კომპიუტერში ფაილების ჩაწერა
დაშორებულადალბათ ყოველ ჩვენთაგანს ქონია შემთხვევა, როდესაც იმყოფება სამსახურში ან მეგობართან და აღმოუჩენია, რომ ინტერნეტში დაიდო რაიმე ახალი ფილმი ან პროგრამა. ამ შემთხვევაში ყველა ერთი წამით მაინც გავიფიქრებდით, რომ ნეტავ სახლში ვყოფილიყავი, რომ რაც შეიძლება მალე გადმოგვეწერა, ან უკეთესი, სახლში რომ მივალ გადმოწერილი დამხვდესო :-) აბა, გქონიათ ასეთი შემთხვევა? პირადად მე ძალიან ბევრჯერ. ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა, რათა ყოველმა ჩვენთაგანმა შევძლოთ დაშორებულად კომპიუტერში ფაილების ჩაწერა :-) სტატიაში განხილული იქნება ორი პროგრამა 1. uTorrent-ი ტორენტებისათვის და 2. GetRight PRO ჩვეულებრივი ბმულებისათვის. პორტების გადამისამართება (ანუ ნატირება)
გავხსნათ პროგრამა და შევიდეთ Options -> Preferences (Ctrl+P) შემდეგ გადადით განყოფილებაზე Web UI, როგორც ხედავთ ყველაფერი ძალიან მარტივად არის, უბრალოდ მონიშნეთ Enable Web UI შემდეგ მიუთითეთ მომხმარებელი და პაროლი, რითიც გაივლით აუთენთიფიკაციას ვებგვერდზე და სასურველი პორტი (ავტომატურად მითითებულია 8080 პორტი, მაგრამ ხშირად სხვადასხვა პროგრამები იყენებენ, ამიტომ გადავწყვიტე მე გამოვიყენო 8081 პორტი) და დააჭირეთ OK-ს.
როგორც ხედავთ ძალიან მარტივია, ამ ოპერაციის შემდეგ დაელოდეთ რამოდენიმე წამი, რომ გადმოიწეროს ვებ ინტერფეისი თავისივე საიტიდან და სცადეთ დაკავშირება ბროუზერის მეშვეობით მისამართზე: http//თქვენიგარეIP:პორტი/gui ან შიდა ქსელში http://localhost:8081/gui
|
|
ადმინ იქნებ გამარკვიო როგორ კეტდება ან თუ კეთდება ეს საერთოდ, რამდენჯერმე ვცადე და არშვება