Windows Server 2008-ის გააქტიურება
როგორც მოგეხსენებათ ოპერაციული სისტემის, Windows Vista-ს შემდეგ კომპანია Microsoft-მა გამოუშვა კიდევ ერთი ოპერაციული სისტემა Windows Server 2008, რომელიც მისი სახელიდანაც ჩანს, რომ იგი არის სერვერული პლატფორმის სისტემა. თავისმხრივ ეს სისტემა აგებულია იგივე Windows Vista-ს ბირთვზე, თუმცა ბევრად სტაბილური და სწრაფია. ამასობაში ამ სისტემას გააჩნია ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც არ ქონდათ და არც დაესიზმრებოდათ Microsoft-ის მიერ გამოშვებული სხვა სერვერული პლატფორმის ოპერაციულ სისტემებს, ზოგი რამ გაუმჯობესებულია, ზოგი რამ დამატებული რაც თავისმხრივ უნიკალურს ხდის ამ სისტემას, მაგრამ ყოველთვის არსებობს ასეთი სიტყვა მაგრამ :-) მაგრამ ამ სისტემის სრული მორჯულება დღემდე ვერ მოხეხდა, სხვა Microsoft-ის ოპერაციული სისტემებისგან განსხვავებით. არსებობდა ერთერთი მეთოდი რომლის მიხედვითაც მას ვააქტიურებდით ვისტას აქტივატორით, სისტემას ეგონა, რომ იგი არის ვისტა, მაგრამ ჩნდებოდა უამრავი პრობლემა სხვადასხვა სერვისებთან და როლებთან (ფუნქციებთან) დაკავშირებით, კერძოდ ისინი წყვეტდენ მუშაობას, რადგან ეს სერვისები და როლები (ფუნქციები) ვისტასთვის არ არის გათვალისწინებული. სამწუხაროა, სისტემაში იმდენი „საოცრებაა“ ჩაქსოვილი, რომ მათთან გამომშვიდობება ბევრს ნამდვილად გულს სტკენს. თუმცა ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ზოგჯერ არაერთი, სტატიაში განიხილება ორი მეთოდი თუ როგორ ავუაროთ გვერდი აქტივაციას, თუმცა ორივე მათგანს აქვს თავისი მინუსი. პირველი მეთოდის შემთხვევაში ჩვენ ვახანგრძლივებთ სისტემის მუშაობას მაქსიმუმ 240 დღის განმავლობაში, მაგრამ გვექნება 100% მუშა სისტემა ყველანაირი განახლების საშუალებით და კომპანია Microsoft-ის დიდი მადლობებით. მეორე შემთხვევაში კი გვექნება შეუზღუდავი დრო, თუმცა ვემშვიდობებით ყოველგვარ განახლებას და კომპანია Microsoft-ის დიდ მადლობებს :-) მაშ ასე შევუდგეთ საქმეს და განვიხილოთ ორივე მეთოდი (სხვათაშორის ეს ორივე მეთოდი მუშაობს Vista-ზეც და Windows Server 2008-ზეც, თუმცა ვისტასთვის უკეთესი აქტივატორები არსებობს და რაში გვჭირდება). ინსტალაცია მეთოდი № 1 ამ 60 დღის გასვლის შემდეგ, ჩვენ უნდა ჩავწეროთ ბრძანება slmgr.vbs –rearm რათა ამ დროის ჩამოყრა მოხდეს და ჩვენ გვქონდეს კიდევ 60 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალება, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ამ მეთოდის გამოყენება შეგვეძლება მხოლოდ სამჯერ პირველი 60 დღის ჩათვლით, ბრძანების მიცემის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ასეთ შეტყობინებას, სადაც გვეუბნებიან რომ ბრძანება წარმატებით შესრულდა და ცვლილებების ძალაში მოსაყვანად გადატვირთეთ კომპიუტერიო. |
|
მე ამჟამად STANDARD ბილდ7000 ვერსია მიყენია! მაგ ვინდში ბევრი უაზრო სერვისია ჩართული და ოპერატიულიც თითქმის ვისტასავით მოიხმარს ანუ მიაქ ბევრი, თუმცა თუ რამოდენიმეს გათიშავ (უნდა იცოდე ზუსტად რომელი სერვისი არ გჩირდება)მაგით არაფერს ავნებ პირიქით უფრო უკეთესად იმუშავებს და რაც მთავარია სწრაფი გახდება! თუ ვინმეს გაინტერესებთ დაგიწერთ ვრცლად რომელი სერვისია გასათიში