Fences უმარტივესი, ერთადერთი დანიშნულების მქონე პროგრამაა: ის დესკტოპზე ქმნის ნახევრადგამჭვირვალე სათაურიან კონტეინერებს
, რომლებიც გაგიადვილებთ ერთნაირი ფაილების ერთად დალაგებას. კონტეინერები სრულად მორგებადია – მათი ზომა, სათაური (უნიკოდი მხარდაჭერილია), შიგთავსი და შეფერილობა ნებისმიერ დროს, უმარტივესად შეიძლება შეიცვალოს. ახალი კონტეინერების დამატება ან არსებულის წაშლა სულ ორი წკაპით ხდება.
სრულადაა მხარდაჭერილი გადათრევა–დაგდების პრინციპები და ეს ყველაფერი ლამაზ ეფექტებშია შესრულებული. პროგრამას აქვს ერთი სასიამოვნო დეტალიც – დესკტოპის ცარიელ ადგილას ორჯერ დაწკაპუნება კონტეინერებს და მათ შიგთავსს სრულად გააქრობს. ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება ისევ ორჯერ დაწკაპუნებით შეიძლება.
ჩვენ არ მოვყვებით პროგრამის გამოყენების სრულ აღწერას გამომდინარე იქიდან, რომ ამაზე ავტორებმა უკვე იზრუნეს – Fences ყოველ ნაბიჯზე შემოგთავაზებთ დახმარების ტექსტებს, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელზეა გათვლილი. თუმცა შეიძლება ისინი საერთოდაც არ დაგჭირდეთ, რადგანა ინტერფეისი ძალიან ინტუიტიურია.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე დამატებითი სურათი და ვიდეორგოლი:
ვიწერ და ვნახოთ გამახარებს თუ არა........ ისე მართლაც სულ პრობლემა მაქ სამუშაო მაგიდაზე ათასი რაგაც მიყრია.......