაგრამ მთელი ფორმატირება იკარგებოდა.
და ცოტა ხნის წინ
Google Blog–ზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ამიერიდან PDF–ებისთვის View as HTML შეიცვლება Quick View–ით, რომელიც დოკუმენტის HTML–ად გარდაქმნის მაგივრად მას პირდაპირ სურათებად გიჩვენებთ, ფორმატირების დარღვევის გარეშე, ამაში კი Google Search ძმობილ პროექტს – Google Docs–ს დაიხმარებს.
როგორც Google გვპირდება, სხვა ფორმატებისთვის იგივე შესაძლებლობის მხარდაჭერა მალე დაემატება.