Google Earth-თან ერთად Google ასევე უშვებს
Sketchup–ს – პროგრამას, რომელსაც შეუძლია სამგანზომილებიანი მოდელების კეთება. Sketchup–ით შექმნილი რეალური შენობების მოდელები კი Google Earth–ში შეიძლება ჩაისვას. ასე იქმნება სამგანზომილებიანი ნიუ–იორკი, ვაშინგტონი, ჩიკაგო... თუმცა Sketchup მაინც მოითხოვს გარკვეულ სპეფიციკურ ცოდნას და ეს მისი მომხმარებლების რიცხვს ძალიან ამცირებს, მცირე რაოდენობის მომხმარებელს კი დედამიწაზე არსებული ყველა შენობის სამ განზომილებაში დახატვა ნამდვილად არ შეუძლია.
ამიტომ Google–მა შეიმუშავა ახალი მიდგომა, სახელად Google Building Maker, რომელიც მოსახმარად უმარტივესია და შრომის მაგივრად გართობას უფრო ჰგავს. მის უპირატესობაში შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ შენობის ვირტუალური მოდელის ასაგებად ისიც კი არაა საჭირო, შენობა ნანახი გქონდეთ.
იდეა შემდეგია: მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ქალაქი წინასწარ გადაღებულია რამდენიმე რაკურსით, თქვენ ირჩევთ რომელიმე შენობას და სურათების მიხედვით აგებთ შენობის მოდელს. ბოლოს სისტემა ამ მოდელზე დებს სურათებიდან მიღებულ ტექსტურებს და ვუალა – შენობა მზადაა. ისღა დაგრჩენიათ, თქვენი ნაშრომი შეინახოთ. მას Google განიხილავს და მოწონების შემთხვევაში Google Earth–შიც ჩასვამს.
საილუსტრაციოდ იხილეთ ოფიციალური ვიდეორგოლი Builder Maker–ის შესახებ:
პროდუქტის ერთადერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჯერჯერობით მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქშია შესაძლებელი. კი, სწორად მიხვდით – თბილისი მათ შორის არ არის.
ეს მხოლოდ Mac და Linux-ზეა????????? ამას მე-5 ვერსია უნდა ხო???