ვიდეო ჰოსტინგებიდან ვიდეოს გადმოწერა საკუთარი ხელით!
ყველამ ვიცით, რომ არსებობს უამრავი ვიდეო ჰოსტინგ საიტები, სადაც შესაძლებელია, რომ ვუყუროთ სხვადასხვა სახუმარო ვიდეოს, კლიპს, რომელიმე მატჩში გატანილ გოლებს, საუკეთესო მომენტებს თამაშებიდან, ფილმებს, სერიალებს, რეკლამებს და კიდევ ათას სისულელეს. ზოგიერთი მოგვწონს და გვინდა მათი გადმოწერა. პირველ რიგში, ვეძებთ პროგრამებს ან საიტებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ საქმეში, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როდესც არც დრო გვაქვს და არც ხალისი ამ პროგრამების თუ საიტების მოსაძიებლად? არ გადმოვწეროთ ვიდეო და პირდაპირ საიტზე ვუყუროთ ხოლმე როდესაც მოგვინდება? მე უკეთეს ვარიანტს შემოგთავაზებთ. ვცადოთ მათი გადმოწერა ჩვენი ხელით. ეს იქნება ჭეშმარიტი პასუხი სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო პროგრამის (ან საიტის) შემქმნელებისათვის. მათ თუ შეძლეს, ჩვენ რა ფეტვი გვირევია? :-) პირველ რიგში გვჭირდება რაიმე ინტერნეტ ბროუზერი. მე გამოვიყენებ საყვარელ და ყველასთვის ცნობილ Internet Explorer-ის მეშვიდე ვერსიას, და კიდევ ერთი რამ კომფორტისთვის, რაიმე ნორმალური ტექსტური რედაქტორი, რომელიც არჩევს ტეგებს, სკრიპტებს, ბმულებს, კომენტარებს და მისთანებს ერთმანეთისგან. პირადად მე, ვიყენებ პროგრამა EmEditor Professional 7.02 ვერსიას. ჯერ ქართულებს მივხედოთ, შემდეგ უცხოურებსაც გადავავლოთ თვალი. ვიდეოს გადმოწერა Myvideo.ge-დან ვიდეოს გადმოწერა allvideos.ge-დან აქ http://allvideos.ge/ არის საიტის მისამართი, მე მგონი ისედაც ყველა ხვდებოდით :-) xml.php ეს არის სკიპტი რომელსაც გადაეცემა ვიდეო, uid= უნივერსალური კოდი ვიდეოსთვის (UID=Universal ID), storage1/ ეს არის მისამართი, თუ რომელ ვინჩესტერზე (ან სერვერზე) არის ჩვენი ვიდეო, 940 არის მომხმარებლის ნომერი (რომელმაც ატვირთა ვიდეო) და 20080716186536974663 არის თვითონ ვიდეოს სახელი, ეხლა შევკრიბოთ ყველაფერი თავიდან და მივიღოთ გადმოსაწერი ბმული. ანუ ვიცით რომ საიტი არის http://allvideos.ge/ xml.php?uid= ეს ადგილი არ გვაინტერესებს (ანუ სკრიპტი და UID) შემდეგ მოდის storage1/ თან მივამატოთ, გამოგვივიდა http://allvideos.ge/storage1/ შემდეგ მოდიოდა მომხმარებლის ნომერი 940, კიდევ მივუმატოთ http://allvideos.ge/storage1/940 აი აქ კი გავჩერდეთ ცოტა ხანი. კი ვიცით, რომ ფაილის სახელია 20080716186536974663, მაგრამ ეს ფაილი არის რომელიღაც საქაღალდეში აუცილებლად და აქვს თავისი გაფართოება. საქაღალდე არის videos, ფაილის გაფართოება კი flv კიდევ თუ მივუმატებთ ამ ინფორმაციას ერთმანეთს, მივიღებთ ასეთ შედეგს: ვიდეოს გადმოწერა tvali.ge-დან დააკვირდით ზემოთ არსებულ ბმულს videos/6ae3df36f4ba08071741106.jpg სწორედ ეს არის ვიდეოს მისამართი. შემეკამათებით, კი მაგრამ jpg ხომ სურათის გაფართოებააო, კი ბატონო ეგრეა, მაგრამ აბა შეუცვალეთ გაფართოება და მიეცით flv, მართალია ეს უკვე ვიდეოს ჰგავს, ამიტომ ჩვენი გადმოსაწერი ბმული იქნება უმარტივესი http://tvali.ge/videos/6ae3df36f4ba08071741106.flv ”სტატიის წერის დროს, შეიცვალა საიტის სკრიპტი და ახალ ვიდეოებზე სხვანაირი მეთოდის გამოყენება დაგვჭირდება, ოღონდ ეს მეთოდი უფრო მეტ შრომას და დაკვირვებას მოითხოვს. მოკლედ, შევუდგეთ. ვიდეოს ბმული იქნება ეს: http://tvali.ge/index.php?action=watch&v=22236 ეხლა ვნახოთ მისი კოდი და მოვძებნოთ სიტყვა dataNew.php (სხვანაირადაც შეიძლება, მაგრამ ესე უფრო მარტივია) მოიძებნება როგორც წესი ასეთი ჩანაწერი: ახლა ამ ჩანაწერიდან ჩვენ გვჭირდება xml-ფაილი რომელშიც წერია ჩვენი ვიდეოს მოდიფიცირებული მისამართი თუმცა იმასაც მივხედავთ:-) როგორც ბმულში ხედავთ xml ფაილის მისამართი (რომელსაც გვატყობინებს ჩანაწერი ”xmlFile=”) არის: რას ვხედავთ აქ? გვითითებენ სად არის ჩვენი ვიდეოს მინი გამოსახულება იგივე თუმბნაილი, მაგრამ რაში გვადგება ეს ჩვეენ? ძალიან მარტივად არის საქმე, უბრალოდ ვნახოთ ამ გვერდის კოდი და მივიღებთ: მანდ რაიმე ხომ არ გეცნობათ? პირველივე ჩანაწერი video path=" მიგვითითებს ვიდეოს პირდაპირ ბმულზე... მე მგონი ამით ქართული სერვერების ამბავი ამოწურულია, ახლა კი მივხედოთ უცხოურ რთულ სერვერებს. |
|
http://keepvid.com
ეს საიტი დაგეხმარებათ youtybe - დან ვიდეო ფაილების ჩამოტვირთვაში.
გაუშვით ვიდეო ფაილი და სამისამართო ზოლიდან გადაუღეთ ასლი ვიდეო ფაილის
URL - ს და ჩააწეპეთ keepvid.com - ის ეკრანზე მითითებულ URL -ზოლში შემდეგ DOWNLOAD, სულ ეს არის