AMD-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა 2010 წლისთვის ჯილდოდ $17,5 მლნ მიიღო
იანვრის დასაწყისში ინვესტორები ძალიან განცვიფრებულნი დარჩნენ, როდესაც AMD-მ განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა დირკ მეიერმა (Dirk Meyer) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რომლებიც ახალ სწრაფადმზარდ ნახევრადგამტარების ბაზრებზე, პლანშეტებისა და სმარტფონების ჩათვლით, AMD-ს პოზიციების გამყარების შესახებ მეიერის სტრატეგიის სისწორესა და საფუძვლიანობაში არ იყვნენ დარწმუნებულნი. მაგრამ დირკ მეიერისთვის სამწუხარო მოვლენას თავისი ნათელი მხარეც აქვს. Fudzilla-ს ცნობით, მისი ჯილდო გასული 2010 წლისთვის საფონდო ოფციონებისა და პრემიების სახით $5,5 მლნ-ია, რაც 22% მეტია, ვიდრე წინა წელს. ამას გარდა, ექს-ხელმძღვანელმა თანამდებობიდან ვადამდელი წასვლისთვის კომპენსაციის სახით $12 მლნ მიიღო. სიახლის ავტორი: ბეჭდვითი ვერსია | 02-04-2011, 11:01:00 | Power_VANO |
|