Valve Steam MAC OS-სა და Linux-ზე
ცნობილმა თამაშების მწარმოებელმა კორპორაცია Valve-მ დღეს ოფიციალურად გამოუშვა თავისი სათამაშო პლატფორმის, Steam-ის MAC ვერსია. MAC-ის მომხმარებლები თითქმის ორი წელია უკვე რაც ამ სიახლეს ელოდებოდნენ. Steam ეს არის სათამაშო პლადფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ითამაშონ თავიანთი საყვარელი თამაშები კორპორაცია Valve-სგან. ამ თამაშების რაოდენობა კი ძალიან ბევრია და ამასთანავე ძალიან პოპულარული. მაგალითად Counter strike, Half-Life, Left 4 Dead, Day of Defeat და ა.შ.
მაგრამ ამ სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო Linux-ზე. Steam-ის MAC ვერსიის გამოსვლისთანავე, Linux-ის მომხმარებლება დაიწყეს ამ პლატფორმის თავიანთ სისტემაზე პორტირება. ეს შედარებით ადვილია, რადგან, MAC ეს არის Unix-ის ერთერთი სახეობა, Linux კი Unix-ზე დაფუძნებული სისტემაა. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები Steam-ის მუშაობისა ლინუქსზე, თუმცა ამ ვერსიას კიდევ ბევრი დრო დაჭირდებოდა სრულყოფილებამდე მისაღწევად. მაგრამ ლინუქსის მომხმარებლების სასიხარულოდ, ცნობილი გახდა, რომ Valve ოფიციალურად აპირებს გამოუშვას Steam კლიენტი Linux-ზე. ბეჭდვითი ვერსია | 15-07-2010, 18:30:00 | EMOziko |
კი პირდაპირ მუშაობენ :)
ხო პ.ს. აქ წერდით რომ ვაინში თურმე შეუძლებელია DX10 და 11-ის გაშვება, ჰოდა მინდა გახაროთ ახალი ამბავი :) DX10 და 11-ის API ნატივში ჩააშენეს ლინუქსის ვიდეო დრაივერში :) ამის გამო DX თამაშების პორტირება გახდება ძალიან ადვილი და გაეშვება ნატივში და ასევე ვაინშიც უპრობლემოდ :)